"იცეკვე" ხმამაღლა ამბობს ჯონგუკი და ძლიერად უბიძგებს მის წინ მდგომ ჯიმინს თავისკენ, ძლიერად ეკვრის და იმდენად უხეშად კოცნის რომ ჯიმინს სიამოვნებისგან მთელს სხეულში დიდი, ძლიერი Ენერგია უვლის, გრძნობს იმ სიამოვნებას, რომელიც დიდი ხანია ეკლდა.
სიმღერას ნაზად აყოლებენ სხეულს, მოსწონთ სიახლოვე, მოსწონთ, როდესაც ერთმანეთის სუნთქვა ხმამაღალი სიმღერის ფონზე სუსტად, მაგრამ მაინც ესმით.
ხანდახან სასიამოვნოა, როდესაც უბრალოდ აკეთებ იმას, რაც გსურს...
არ ფიქრობდე ხვალინდელ დღეზე, არ ფიქრობდე რა იქნება ერთ საათში, ერთ წუთში, უბრალოდ სხეულს ნებას აძლევ გააკეთოს ის რაც თავად უნდა, ისე რომ მას არც გონება არ აკონტროლებს და არც გული!
შეგიძლია გახდე ის, ვინც მოგინდება, დახუჭო თვალები. გაიღიმო და უბრალოდ არაფერზე იფიქრო, რომელიც უმეტესად იმ აზრამდე მიგიყვანს რომ ცხოვრება ერთი დიდი თამაშია,რომლის წესებიც ჩვენთვის უცნობია, მაგრამ თამაში გვიზიდავს, იმდენად გვიზიდავს რომ თუნდაც ყველაფერს ნებას ვაძლევს დაინგრეს, აღსდგეს, წავიდეს...
გარშემო არაფერი ჩანს, ეს საუკეთესო რამ არის, რაც ჯონგუკს აქ ხიბლავს. შავ-თეთრი სინათლე, სიმღერა, რომელიც მთელ შენობაში გაბატონებულა, ჩქარი, უხეში შეხება და ღამე, რომელიც ინახავს ყველა იმ საიდუმლოს, რასაც სიბნელეში ჩავდივართ.
და ჩემს სიტყვებს არ სძალუძს მოჰყვეს ის ფიქრები, რომლებიც შავით თეთრზე იწერება, საბოლოოდ კი ქრება, როგორც მაისის თოვლი.
ჯონგუკს ჯიმინის ქვედა ტუჩი ჰქონდა ტუჩებს შორის მოქცეული და სურდა ასე გაგრძელებულიყო სამუდამოდ.
"ალუბლის გემო აქვს შენს ტუჩებს" ჯიმინმა გაიგო თუ არა ბიჭის სიტყვები ოდნავ გაიღიმა და ერთი ხელი სახეზე ნაზად დაადო,
"ასეთი, ზუსტად ასეთი მენატრებოდი" თქვა ჯიმინმა და ძლიერად მოხვია ხელები ბიჭს, ჯონგუკმა გაიღიმა, იგრძნო, როგორ იყო მომწყვდეული ჯიმინის მახეში, რომელსაც დომინანტის სხეული შეებოჭათ, მაგრამ ჯონგუკი არ ცდილობდა განთავისუფლებას, მასაც მოენატრა ეს გრძნობა, მის ტუჩებს ირონიული ღიმილი შეპარვოდა, თვალები დახუჭა და რამოდენიმე წამით მოდუნდა.
YOU ARE READING
Cigarettes 🚬/Vkookmin
Fanfictionჩემი პასუხია დიახ, ვიქნები სათამაშო, რომელიც თავად ირჩევს თამაშს! ორი საკმარისი რატომღაც არ არის, Ხანდახან ცხოვრებას რაღაც აკლია, სწორედ მაშინ ჩნდება მესამე ადამიანი, ჯიმინის და ჯონგუკის შემთხვევაში კი, ეს შავთმიანი, იდუმალი ბიჭი, თეჰიონი იყო. რომელ...