I can feel it

219 17 20
                                    

წამი არ გადიოდა რომ ხელი ყელზე არ მიედო,გაბრაზებული იყო,ნაწყენი და კიდევ უამრავი ემოციის დიდი ნაკადი ტალღასავით აჭერდა. ნდვილად არ ეგონა რომ ამგვარად მონიშნავდა,ანდა ვის ატყუებდა საერთოდ არ ეგონა ეს თუ ოდესმე მოხდებოდა,თუ  მისგან ოდესმე დაორსულდებოდა,ერთი რამ კი მართალი იყო ამდენი წარმოუდგენელი რამის შემდეგ რომელიც მოხდა ომეგამ ჯერაც კი ვერ გაიაზრა რომ თითქმის ყველაფერი შესაძლებელი იყო,მაგრამ რაღაცეები უბრალოდ რჩება და შენს ნაწილად იქცევა,ნაწილად რომელსაც ვიღაც ან რაღაც დაუსრულებლად დაუმტკიცებს საპირისპიროს. ჯინისთვის კი ეს ვიღაც ნამჯუნია. იყო დრო როცა იმასაც ვერ წარმოიდგენდა თუ ვინმეს ასე ძლიერ შეიყვარებდა,მითუმეტეს კი ჯუნს. კი ზოგის ცხოვრება ნამდვილად არის საკმაოდ ბევრი ცინიკურობის სამიზნე.

უკვე ვეღარც კი გამოხატავდა რამდენად გაბრაზებული იყო მასზე,თეს მისი ნომერიც კი გამოართვა და უკვე რამდენიმეჯერაც დაურეკა მაგრამ გათიშული ქონდა და ყოველ ჯერზე შეტყობინების დასატოვებელი ღილაკი ირთვებოდა,რომელიც საშინლად გამაღიზიანებელი იყო,მაგ მომენტში კი ჯინი ყურმილს თიშავდა ყოველ ჯერზე . არ იცოდა რა ექნა,თავში ძალიან აირია,საკუთარ თავს დაბნევის და დაკარგვის ნება მისცა,არ იცოდა ყელზე მის მიერ ნამოქმედარი ნიშნისთვის რა ექნა,ან კიდე ბავშვისთვის,ჯუნი იქ არ იყო,ალფა რომელიც მისთვის ამდენს ნიშნავდა მასთან არ იყო,ამან კი მის ტვინში ძალიან ბევრი ფიქრების თუ აზრების წარმოქმნა გამოიწვია,რაც უფრო მეტად აგიჟებდა.

ცოტა ხანი თავის გადაწყვეტილებაზე იფიქრა,რომელიც უკვე დიდი ხანი იყო ტვინში უტრიალებდა უფრო ზუსტად კი იმ მომენტიდან როცა გაიგო რომ ორსულად იყო,ბოლოს კი მაინც,მაინც მიიღო გადაწყვეტილება და იმავე აზრზე დარჩა. სახლის უკანა ეზოში იჯდა, წამოდგა და თეს მოძებნა დაიწყო რომელიც დარწმუნებული იყო იქვე იქნებოდა,როცა შეამჩნია მასთან მივიდა ერთი წამით თითქოსდა ენა ჩაუვარდა,ღრმად ჩაისუნთქა და ოდნავ აკანკალებული ხმით უთხრა.
"შეგიძლია სავანდმყოფოში წამიყვანო"

" STAY,,✔Where stories live. Discover now