🖤7🖤

50 5 0
                                    

სახლში შესულს ფანჯარასთან ჩასაფრებული მარი დამხვდა, მისთვის არაფერი მითქვამს მაგრამ გავჩერდი, რადგან ეტყობოდაას უნდოდა ეთქვა რამე.
- კი, დაგინახეთ როგორ კოცნიდით ერთმანეთს და კი, ხვალ ეს კესოსაც ეცოდინება და არა, ნუ დარდობ თეკლას არ ვეტყვი და კიდევ კი, თეკლა აქ არ მოვა სანამ ეს შენ არ მოგინდება, თუმცა! თუმცა, ვერ დამიშლი მის ნახვას მას შევხვდები ოღონდ აქ არა! - ადგა და მისი ოთახისკენ წავიდა, უკვე უნდა შესულიყო როცა მომაძახა - ისე სიმპატიურია ხოოო- ჩაიცინა და შევიდა. მეც გამეღიმა, მაღლა ავედი და დავიძინე.
•••
- ემილი მაგიდაზე ყველა მოკლულის დოსიე, ფოტოები, ინფორმაცია მკვლელობაზე, ყველა სამხილი დამიდე! - ვეუბნები ემილის და დერეფანში მივაბიჯებ ის კი სირბილით ძლივს მეწევა.
- კარგით ქალბატონო ლი. - კაბინეტის კარი გავაღე, შევედი და მაგიდაზე საჩუქარი დამხვდა. შუა კარში მდგარ ემილის შევხედე.
- დაბადების დღეს გილოცავთ ქალბატონო ლი! - მითხრა და უცბად გაიქცა. მის საქციელზე მხოლოდ ჩამეცინა, საჩუქარი გავხსენი და პეპლის ფორმის გულსაბნევი ამოვიღე. ამ დროს ტელეფონის ხმა გავიგე, მარი მირეკავდა.
- ისე უნდა წასულიყავი დილით, არ უნდა გაგეღვიძებინე? იქნებ რა უნდა მეთქვა? იქნება და ვკვდებოდი!
- ან დაბადების დღეს მილოცავდი.
- ეხლა რაღა აზრი აქ მარა მაინც გილოცავ! მისმინე! დღეს საღამოს მე შენ კესო და თეკ...
- მარი!
- ხო კაი მარტო მე, შენ კესო და ჯინი ვიყოთ.
- ეგ უკვე მომწონს! კარგი უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს.
- არ მაინტერესებს საღამოს 7 საათზე აქ ეგდე.
- კარგი.. კარგი - სიცილით ვუთხარი და გავუთიშე. ამ დროს ოთახში თეჰიონი შემოვიდა.
- თამარ კესო გეძახის თავის ოთახში.
- რამე ახალი იპოვა?
- არ ვიცი, მითხრა მოვიდესო.
- კარგი, თეჰიონ.
- დაბადების დღეს გილოცავ!
- მადლობა. - ვუთხარი და კაბინეტის კარი გამოვიხურე. დერეფანში კი ბობი შემხვდა.
- ოჰ! იუბილარიც აქ ყოფილა! - თქვა სიცილით.
- რა გინდა ბობ? - ხელები გადავაჯვარედინე.
- არაფერი, დაბადების დღეს გილოცავ!
- მადლობა, ახლა უნდა წავიდე. - ვუთხარი და კესოს ოთახში შევედი.
- აბა რა ხდება?
- შენი გაჩენიდან ოცდამეექსვე წელი დაიწყო. - თქვა და ტაში შემოკრა.
- ხო საჩუქარი სახლში დამრჩა, მეთქი რა ათრევს თქო, თან ამხელა ქალი სამსახურში ფუმფულა სათამაშოთი ხო არ მოვიდოდი. ხოდა დღეს საღამოს მოგცემ.
- მადლობა, კარგი რამე ახალი არის მკვლელობებზე?
- მკველობებზე კი არა, ქალბატონო! გუშინ რას აკეთებდი? - წარბი აწი და ჩემს წინ დოინჯით დადგა.
- რას ვაკეთებდი?
- რას აკეთებდი!
- რას ვაკეთებდი? - მხრები ავიჩეჩე.
- ვის კოცნიდი?
- მარიმ გითხრა?
- არა, შენზე შეპყრობილი ვარ და გითვალთვალებდი. ენივეიზ! რა ხდება?
- რას გულისხმობ?
- რა ხდება შენს და იმ მეზობელს შორის? - ხელებით ლაპარაკი დაიწყო კესომ.
- არაფერი, ვმეგობრობ.
- და მეგობრებს კოცნიან?
- კესო!
- ნუ... ხო - შეიშმუშნა - მე გამონაკლისი ვარ, მე მაქვს უფლება, შენ არა!
- ეგ თეჰიონს უთხარი დამიჯერე გაუხარდება - თვალი ჩავუკარი და გამოვედი.
•••
მთელი დღეა ფურცლებს ვკითხულობ, ყველა საბუთი გადავარჩიე, ყველაფერი თავიდან წავიკითხე, ჩანაწერები ვნახე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, ეს ფაქტი კი ჭკუიდან მშლიდა, საათს დავხედე და 7ის ნახევარი იყო, ამიტომ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი. შენობა დავტოვე და სახლში მივედი. იქ შესულს ყველა იქ დამხვდა, მაგიდასთან შემომჯდარნი მელოდებოდნენ. მათთან მივედი და შევუერთდი. ამ დროს კარზე ზარი იყო, მარი სასწრაფოდ წამოდგა და გასაღებად გაიქცა.
- გაიცანით ეს ჯინია! - ოთახში მაღალი, მხრებგაშლილი შავგვრემანი სიმპატიური ბიჭი შემოვიდა, ყვავილებით და საჩუქრით ხელში. მე და კესო ფეხზე ავდექით და მივესალმეთ, მან დაბადების დღე მომილოცა და მაგიდასთან დაჯდა. კესო მასთან კონტაქტში მალე შევიდა, ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. დაახლოებით ერთი საათი იქნებოდა უკვე ჯინის მოსვლის შემდეგ, როცა კარზე ისევ დარეკეს.
- მე გავაღებ! - ვუთხარი ყველას და გასაღებად გავედი, კარს მიღმა ჯიმინი დამხვდა. თაბახის ფურცლები ჰქონდა ამოღლიავებული და ღიმილით მიყურებდა.
- ვინ არის? - გავიგე შიგნიდან კესოს ხმა.
უნდა მეპასუხა როცა ჯიმინმა პირველი ფურცელი გაშალა რომელზეც ეწერა "უთხარი რომ ქალბატონი ჯიჰოა"
- ქალბატონი ჯიჰოა - გავძახე კარიდან.
- კარი მიუხურე მაგ ბებერს - თქვა მარიმ, არასდროს უყვარდა ჩვენი მეზობელი.
- გამარჯობა - სიცილით ვუთხარი ჯიმინს, ალბათ ღვინოს ბრალია. მან შემდეგი თაბახის ფურცელი მაჩვენა რომელზეც წერდა "შემდეგ წელს იმედი მაქვს რომ ასეთ სრულყოფილ გოგონებთან მექნება ურთიერთობა" ახალი თაბახის ფურცელი დაიჭირა, რომელზეც მოდელების ფოტოები იყო, ამაზე სიცილი ვერ შევიკავე. "მაგრამ დღე, როცა შენი დაბადების დღეა (და ამიტომ ვერ მოგატყუებ) გეტყვი რომ შენ ხარ ჩემთვის სრულყოფილი" შემდეგი ფურცელი შემოატრიალა "და ჩემს უმაქნის გულს უყვარხარ და ეყვარები სანამ აი ასეთი არ გახდები" მას გაოცებულმა შევხედე და შემდეგ ფურცელს დაველოდე, რომელზეც მკვდარი ქალის ჩონჩხები იყო დახატული, ამაზე უფრო მეტად გამეცინა. ბოლო ფურცელი გამოჩინა რომელზეც მხოლოდ ესღა ეწერა "დაბადების დღეს გილოცავ"
- მადლობა - ტუჩის მოძრაობით ვუთხარი, თავი დამიკრა და მისი სახლისკენ წავიდა. შუა გზაზე იყო როცა მასთან მივირბინე, მაჯაზე ხელის მოკიდებით გავაჩერე, ხელებით სახე ახლოს მოვუტანე და მოწყვეტით ვაკოცე. ამის შემდეგ კი ისევ სახლში გავიქეცი, თავი თინეიჯერი მეგონა, რომელსაც თავისი კლასელი მოსწონდა და გაკვეთილზე მასწავლებლის მოსმენის მაგივრად სულ მას უყურებდა და სულ მასზე ფიქრობდა, თუმცა ვის ადარდებს უკვე 26 წლის ვიყავი თუ 16, რაც მთავრი იყო მას შევხვდი, ვისზეც თავისუფლად და ნამდვილად ვიტყვი რომ მიყვარს!

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now