1. We need more than just us!

684 39 23
                                    

საწოლზე ორი სხეული წევს და ცდილობენს დაირეგულირონ სუნთქვა, რომელიც თითქოს უნებართვოდ გაგიჟებულაო, თითქოს სურს ორი ახალგაზრდა ბიჭის სხეულიც ისე გააგიჟოს, როგორც მათი გონებაა, როგორც მათი სულია ახლა.. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, გარდა ერთისა, თითქოს გრძნობები გაუფესურდა, სიტყვა 'მიყვარხარ'მაც კი, რომელიც, როდესღაც დიდ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა აზრი დაკარგა, ხშირად უფიქრია ამის შესახებ ჯიმინს,რომელის საკუთარ, ქერად შეღებილ თმას ფიქრის დროს, ნერვიულობისას მუდამ იჩეჩდა. მაგრამ ჯონგუკს ამაზე ფიქრისაც ეშინოდა,შესაძლებელია მომავალ ფსიქოლოგს, ამ ფიქრების არც ეშინოდა, არამედ უბრალოდ თვალის გასწორება არ სურდა, მაგრამ... ეს ნუთუ ერთი და იგივე არ არის? შეუძლებელსაც გააკეთებდა უბრალოდ ეს ფიქრები, რომელიც სძულდა გამქრალიყო საკუთარი თავიდან.

შიშველ სხეულს უყურებს, რომელიც ლამაზად წევს მის გვერდით,თეთრი გადასაფარებელი მხოლოდ და მხოლოდ მენჯამდე ჰქონდა დაფარებული და ისე უყურებდა მის გვერდზე მწოლიარე ჯონგუკს. ნაზად გაუღიმა, როგორ უნდა ეს გრძნობა ხელოვნური არ იყოს, მაგრამ ბიჭი ამას ამჩნევს, ერთმანეთს იმაზე კარგად იცნობენ ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

"დიდი დრო გავიდა, თითქოს ყველაფერი შეიცვალა!"-თქვა მოულოდნელად ჯიმინმა და ჯონგუკის შიშველ სხეულზე, რომელიც წელს ქვემოთ დაფარულია თხელი, თეთრი მატერიით თითების ნაზად გადატარება დაიწყო. რამდენი დრო გავიდა? ალბათ მათ გონებაში სამი წელი სამ საუკუნესავითაა, ბევრი ემოციით, ბედნიერებით და ტკივილით მთელი სამი ლამაზი, შავბნელი, და უფრო მეტად ლამაზი პერიოდი.

ერთმანეთის სხეულები სიგიჟემდე უყვარდათ, უყვართ...ჯონგუკის ოდნავ ღია ყავისფერი, და ჯიმინის ფაფუკი თეთრი სხეული ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა.

თითქოს მათი სხეულის ფერები ერთმანეთში ირევაო, თითქოს მათი გონებას და გულიც ერთმანეთთან ისეა შერწყმული რომ მათი გამოცალკევება არ შეიძლება.

Cigarettes 🚬/VkookminWhere stories live. Discover now