26. Sex In Front Of Him 18+

184 12 119
                                    

ნოემბრის შუა რიცხვებია, ცივა მაგრამ არა ისე რომ ტყის შუაგულში, ხის უზარმაზარ სახლში გაჩერება არ შეიძლებოდეს.

სახლის წინ ორი მანქანაა გაჩერებული, სამი ბიჭი კი მონატრებულ საშინელებათა სახლში არიან შეყუჟულები.

ბუნებას ეტყობა რომ წვიმას აპირებს, ქარი არ ქრის, მაგრამ სუსხი მაინც იგრძნობა, რაც მიზეზია იმის თუ რატომ გამოდის სახლიდან ბუხრის კვამლი.

შიგნით თბილა, ალბათ ერთი საათია რაც აქ არიან, დიდი ფანჯრიდან სინათლე შემოდის, თეჰიონს ფორმალური ტენსაცმელი, შავი შარვალი, თერთი გახსნილი პერანგი და მოშვებული ჰალსტუხი ეკეთა.

ორი დღეა გასული მას შემდეგ რაც მინ იუნგისგან წერილი მიიღეს, ამ დღეებში კი არც ერთს არ უნახავს ჯიმინი, დღეს კი სწორედ მან მისწერა ბიჭებს რომ აქ მოსულიყვნენ.

ჯიმინი უცნაურად გამოიყურება, სახეზე ემოცია არ ეტყობა, მხოლოდ ნაზად, იღიმის, მაგრამ ვერავინ იტყვის რომ მისი ღიმილი ხელოვნურია, ან რეალური, რატომღაც ჯიმინის სახეზე იმდენად უცნაური რეაქცია რომ ეს მზერა ჯონგუკისთვისაც კი უცნობია...

ჯონგუკი ოდნავ აღელვებულია, თითქოს ჯიმინი ყველაფერს მიხვედრილიყო...

"ერთი რაღაც უნდა გავაკეთოთ!" უცბათ ამბობს ჯიმინი, იღიმის, ბუხრის წინ დაფენილ ლეიბზე ჯდება და ბიჭებს ანიშნებს რომ მოვიდნენ.

ჯიმინი თეჰიონსა და ჯონგუკს შორის ექცევა, რაზეც ეცინება, ყველანი ბუხართან მოთავსებულიყვნენ და თბებოდნენ.

"რა გავაკეთოთ?" ამბობს ჯონგუკი, რაზეც თეჰიონი მას უცნაურ მზერას აპყრობს.

" ყველაფერი მოვყვეთ" ამბობს თუ არა ჯიმინი, მის სიტყვებზე თეჰიონი ჩუმად იღიმის და მატრასზე ისე წვება რომ წამომჯდარ ჯიმინს და ჯონგუკს კარგად უყუროს.

"ყველაფერი რაც უცნობმა ბიჭმა..."ოდნავ ყოვნდება"მინ იუნგიმ გამოგვიგზავნა და ისინიც, რაც მის გარეშე გავაკეთეთ" ამბობს ჯიმინი და ჯონს უცნაური მზერით უყურებს.

Cigarettes 🚬/VkookminWhere stories live. Discover now