ერთი თვე!
მხოლოდ ერთი!
თურმე ერთი თვე საკმარისია ცხოვრება ბოლომდე შეიცვალოს,
დაემსგავსოს სიგიჟეს...
სიგიჟეს რომელიც ხალხს აბედნირებეს.
სიგიჟეს, რომელსაც ორი ბიჭი ყოველთვის ეძებდა.
ნუთუ ერთი თვე საკმარისია ყველაფრისთვის? იქნებ უბრალოდ უნდა ვთქვათ რომ საკმარისია,
იმისთვის რომ მიხვდნენ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო მთელს ცხოვრებაში?! ლამაზი ფერები თითქოს კვლავ დაბრუნდა. მიზიდულობა გაზრდილია, ძალიან, ძალიან გაზრდილი. ეს კი ყველას აგიჟებს, არ აღიარებენ მაგრამ ეს ასეა.ჯონგუკს და ჯიმინს არ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთმანეთი მათ მეტი სურთ ახლაც და რაც სურთ მხოლოდ თეჰიონია.
ნეტავ შეეძლოთ ყოველ წამს შეახონ ტუჩები თეჰიონის ტუჩებს, რომელსაც ალუბლის გემო აქვს.
მას უყურებენ და ფიქრობენ თუ როგორი ნათელია მასთან ყოფნა. უყურებენ და უყვართ...
მათთვის ყველაფრის მიუხედავად თეჰიონი მიუწვდომელ ხილად დარჩა, რომელიც ყველანაირი სიახლოვის მიუხედავად მაინც დისტანციას იჭერს ბიჭებისგან.
ერთი თვე გავიდა.
ერთი თვე.
დიდი გამოწვევა კი მიღწევას ლამობს.
თეჰიონი საოცრებაა, წმინდა ანგელოზი პირდაპირ სამოთხიდან.
Ბნელა, ღამეა მათ კი კვლავ ღვიძავთ, ღვიძავთ და ერთად არიან.
"ეს სახლი რატომ აირჩიე?!" ცივ იატაკზე დაფენილ გადასაფარებელზე სამი სხეული წევს და ჭერს უყურებს, რომელსაც დიდი, უფროსწორად, ძალიან დიდი ჭაღი ამშვენებს. ყველაფერი მტვრითაა დაფარული, ჭექა-წუხილის გამო ყველაფერი მიტოვებულ სახლს გავს საშიშ ფილმებში რომ შეგვხვედრია.
სახლი მართლაც დიდია, მაგრამ თითქოს ეს სიდიდე სულაც არ ქმნის მარტოობის შეგრძნებას, ყველა ის ადამიანი ვინც უნდათ რომ მათთან იყოს აქ არის. მერე რა რომ სამნი არიან? არ სჭირდებათ მეტი, არც ცოტა.
YOU ARE READING
Cigarettes 🚬/Vkookmin
Fanfictionჩემი პასუხია დიახ, ვიქნები სათამაშო, რომელიც თავად ირჩევს თამაშს! ორი საკმარისი რატომღაც არ არის, Ხანდახან ცხოვრებას რაღაც აკლია, სწორედ მაშინ ჩნდება მესამე ადამიანი, ჯიმინის და ჯონგუკის შემთხვევაში კი, ეს შავთმიანი, იდუმალი ბიჭი, თეჰიონი იყო. რომელ...