ომეგა ისევ იმ სახლში დააბრუნეს სადაც რამდენი დღის წინ მოწყენილობისგან სული ეხუთებოდა,მაგრამ ამჯერად დროის გასაყვანად თავისი სახატავი ნივთებიც მისცეს,რა კეთილი საქციელია არა?
მოკლედ სახლში შევიდა და მაშინვე დივანზე დაჯდა ოდნავ თავბრუსხვევას გრძნობდა და უნდა დავამატოთ გულის რევის შეგრძნებაც. ტანსაცმლის გამოცვლა გადაწყვიტა და ოთახში შევიდა რომლისთვისაც უკვე საკუთარის წოდება შეეძლო,თავის ანარეკლს რომელიც სარკეზე ირეკლებოდა შეხედა და რატომღაც თმების შეღებვა მოუნდა,დიდი ფიქრის შემდეგ კი გარეთ დაცვასთან გავიდა და დაითანხმა რომ მაღაზიაში წაეყვანათ. თმის საღებავის ფერის დიდი ხნის რჩევის შემდეგ ბოლოს მუქ ქერად შეღებვა გადაწყვიტა თმების,როდესაც საფასურის გადასახდელად მიდიოდა ერთ მწკრივში რაღაც შეამჩნია,მათგან ყველაზე ძვირიანი აიღო და სალაროსთან გადაიხადა,მანქანაში ჩაჯდა და დაცვამ ისევ იმ სახლში წაიყვანეს. თმის საღებავი ამოიღო,ორსულობის დამადასტურებელი ტესტი კი საწოლზე დაგდებული დატოვა და აბაზანაში შევიდა,ერთ საათში კი მთლიანად ახალი თმის ფერით სარკეში იყურებოდა და ძალიან მოსწონდა.თმის ტილოთი მშრალებით აბაზანიდან გავიდა და საწოლზე დაჯდა,სუნთქვა აჩქარებული ქონდა.
"ამის დედაც რაც არის არის"თქვა ხმის კანკალით ტესტი აიღო,მაგრამ მაინც ვერ გადადგა ნაბიჯი,საშინლად ძალიან ყოყმანობდა,ნატრობდა რომ დადებითი არ ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს თავს მოერია და ტესტი გაიკეთა,რამდენიმე წუთი დაელოდა როგორც სავალდებულო იყო,ბოლო წუთის შემდეგ კი როცა პასუხი გამოჩნდა დაიჩურჩულა,მაგრამ მას ტესტისთვის არ შეუხედია,ვერ შეხედა,ვერ შეძლო.
"ხანდახან ტესტი ცდება" ხელის კანკალით ორსულობის დადებითი ტესტი ნაგავში მოისროლა,რომლის პასუხიც არ უნახავს და უბრალოდ დაივიწყა,ხო დაივიწყა,თავისი აზრები სხვა რამეზე გადაიტანა. ფურცელი,შავი ფანქარი აიღო და ხატვა დაიწყო რაც თავში პირველი მოუვიდა მაგრამ სულ რაღაც ერთ წუთში ორივე კედელზე მოისროლა და გარეთ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გავიდა,ნეტავ არ გამოსულიყო თე დაინახა რომელიც მისკენ რაღაცით მიემართებოდა,ჯინი კი დარწმუნებული იყო რომ ეს ტანსაცმელები იქნებოდა.
YOU ARE READING
" STAY,,✔
Fanfictionმას არაფერი არ ახსოვს,გაიმეორა სოკჯინმა ეს სიტყვები თავის თავში,უნდა რომ ახსოვდეს და მისთვის ფრაგმენტები არ იყოს.ის მისი ველური ოცნება იყო რომელთანაც როცა ეგონა რომ ახლოს მივიდა მაშინ გაუშვა,როდესაც ის უფრო მეტად იგრძნო ის გააკეთა რაც ალფას უნდოდა,ა...