(დააკვირდით ფოტოს და როცა დრო მოვა წარმოიდგინეთ მსგავსი სცენა♡)
უნივერსიტეტის პირველი დღე.
კარგი, ნათელი და თბილი დღე იყო, მაგრამ რატომღაც დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს ეგონათ რომ დღეს აუცებლად იწვიმებდა, რადგანაც ქუჩებში სწორედ ასეთი სურნელი ტრიალებდა.
ხეების ფოთლები უკვე ქუჩებში ფრიალებდნენ.
წითელი, ყვითელი, ყავისფერი...
მწვანე მალე ალბათ სრულიად გაქრება.23 სექტემბერია, მაგრამ ხალხს რატომღაც გონია რომ მწვანე ფოთლები კიდევ დითხანს დარჩება.
სამი სახლიდან სხვადასხვა მიმართულებით გამოდის სამი ადამიანი...
გუშინ ყველასთვის დამღელელი და დატვირთული დღე იყო, მაგრამ მათ სახეებს ეს ნაკლებად ემჩნევათ.
ჯონგუკი და ჯიმინი უკვე მეორე კურსელები არიან ამიტომაც
ეს დღე ალბათ ყველაზე მეტად თეჰიონს უხარია, რადგანაც იგი პირველად შეაბიჯებს იმ უზარმაზარ შენობაში, რომელსაც ადრე მხოლოდ და მხოლოდ ფოტოებიდან უყურებდა, რომელიც მის ოთახში ოყო ხოლმე.ალბათ მის სახეს არაფერი დაეტყობა უნივერსიტეტში შესვლისას, ალბათ მისი გრძნობები როგორც ყოველთვის ახლაც იქნებოდა ჩაკეტილი ისეთ გალიაში, როგორშიც ჭიტები არიან გამოკეტილნი.
საოცნებო ადგილი...
თეჰიონს უკვე უყვარდა იქაობა, უყვარდა ის თეთრი პიანინო, რომელიც ლექტორმა სწორედ მას მიაკუთვნა.
უზარმაზარ დარბაზში მხოლოდ და მხოლოდ სამი თეთრი პიანინოა, დანარჩენი კი შავი.
ის თეთრი პიანინო, რომლის კლავიშებსას ახლა თეჰიონი მწყურვალედ უყურებს ლექტორმა მას დაუთმო.
ეს რაღათქმაუნდა ნიშნავდა რომ იგი დანარჩენებზე უფრო კარგი იყო.
მაგრამ ამ წინადადებაში ორი უცნაური სიტყვაა.
დანარჩენი- რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იქ მყოფებს ნიშნავს.
YOU ARE READING
Cigarettes 🚬/Vkookmin
Fanfictionჩემი პასუხია დიახ, ვიქნები სათამაშო, რომელიც თავად ირჩევს თამაშს! ორი საკმარისი რატომღაც არ არის, Ხანდახან ცხოვრებას რაღაც აკლია, სწორედ მაშინ ჩნდება მესამე ადამიანი, ჯიმინის და ჯონგუკის შემთხვევაში კი, ეს შავთმიანი, იდუმალი ბიჭი, თეჰიონი იყო. რომელ...