"მას უკვე ესაუბრე ჩემზე?" ანერვიულებული ხმით ამბობს თეჰიონი და თითების წვალებას განაგრძობს. მილიონჯერ გაიფიქრა, რომ უარი ეთქვა ყველაფერზე, დაევიწყებინა ოცნება და გაქცეოდა ამ დიდ უხერხულობას, რასაც ახლა გრძნობდა.
"სასაცილო ხარ თეჰიონ, უკვე ვესაუბრე შენზე და მასაც უნდა შენი გაცნობა უბრალოდ მოდუნდი " გაიღიმა ჯონგუკმა, წამებში თეჰიონის ხელი ძლიერად დაიჭირა და სწრაფად უბიძგა თავისკენ.
ერთი ხელით მისი ნაზი ხელი უჭერია მეორე ხელი კი თეჰიონის ზურგზე შემოხვეული, მათი სახეები ერთმანეთის პირდაპირ იყო, ერთმანეთის ხმამაღალი სუნთქვა ესმოდათ, თვალებში ერთმანეთს უყურებდნენ და იმდენად იყვნენ ამ წამებით გატაცებული, ფიქრობდნენ რომ თითქოს ეს საათების განმავლობაში ხდებოდა, ყველაფერი საბოლოოდ კი თეჰიონის ღიმილმა შეცვალა.
ის რომ ერთმანეთს ეხუტებოდნენ ორივესთვის უცნაური იყო, სხეულების სიახლოვეს Გრძნობდნენ მაგრამ გონება სხვაგან ჰქონდათ... ეშინოდათ, თან არც იმის იცოდნენ რისი.
"ყურადღებით უნდა იყო, თორემ შეიძლება ლიფტმა გაგვასწროს” ამბობს ჯონგუკი და მის სახეზეც მალევე ჩნდება ღიმილი.
ჯონგუკის ეს სიტყვები იმ უხერხულ გარემოს ამსუბუქებდა, რომელიც ამ წამების განმავლობაში გამეფებულიყო.
სიახლოვისგან დაძაბული გარემო არ შეცვლილა მაშინაც კი, როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ.
რომანტიულ ფილმში რომ ყოფილიყვნენ ყველაფერი კოცნით დასრულდებოდა, მაგრამ ეს ვერ გაბედეს, ვერც ერთმანეთის თვალებში ჩახედვა შეძლეს. მაგრამ ორივე გრძნობდა მიზიდულობას, რომელსაც ეწინააღმდეგებოდნენ.
სინამდვილეში არც ერთმანეთის კოცნაზე უფიქრიათ, მხოლოდ გულში ღრმად დამალულ გრძნობებს ჩუმად უზიარებნენ.
"ჩვენ სკოლაში არ ვართ და არც დირექტორთან მიმყავხარ“ იცინის ჯონგუკი და მალევე სიცილში თეჰიონიც ჰყვება.
YOU ARE READING
Cigarettes 🚬/Vkookmin
Fanfictionჩემი პასუხია დიახ, ვიქნები სათამაშო, რომელიც თავად ირჩევს თამაშს! ორი საკმარისი რატომღაც არ არის, Ხანდახან ცხოვრებას რაღაც აკლია, სწორედ მაშინ ჩნდება მესამე ადამიანი, ჯიმინის და ჯონგუკის შემთხვევაში კი, ეს შავთმიანი, იდუმალი ბიჭი, თეჰიონი იყო. რომელ...