22. Red room. Three boy and billiard table.

135 14 32
                                    

დიდი ოთახია პატარა ნათურებით მორთული, რომლებიც წითლად კაშკაშებენ. გარშემო ყველაფერს წითელი ფერი მართავს, თუნდაც იმ თეთრად შეღებილ კედლებიც, რომელიც დღის სინათლეზე სიმშვიდეს გაპოვნინებს. იქ სადაც ხშირად დარჩენილა სრულიად მარტო ჯიმინი.

მისი სახლი ხომ მუდამ ასეთი წყნარი იყო, მაგრამ ახლა რატომღაც წყვდიადითაა მოცული. ჯერ კიდევ საღამოს ცხრა საათია, მაგრამ დიდ ფანჯრებზე გრძელი ფარდებია ჩამოფარებული და მზის სინათლე, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენოდა დედამიწას, შიგნით არ შემოდის.

ჯიმინის სახლში სამი ბიჭია, მაგრამ ამჯერად არც ერთს აქვს ქერა თმა.

"შავი ფერი დაიბრუნე?-გიხდება, სიგიჟემდე გიხდება!" ეს იყო ჯონგუკის პირველი სიტყვები, როდესაც ჯიმინი დაინახა.
ჯიმინი კი გაუნძრევად იდგა, უნდოდა ამ სიტყვების გამო მასთან მისულიყო და სიგიჟემდე ჩახუტებოდა, მაგრამ რაღაც აჩერებდა, უნდოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ჯონგუკისთვის, რაღაცნაირად, თითქოს სხვა ჯიმინი იყო შავ თმებში. ის ჯიმინი, რომელიც ახსოვდა, ის ჯიმინი რომელიც თითქოსდა გამქრალი იყო.

თეჰიონს არაფერი უთქვამს, მისი მზერა რატომღაც ყოველთვის სიტყვებზე მეტი იყო, ბევრად მეტი...
ბიჭი არც ელოდა არანაირ სიტყვებს მისგან.

უბრალოდ ახლა იმაზე ფიქრობდა რომ საკუთარი ტუჩები თეჰიონის იყო. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ჟღერს, გაურკვევლად, ჩახლართული ამოცანასავით, სწორედ ამის გამო უჭირდა ჯიმინს ამ ყველაფრის გაგება და მიღება.

მაგრამ ხანდახან თეჰიონის თვალებში შეუძლებელი იყო რამე ამოგეკითხა, რადგანაც მასში არაფერი ჩანდა, მხოლოდ ნისლი, მხოლოდ ბნელი ტყე და სხვა არაფერი..

მაგრამ არც ერთს არ ეშინიათ მისი, რადგანაც მხოლოდ იმას ეშინია სევდიანი, მძვინვარე, საშიში ტყის, რომელსაც უჭირს დაინახოს სიბნელეში ის ნათელი წერტილი რომელიც ყოველთვის არსებობდა და ირსებებს... სინამდვილეში კი ტყე სულაც არ არის საშიში, საშიში ჩვენი გონებაა, რომელიც აქცევს ტყეს აბობოქრებულ ზღვად.

Cigarettes 🚬/VkookminWhere stories live. Discover now