ექვს საათს უკვე დიდი ხანია გადაცდა, სასიამოვნო სითბო ტრიალებს ირგვლივ, სექტემბრის უცნაური ამინდი სულაც არ მოქმედებს სახლის ტემპერატურაზე. ირგვლივ სითბოა, მზე ანათებს, ინტერიერის თეთრი ფერები უფრო Ნათელი გახდა.
ყველაფერი სასიამოვნო იქნებოდა, ერთი გაუთვალისწინებელი უსიამოვნრბის გარეშე.
მაგრამ უსიამოვნებაც არ შეგვიძლია ვუწოდოთ, ალბათ ხანდახან ხალხი ამ სიტყვას იმ ადამიანთან შესახვედრად იყენებს, რომელთანაც საკუთარი აზრები არ ემთხვევა:
უსიამოვნო შეხვედრა იყო, უცნაური... ზუსტადაც, ახლაც ასე იყო.
მაგრამ სახლში, შუახნის კაცის შემოსვლის მიუხედავად, დაძაბულობა მაინც არ იგრძნობა.
ნათელი, კაშკაშა მზეა, რაც შვიდი საათისთვის ასეთ დროს სასიამოვნო, უცხო ელფერს Აძლევს ყველაფერს.
ის სიმღერა, რომელიც ამ დროის მანძილზე იყო ჩართული, ჯერ კიდევ უკრავს დაბალ ხმაზე, მაგრამ დიდ ოთახში მყოფ ორ ადამიანს არ ესმით.
"შენი აზრით, თუკი ჯონგუკი შენს ოთახში პატარა ბავშვივით დაიმალება იმ ფაქტს შეცვლის რომ შენი სახლი სექსის სუნად ყარს?" ხმამაღალი ტონით ამბობს ჯიმინის მამა, რომ ოთახში მყოფნა ჯონგუკმა გაიგოს.
ჯიმინი ოდნავ იშმუშნება მამამისის პირდაპირობაზე და ტუჩს კბენს.
არასდროს მოსწონდა ის სიტუაციები, რომელიც მამამისთან საუბრისას იქმნებოდა. ხშირად ჩხუბობდნენ, უმეტესად მამის ზედმეტი დაინტერესების გამო ჯიმინის ცხოვრებაში, მაგრამ, როგორ არ შეიძლება არ დაინტერესდე, როდესაც შენი პრესტიჟი, იმიჯი მხოლოდ ერთ ადამიანზე იქნება დამოკიდებული?!
ჯიმინზე!
სწორედ ესაა მიზეზი. ის პერიოდი, რომლის გამოც ჯიმინის მამის კარიერა შვილის გამო განადგურების გაზაზე იყო.
"საიდან მიხვდი?" ჩურჩულებს ჯიმინი და მამაკაცს დიდ დივანზე დასაჯდომად ანიშნებს, შემდეგ კი თავადაც ჯდება მის პირდაპირ.
YOU ARE READING
Cigarettes 🚬/Vkookmin
Fanfictionჩემი პასუხია დიახ, ვიქნები სათამაშო, რომელიც თავად ირჩევს თამაშს! ორი საკმარისი რატომღაც არ არის, Ხანდახან ცხოვრებას რაღაც აკლია, სწორედ მაშინ ჩნდება მესამე ადამიანი, ჯიმინის და ჯონგუკის შემთხვევაში კი, ეს შავთმიანი, იდუმალი ბიჭი, თეჰიონი იყო. რომელ...