ოთახში სამ ბიჭთან ერთად ერთი გოგონაა.
დაძაბულობა მთელ ოთახში გაბატონებულა, მაგრამ ეს უსაფუძვლოდ სულაც არ არის გამოწვეული.
თეჰიონის გონებაში ბევრი კითხვაა, რომელსაც მალე უნდა გაეცეს პასუხი.
"გინდა დაგტოვოთ?" ჩურჩულებს სქაია და მაგიდაზე დადებულ ტელეფონს იღებს.
გოგონა სრულიად განსხვავდება ბიჭებისგან, ის იმაზე მეტად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს ვიდრე ისინი.
იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე რომელიმე ბიჭი.
ნეტავ რაში შედის მისი სიძლიერე?
ალბათ სამეულისგან განსხვავებით იგი არაფერზეა დამოკიდებული, ალბათ მას შეუძლია იყოს უფრო მეტად თავისუფალი, უფრო ლაღი, მხიარული, ბედნიერი...
სასაცილოა...
ძალიან სასაცილო...
"არ არის საჭირო, უბრალოდ იმას მოვყვები რაც შენ უკვე იცი..." ჩურჩულებს ჯონგუკი და ყველას პარალელურად მდგარი სავარძლებისკენ მიუთითებს.
ჯდებიან თუ არა ყველა, ბიჭი ძლიერად ისუნთქავს ჰაერს და წამით ჯიმინისკენ აპარებს თვალს, აინტერესებს თუ რას ფიქრობს იგი ახლა. ჯიმინჯს სახეზე კი უჭირს ამოიცნოს ემოციები!
რატომ გახდა ჯიმინი ასეთი? რატომ ვეღარ ხვდება ჯონგუკი ბიჭის ემოციებს? ეს ხომ კარგად გამოსდიოდა? ჯიმინი ხომ მისთვის მარტივი ამოსაცნობი იყო?...
პასუხი კი მხოლოდ ერთია ჯიმინი შეიცვალა, იგი თეჰიონმა იმდენად შეცვალა რომ ამჯერად ჯონგუკი მისი აზრების წაკითხვას ვეღარ ახაერხებს.
ეს ალბათ კარგია.
ეს ალბათ ცუდია.
"ყველაფერი ალბათ კლუბიდან უნდა დავიწყოთ ხომ?" ჯიმინი პირველი იწყებს საუბარს და ჯონგუკს მიუთითებს იმ ისტორიის დაწყებაზე, რომლის მოყოლასაც ალბათ ბიჭი არც აპირებდა.
"არსებობს ერთი ბიჭი, არ ვიცით ვინ არის, რა ჰქვია, ან საერთოდ საიდან მოვიდა. მხოლოდ ერთხელ გვყავს პირდაპირ ნანახი და ისიც ცოტახნით. მე და ჯიმინს გრძელი და უცნაური წარსული გვაქვს, ალბათ ამ ყველაფრის მოყოლა ახლა გაგვირთულდება, მაგრამ ისიც კი არ ვიცით რა ვთქვათ და რა ბნელ მოგონებას დავუკავშიროთ ეს ბიჭი. ჩვენ მხოლოდ მისი პირიდან ის მოვისმინეთ თუ რას ფიქრიბს იგი ჩვენზე, ყველა დანარჩენი კი მისი წერილებიდან გავიგეთ, რომელსაც იგი გვიგზავნიდა, მან ყველაფერი იცის ჩვენზე, ჩვენ კი არაფერი მასზე, მან ასევე შენზეც იცის.
იმ უნაურმა ბიჭმა ნაწილობრივ გაანადგურა ჩვენი ცხოვრება ახლა კი..." ჩუმდება ჯონგუკი, ფეხზე დგება და იქვე მდგარ პატარა მაგიდიდან წყლიან ჭიქას იღებს.
YOU ARE READING
Cigarettes 🚬/Vkookmin
Fanfictionჩემი პასუხია დიახ, ვიქნები სათამაშო, რომელიც თავად ირჩევს თამაშს! ორი საკმარისი რატომღაც არ არის, Ხანდახან ცხოვრებას რაღაც აკლია, სწორედ მაშინ ჩნდება მესამე ადამიანი, ჯიმინის და ჯონგუკის შემთხვევაში კი, ეს შავთმიანი, იდუმალი ბიჭი, თეჰიონი იყო. რომელ...