🖤3🖤

73 8 0
                                    

სახლიდან გამოვედი, ფეხები მოვკეცე და გზაზე, ბარდიულზე დავჯექი. ღამე იყო, წინ სამი დასვენების დღე მქონდა. თავი ფეხებში ჩავრგე და იმაზე ფიქრი დავიწყე, ამ სამ დღეში რას გავაკეთებდი. წარმოდგენა არ მქონდა როგორ გამეყვანა ეს სამი დღე. ან საერთოდ რას აკეთებს ხალხი თავისუფალ დღეებში? კი, ამაზე წარმოდგენა არ მაქვს, არასდროს დამისვენია, სულ ვმუშაობდი, ან მეძინა, ამიტომ არ ვიცი როგორია დროის ისე გატარება, როგორც გინდა. ისევ უკან სახლში შევედი და დასაძინებლად დავწექი.
თქვენ არ იცით როგორი შესანიშნავი გრძნობაა, როცა არ გიწევს რაიმის გამო გაღვიძება, შეგიძლია იქამდე იძინო, სადამდეც მოგინდება, ამიტომაც შუა დღეს გავიღვიძე, ვჭამე და გარეთ სასეირნოთ გამოვედი. გზის იქით ჯიმინი დავინახე, რომელიც მანწანს წმენდდა. ჩემს დანახვაზე ჩემსკენ წამოვიდა.
- დილამშვიდობისა! - გამიღიმა.
- დილამშვიდობის! - მეც იგივეთი ვუპასუხე.
- დღეს მგონი არსად გაგვიანდება ხომ?
- კი, მართალი ხართ, არ მაგვიანდება.
- თს გარეშე..
- რა?
- თს გარეშე მელაპარაკე.
- ამ... კარგი... მაშინ.. კი, დასვენების დღე მაქვს.
- რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას აპირებ?
- სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებენ თავისუფალ დღეებში.
- და გინდა რომ გაიგო? - მე მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
- საღამოს, ექვს საათზე. - მითხრა და წავიდა, უკვე გზის იქით იყო, რომ დავუძახე.
- რა?
- საღამოს ექვს საათზე გაიგებ რას აკეთებენ თავისუფალ დღეებში. კარგ დღეს გისურვებ! - თქვა და სახლში შევიდა.
•••
- რამეზე ნერვიულობ? - მკითხა ჯიმინმა.
- კი! მკვლელობაზე! მაგრამ მოდი ამაზე არ ვილაპრაკოთ!
- კარგი, როგორც შენ გინდა! დეტექტივი რომ არა რა იქნებოდი?
- მე? - შევიცხადე და ლუდი მოვსვი. - ამმმ, არ ვიცი ალბათ მსახიობი.
- მსახიობი? - გაიცინა
- რა გაცინებს? - გავიცინე და ფეხები მოვკეცე, კედელს ზურგით მივეყრდენი და მაგიდასთან გვერდულად დავჯექი.
- არაფერი - ისევ სისცილით მითხრა - უბრალოდ ვერ წარმომიდგენიხარ მსახიობი.
- შენთვითონ ვინ იქნებოდი? ან ახლა რა ხარ?
- ახლა მენეჯერად ვმუშაობ. ისე კი პიცის დამტარებელი ვიქნებოდი.
- პიცის დამტარებელი?
- ხომ, სანამ ადგილზე მივიტანდი, მანამდე შევჭამდი, პიცაზე ვგიჟდები.
- დარწმუნებული ხარ რომ არ დათვერი?
- მე? დავთვერი? თანაც ლუდით? კარგად არ მიცნობ. მგონი აქეთ შენ დათვერი!
- არა! მე ასე მალე არ ვთვრები!
- დავიჯერე! - დაიჯღანა და ლუდი მოსვა.
- გინდა დაგიმტკიცო? შენზე გვიან დავთვრები.
- გინდა შევეჯიბროთ ვინ უფრო მეტს დალევს?
- კარგი! - ვუთხარი და ლუდი დავცალე.
- თერთმეტი ჭიქა არაყი.
- თერთმეტი? ათი არტომ არა?
- ციფრ ათს ვერ ვიტან. - მიპასუხა.
- რატომ?
- ვერასდროს ვერ ვიღებდი სკოლაში ათს და მაგიტომ.
ამ დროს თერთმეტ-თერთმეტი ჭიქა მოგვიტანეს.
- გინდა თან დავნიძლავდეთ!
- რატოარა!
- რაზე გინდა!
- ამმმ, დავფიქრდები.. შემდეგ შეხვედრაზე ვინც წააგებს ის იკისრებს გაწყობს? - ვკითხე.
- მოსულა!
-იცოდე რომ მოვიგებ, შემდეგზე იმდენ რამეს შევუკვეთავ, შენს მთლიან ხელფასს ერთდღეში დაგახარჯვინებ. - დავემუქრე.
- ვნახოთ! - მითხრა და პირველი ჭიქა ერთად მოვსვით.
•••
- ასე როგორ დავთვერით? - სიცილით ვეუბნებოდი ჯიმინს, რომელზეც უკნიდან მომხტარი ვიყავი.
- აბა მე რავიცი, ჯერ თერთმეტი, მერე თექვსმეტი ჭიქა დავლიეთ.
- მართლა?
- ხოოოო
- ეგ ჯამში რამდენი გამოვა?
- მოიცადე - ჩამომსვა და თითებზე თვლა დაიწყო. - არ ვიცი - თქვა ბოლოს და ორივემ სიცილი დავიწყეთ.
- ეს ჩვენი სახლია?
- აი ეს ჩემია და შენი მგონი იქეთ არის - მითხრა და თითი ცისკენ მაღლა გაიშვირა
- მე რა რომელი ჩიტი მნახე მაღლა რომ ვცხოვრობდე? - სიცილით ვუთხარი, მანაც გაიცინა, მერე კი მართლა არაფერი არ მახსოვს.
•••
გავიღვიძე და ოთახს თვალი მოვავლე, აშკარად არ ვიყავი ჩემს სახლში. თავი წამოვყავი და წინ წელზემოთ შიშველი ჯიმინი დავინახე.
- არა არა არა არა! არა - დავიწყე პანიკა, მან მხოლოდ გამომხედა და გაიცინა.
- დილამშვიდობისა დეტექტივო!
- რაღა მე და რაღა მშვიდობა - ამოვილაპრაკე.
- შიშველი რატომ ვარ?
- არ ვიცი წესით ეგრე უნდა იყო.
- არ გეღადავები. მე და შენ?...
- არა! არა! არაფერი მომხდარა!
- აბა რატომ ვარ შიშველი!!!!
- მართლა არ გახსოვს როგორ შემომივარდი სახლში? გინდა თუ არა გზის მეშინია მანქანა დამარტყავს ვერ გადავალო. როგორ გაიძრე ყველაფერი და ჩემი ადგილი დაისაკუთრე?
- ღმერთოოო...
- წამოდი ჭამე.
- გთხოვ შენ მაინც ჩაიცვი რამე - ვუთხარი და თვალი ავარიდე და სააბაზანოში შევედი რომ გამომეცვალა. იქიდან გამოსულმა დაბლა ჩავედი.
- ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახია?
- აი იქ დევს. - მანიშნა მაგიდაზე.
- სულ მკვდარი იქნება.
- არაა, შევაერთე.
- მადლობა - ვუთხარი და ტელეფონი ჩავრთე. ჩემდაგასაკვირად არცერთი გამოტოვებული ზარი არ ყოფილა არავისგან.
- მოდი ჭამე - მითხრა ჯიმინმა და მაგიდისკენ მანიშნა.
მაგიდასთან დავჯექი და ჭამას შევუდექი.
- რომელმა მოვიგეთ გახსოვს? - მკითხა არსაიდან.
- წარმოდგენა არ მაქვს! - ჩავიცინე.
ფანჯარაში გავიხედე, როცა ჩემს სახლთან კესო დავინახე, კარებზე აბრახუნებდა, შემდეგ კი ტეკწფონის ხმაც გავიგე, ის რეკავდა. ფეხზე წამოვდექი, ჯიმინმა ამომხედა.
- ჩემი მეგობარია სახლში ვგონივარ, მალე მოვალ.
- უთხარი აქ მოვიდეს.
გარეთ გავედი და კესოს დავუძახე, ისიც გაბრაებით გადმოვიდა გზაზე.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ან იქ რას დამაყუდე?
- რატომ მოხვედი?
- მაპატიე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობრის ნახვა მინდოდა!
- არა, ეგ არ მიგულისხმია, რაიმე ახალია საქმეში?
- არა და რომც იყოს არ გეტყვი, დასვენების დღეები გაქ.
- ჯერ მეორე დღეა, მე კი გათიშვამდე დავთვერი.
- მერე მაგას რა სჯობია?! - ჩვენს ლაპარაკში ჯიმინი გამოვიდა გარეთ.
კესომ მასზე მანიშნა.
- ხომ ეს..
- მე ჯიმინი ვარ თამარის მეზობელი.
- კესო, სასიამოვნოა! - ხელი ჩამოართვა.
- შემოდით და ერთად ვისაუზმოთ.
- არაა, მადლობთ - სათქმელი დამასწრო კესომ. ხელი ჩამავლო და წამიყვანა. ჯიმინს გავხედე, მან კი მხოლოდ ჩაიცინა.
- კარგ დღეს გისურვებ! - მომაძახა და შევიდა.
- სულ გააფრინე? - ვუსაყვედურე სახლში შესულმა კესოს.
- არც გაბედო!
- რა?
- არც გაბედო მასთან რაიმე ურთიერთობის დამყარება!
- და... რატომ?
- აი! - ტაში შემოკრა - გინდოდა ხომ? აღიარე ხომ გინდოდა?
- კესო უბრალოდ გკითხე...
- იმიტომ რომ არ მომწონს!
- მარტო იმიტომ რომ შენ არ მოგწონს?
- დიახაც!
- კარგი მორჩი სისულეელებს და ამოიღე ეგ ნამცხვარი პარკიდან, თორემ აიზილა - ვანიშნე პარკზე, რომელიც ხელში ეჭირა.
•••
უკვე საღამო იყო, კესოც წავიდა, სახლში მარტო ვიყავი და ჩემს საყვარელ ფილმს "მსხვერპლს" ვუყურებდი. კარზე ზარის ხმა იყო, გავაღე და ჯიმინი დავინახე. წინ იდგა და ხმაა არ იღებდა.
- ამ... რამე გინდოდა?
- აა, ხომ... არა.. უბრალოდ გუშინდელი სანაძლეო უნდა შევასრულოთ.
- აა ხო, მისიმინე, მოდი შემოდი - სახლში შემოვიდა და კარი მივხურე.
- რას უყურებ?
- ჩემს საყვარელ ფილმს.
- რაზეა?
- გამოძიებაზე, ოთხი ცხედარი იპოვეს მკვდარი და მკვლელს ეძებენ. მოდი დაჯექი - მდივანზე ვანიშნე. ისიც მოკალათდა.
- ლუდს დალევ? - მან მხოლოდ თავი დამიქნია, სამზარეულოში გავედი და ორი ბოთლით ხელში დავბრუნდი.
შუა ფილმის ყურებაში ვიყავით, როდესაც ტელეფონმა დამირეკა. დავხედე და მარი იყო.
- ხომ მარი!
- თამარ ჩამოვედი!
- მერე?
- მოდი რა აეროპორტში!
- მარი ორი წლის აღარ ხარ.
- აუუუ გეხვეწები რაააა
- კარგი წამოვალ - ვითხარი და დავუკიდე. - მაპატიე უნდა წავიდე, ჩემი მეგობარი ჩამოვიდა, აი აქ ვისთან ერთადაც ვცხოვრობ და უნდა მოვიყვანო.
- არაა პრობლემა - მითხრა და წამოდგა, კარამდე მივაცილე და დავემშვიდობე.
- არ დაგავიწყდეს ხვალ ჩვენი სანაძლეო უნდა შევასრულოთ - მივაძახე და კარი გამოვიხურე. ჯიმინი სახლში შევიდა და მე აეროპორტში წავედი მარის წამოსაყვანად.
იქ მისულს ჩემოდნებით ცელში დამხვდა, მანქანაში ჩაჯდა და წამოვედით.
- ხომ შეგეძლო ეს მარტომ გაგეკეთებინა?
- რა იყო ხელი შეგიშალე?
- არა!
- აბა რას ბრაზობ?
- უბრალოდ უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდე უცხოსთან.
- ვისთან?
- ჩვენს მეზობელთან.
- იცნობ იმ ვიღაცას?
- კი, ჯიმინი ქვია.
- სახელი რაში მაინტერესებს, აუუ ძაან დავიღალე მალე მივიდეთ რა მეძინება. - დაიბუზღუნა და ფანჯარაში გაიხედა. - ხომ ისე თეკლამ დამირეკა - თქვა არსაიდან.
- მერე?
- თავის დასთან ჩასულა ტოკიოში, ხოდა ჰოსოკიც მისულა და ისევ ერთად არიან.
- მეტი არაფერი? ან რატომ წავიდა? ან რატომ არ გაგვაფრთხილა?
- კარგი რა თამარ...
- რა კარგი რა! მეგობრები ვართ უცხოები ხომ არა! ვერ გავუგებდით თუ რა! ეგოისტურად მოიქცა და დაგვტოვა!
- რომ ჩამოვა არც გაბედო მისი დადანაშაულება თორემ მოგკლავ! - მითხრა და ყურსასმენები გაიკეთა.
•••
დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს. მარი გვერდზე მიწევს და ძინავს. ვუპასუხე და კესოს ხმა ვავიგე.
- თამარ ვიცი რომ დასვენების დღე გაქვს მაგრამ სასწრაფოდ უნდა მოხვიდე!
- რა ხდება?
- კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა.... უფრო სწორად ოთხი....

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now