"ძალიან დავიღალე, უბრალოდ გადაკარგვა მინდა შორს, იქ, სადაც დავისვენებ შენთან ერთად”-ამბობს ჯიმინი და ბიჭის ხელს თავისაში იქცევს.
მანქანის ტარების მიუხედავად ეს უფროსს საერთოდ არ უშლის ხელს, პირიქით ეს მოსწონს, ნაზად უღიმის ბიჭს და მოსახვევში სწრაფად უხვევს.
სწრფად სიარული მოსწონს, ესაა მისთვის ეუფორია, ჩაწეული მინებით, როდესაც ცივი ჰაერი პირდაპირ სხეულში უვლის სიარული მით უფრო მოსწონს, ჯიმინია მიზეზი, რამაც სისწრაფე შეაყვარა.
ახსოვს თუ როგორ ეშინოდა სისწრაფის, სანამ ჯონგუკმა არ დაანახა ამაში ის დიდი, Უცნაური ექსტრიმი, რომელიც ყველთვის ტანში ჟრუანტელს უვლის, რომელიც აგრძნობინებს რომ ცოცხალია...
პატარა მყუდრო მუზემში მიდიან, რომელიც პირველად იხსნება, ჯონგუკს არაფერი გაეგება ხელოვნების, მისთვის ხელოვნება ერთი დიდი გამოცანაა, რომლის ამოხსნაც სულაც არ სურს, მაგრამ ჯიმინის ხათრით ყველთვის დადის და ყოველ წუთს წასვლაზე წუწუნებს.
"რა არის იმ მუზეომში
განსაკუთრებული?“ბუტბუტებს ჯონგუკი და ქერათმიანი ბიჭისკენ აპარებს თვალს, რომელიც მის ამ ქცევაზე იცინის."ჯონგუკ, ნუ ბუზღუნებ!"მხარზე ხელი გაკრა, რაზეც ორივეს გაეღიმა.
Ეს მეორდება ყოველთვის, როდესაც მსგავს ადგილას მიდიან, ხანდახან ოპერაში, ხანდახან თეატრში, ხან კი მუზეუმში.
"მგონი მოვედით"თქვა და დიდი შენობისკენ გაიშვირა ხელი.
"რა გასაოცარი შენობაა, არ ჯობია მანქანიდან ვუყუროთ ამ არქიტექტორულ საოცრებას?" ირონიულად ჩაილაპარაკა და ჩაიცინა, ჯიმინი შეეცადა არ გასცინებოდა, სერიოზული სახე ჰქონოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და სწრაფად ჩაიცინა.
მართლაც რომ არქიტექტურა ძალიან ლამაზი იყო, სპილოსძვლისფერ ფერში იყო შეღებილი უზარმაზარი კედლები, თავი თითქოს გუმბათივით ჰქონდა. "გუმᲑათი" მთლიანად მინისგან იყო დამზადებული, რაც უფლო ლამაზს ხდიდა აქაურობას ღამით.
YOU ARE READING
Cigarettes 🚬/Vkookmin
Fanficჩემი პასუხია დიახ, ვიქნები სათამაშო, რომელიც თავად ირჩევს თამაშს! ორი საკმარისი რატომღაც არ არის, Ხანდახან ცხოვრებას რაღაც აკლია, სწორედ მაშინ ჩნდება მესამე ადამიანი, ჯიმინის და ჯონგუკის შემთხვევაში კი, ეს შავთმიანი, იდუმალი ბიჭი, თეჰიონი იყო. რომელ...