23. Queen and king. We finally found strange boy

133 14 28
                                    

"ნეტავ ყოველთვის რატომ ვიყოფით? ხან მე და შენ, ხან შენ და ის, ხან კი მე და ის. თითქოს სამნი ვართ, მაგრამ სრულიად გაყოფილები!"ასრულებს თუ არა სიტყვას ჯონგუკი მაშინვე ხედავს, როგორ მიდის თეჰიონი ბილიარდის მაგიდასთან.

ჯონგუკი მზერას აყოლებს და რაღაც უცნაურს გრძნობს, თუნდაც მის სიარულის სტილში. ისეთი მოდუნებულია, ისეთი ნაზი... ისევე, როგორც გოგო, რომელიც რატომღაც წარსულიდან ახსოვს, მაგრამ თეჰიონი მას სულაც არ გავს, ის გოგო სხვანაირი იყო. მეტად ნაზი, მეტად განსხვავებული თეჰიოონისგან. ალბათ მეტად მნიშვნელოვანი?!

ორივე მას აყოლებენ მზერას, შემდეგ კი ორივე მასთან მიდიან და ბილიარდზე დადებულ ყუთს დაბლა დებენ, იმის გამო რომ ეს დღის ნაწილი როგორღაც გააქრონ საკუთარი დღიდან.

წითელი შუქი კვლავ უფრო უცნაურს ხდის გარემოს.

"ახლა როდესაც ორივემ იცით რას აკეთებდით ნუთუ მსჯელობად ღირს? იცით რას ნიშნავს ის მატერია, რას ნიშნავს სარკე, არ ღირს საუბრად, მაგრამ უბრალოდ ის თქვით თუ რას გრძნობთ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ" იღიმის თეჰიონი და ელოდება როდის მივლენ ბიჭები მასთან, ისინიც არ აყოვნებენ, გვერდით უდგებიან და მას უყურებენ, პასუხს არც ერთი არ სცემს მას, რადგანაც უჭირთ იპოვონ ემოცია და აღიარონ...აღიარონ ის რასაც არასდროს ამბობენ.

თქვან ის, რასაც თეჰიონი ყოველთვის ეძებს, გამოხატონ ის რისი არ გამოხატვაც ბიჭს საშინლად აღიზიანებს.

"თეჰიონ, უკვე სამი თვეა გასული იქიდან, როდესაც პირველად გნახეთ, ჩვენი პრობლემები კი უფრო მწვავდება, მაგრამ ამ ყველაფრის ნისლში გაქრობა გეხერხება. რას ფიქრობ კარგია?"კითხულობს ჯიმინი და თეჰიონს მისკენ ატრიალებს. ერთმანეთს თვალებში უყურებენ მაგრამ არაფერს აკეთებენ. ამჯერად ორივეს სახეზე ღიმილია.

"კარგია თუ არა? პაკ ჯიმინ, ჯონ ჯონგუკ ფიქრობთ ემოციების ერთმანეთისგან დამალვა კარგი იყო?" უეცრად ამბობს თეჰიონი ძლერად ჭიდებს ორივე ხელს ბიჭების ყელს და ისე მოხერხებულად აწვება რომ ორივე ბილიარდის მაგიდაზე ეცემა, თავი მაგიდაზე უდევთ და ისე ცდილობენ შეხედონ ბიჭს, მაგრამ არ გამოსდით. სახეები ერთმანეთის პირდაპირ აქვთ შეტრიალებული და ერთმანეთს უყურებენ. რატომღაც განძრევაც არ შეუძლიათ ისე ძლიერად ყავს თეჰიონს ისინი დაჭერილი.

Cigarettes 🚬/VkookminWhere stories live. Discover now