5. wait, what did you said?

171 28 7
                                    

რამოდენიმე დღე გავიდა, ჯონგუკმა კი იპოვა ის! იპოვა ბიჭი, რომელსაც ეძებდა.

ეს რამოდენიმე დღე ძალიან გაიწელა, თითქოს თეჰიონი საიდანღაც გაჩნდა და უკვალოდ აორთლქდა მისი ცხოვრებიდან, მაგრამ საბოლოოდ, ჯონგუკმა მაინც შეძლო დაებრუნებინა იგი ზღაპრული სამყაროდან, სადაც გაუჩინარდა.

"აქ რატომ მოხვედი?" უხეშად უბიძგა თეჰიონმა და სვლა გააგრძელა ჯონგუკის საპირისპირო მიმართულებით.

"არ გთხოვ, მაგრამ უბრალოდ მომისმინე, ვიცი შენც გჭირდება დახმარება!" თქვა თუ არა ბიჭმა თეჰიონმა სვლა შეწყვიტა, რამოდენიმე წამი დაფიქრდა, ვერ ხვდებოდა რაზე საუბრობდა ბიჭი, საბოლოოდ კი თვალები ძლიერ
დახუჭა და გზა გააგრძელა. მიდიოდა არასწორი გზით და ეს თავადაც იცოდა, უნდოდა შორს წასულიყო, და აღარ შეეხედა ჯონგუკისთვის თვალებში, იმ თვალებში, რომელიც Გამუდმებით უყურებენ მას და ახლაც, ახლაც კი არ შორდება მის ნაზ, თხელ სხეულს.

"თეჰიონ, მოდი უბრალოდ ერთად მოვწიოთ" თეჰიონი დაუფიქრებლად მოტრიალდა და ჩაიღიმა, ამ ღიმილის მიზეზი უცნობია ჩვენთვის, ვერ ვიტყვით ვერაფერს, სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა.
ნეტავ რას ნიშნავს? ირონიულია თუ ნამდვილი? სიხარულისა თუ მწუხარების?

"ჯონგუკ"თქვა და რამოდენიმე წამით ისევ ჩახედა თვალებში, რომელშიც ჩაძირვაც კი შეიძლებოდა, Მისი არ იყო უსასრულო ოკეანე, ისინი უფრო მეტად ჭაონს მოგვაგონებდა, საიდანაც ამოსვლა რთულია, ვიდრე წყნარ, ცისფერ ოკეანეს.

"მოვწიოთ"გააგრძელა საუბარი და მაშინვე დაინახა ჯონგუკის სახეზე ღიმილი, "მოდი უბრალოდ იმ ძველ კაფეში შევიდეთ, ინტერიერიც ალბათ ძალიან უცნაური და ლამაზი ექნებათ" ამბობს ჯონგუკი და ორივე კაფისკენ მიდის.

საკუთარ გონებაში ფიქრებს აწყობს ჯონგუკი, არ იცის რა თქვას მაშინ, როდესაც თეჰიონს თვალებში ჩახედავს. კაფე მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურებოდა, ორი დიდი ძველი კედელი და გარშემო ფანჯრები, დიდ ფანჯრები, რომელიც მართლაც უცნაურ სტილს მოგვაგონებდა, ძველი საბერძნეთი... ან ძველი ეგვიპტე... კედლებზე ნახატებია დაკიდებული, ნახატები, რომლებიც აქამდე ბევრჯერ
უნახავს სურათებში, მაგრამ ამჯერად უფრო დამატყვევებელი იყო, უცნაური, როგორიც თეჰიონი!

Cigarettes 🚬/VkookminWhere stories live. Discover now