And he stopped playing! And they started kissing!...
კლავიშებზე ნაზად ატარებს თითებს, დამატყვევებელი, ჰარმონიული ხმა მთელს ოთახს იპატრონებს, არამარტო ოთახს, არამედ გარეთაც გადის, მომღიმარ ხალხს მაშინვე ტკივილნარევი ღიმილი ესახებათ სახეზე შესაძლებელია რამოდენიმეც ცრემლიც კი წამოუვიდათ. ხმები იმდენად ნაზი და ამავდროულად ქაოსურია რომ გონებას და სულს მაშინვე იბატრონებს და აიძულებს ხალხს იფიქრონ ტკივილზე - გულს მუსიკა ნაწილებად ფლეთს და ანადგურებს. მოსმენის შემდეგ კი ხალხის სხეულს იმდენადაა ეს ყველაფერი დაპატრონებული, რომ აღქმის უნარი ერთმევათ და რჩებიან ტკივილის სამყაროში სადაც ყველაფრის გაცნობიერებას იწყებენ.
მუსიკას შეუძლია გაგაგიჟოს. ისევე როგორც მუსიკის შემსრულებელს.
ამბობენ რომ ადამიანების საკუთარ განცდებს მუსიკის საშუალებით გადმოგვცემენ, მაშინ, როგორ შეუძლია ასეთი დიდი ტკივილი დაიტიოს პატარა პიანისტმა?
ნეტავ არ სურს დასრულდეს ყველაფერი?
დასრულდეს ტანჯვა და ტკივილი?! დასრულდეს სიცოცხლე და დასრულდეს ანგელოზთან გალობა?!დიდ სცენაზე მხოლოდ შავი პიანინო და ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც თვალები დახუჭული აქვს და ისე უკრავს.
სინათლის გამო, რომელიც პირდაპირ თვალებში აჭყიტავდა ვერ ხედავდა დარბაზში მჯდარ შემფასებელთა ჯგუფს, თითქოს არც არავის სუნთქვის ხმა არ ისმოდა, ისევე როგორც თეჰიონის სულის კივილს ვერავინ იგებდა, საერთო სუნთქავდა? იმდენად იყო სხვა სამყაროში გადავარდნილი სულ დაავიწყდა რომ ახლა სცენაზეა. ალბათ ამიტომ არ უკანკალებს თითები, ალბათ სწორედ ამიტომ არ უცემს გული სწრაფად, არ უნდა დაკვრა შეაჩეროს, რადგან იცის რომ გაჩერდება თუ არა კვლავ დაბრუნდება მის სხეულში შიში,მაგრამ დრო ახლოვდება...
დარბაზში შვიდი ჟიური ზის, მათი დანახვა კი არავის შეუძლია.
კიდევ რამოდენიმე მაყურაბელია, ორი ან სამი, შეიძლება ოთხიც კი, მაგრამ მათში განსაკუთრებულად ჩანს ორი ბიჭი.
YOU ARE READING
Cigarettes 🚬/Vkookmin
Fanficჩემი პასუხია დიახ, ვიქნები სათამაშო, რომელიც თავად ირჩევს თამაშს! ორი საკმარისი რატომღაც არ არის, Ხანდახან ცხოვრებას რაღაც აკლია, სწორედ მაშინ ჩნდება მესამე ადამიანი, ჯიმინის და ჯონგუკის შემთხვევაში კი, ეს შავთმიანი, იდუმალი ბიჭი, თეჰიონი იყო. რომელ...