25. News on the TV

122 9 46
                                    

'ხშირად იყო კითხვები იმის შესახებ თუ რა ახალ სკანდალში გაეხვეოდა ჯონების კომპანიის "JKC"-ს უმცროსი ვაჟი -ჯონ ჯონგუკი, ახლა კი ჩვენი ინფორმაციებით გავამხელთ ახალ საიდუმლოს, რომელიც ალბათ ბევრი გოგოს, ან ბიჭის გულს კიდევ ერთხელ გატეხს, ყველას მოგვეხსენება რომ ჯონ ჯონგუკს ურთიერთობა აქვს პაკ ჯიმინთან, რომელიც ჯონების კომპანიის ერთ-ერთი მოკავშირის შვილია, ალბათ ეს თქვენთვის სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს, მაგრამ რას იფიქრებთ და რას იტყვით თუკი ვიტყვით რომ არსებობს მესამე პიროვნება მათ ურთიერთობაში? სამწუხაროდ მისი ვინაობის ამოცნობა ვერ შევძელით, მაგრამ ახლა ჩვენ გიჩვენებთ ფოტოებს, რომლებიც ჩვენს სიტყვებში დაგარწმუნებთ, ეს ინფორმაცია კი პირისგან მივიღეთ, რომელიც თავს "მინ იუნგ"-ად გვაცნობს'

ასრულებს ახალგაზრდა გოგონა საუბარს კამერების წინ და მის გვერდით მჯდარ თანაწამყვანს უბრუნდება.

'-რამდენად უცნაური იყო ეს ინფორმაცია თქვენთვის?- ეკითხება გოგონა თანაწამყვანს და იღიმის.
-ეს სულაც არ იყო მოულოდნელი, როგორც მოგეხსენებათ უმცროსი ვაჟი კომპანიის შერცხვენას ისევ განაგრძობს'

* * *
"ჯონგუკ, როგორ შეგიძლია ასეთი უპასუხისმგებლო იყო? როგორ მიეცი იმ ნაბიჭვარს შესაძლებლობა რომ ტელევიზიის საშუალებით შეერცხვინა შენი და ჩვენი სახელი?" უხეშად, მაგრამ მაინც მზრუნველური ტონით ამბობს ჰოსოკი.

"ჰოსოკ, ახლა ამაზე საუბარი არ მსურს, შევეცდები ამის მოგვარებაზე ვიზრუნო!" ამბობს ჯონგუკი, ზარს წყვიტავს და სწრაფად ტოვებს სახლს, რომელშიც მარტო იმყოფებოდა, არ იცის რა რეაქცია ექნება ჯიმინს ან თეჰიონს, მაგრამ ახლა საშინლად არ სურს საუბარი მათთან...

Cigarettes 🚬/VkookminWhere stories live. Discover now