🖤18🖤

38 6 0
                                    

სახლში შევედი და დავინახე როგორ ეგდო სამზარეულოში  კაცის სხეული, თავთან კი სისხლის გუბე ჰქონდა.  როგორც ჩანს ეს მსხვერპლის მამა იყო. იარაღი კი ქალს ეჭირა, მსხვერპლის დედას. ალბათ იკითხავთ ჯიმინს. ჯიმინი? ჯიმინი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ბუტერბროდს ჭამდა, მაშინვე პოლიცია შემოვარდა და ქალი დაიჭირეს, კაცის გვამი კი გადაიყვანეს. მე კი ჯიმინს მივუბრუნდი, რომელსაც ამასობაში დაემთავრებინა თავისი საუზმე.
- აქ რა ჯანდაბა მოხდა? - კბილებში გამოვცარი.
- ყავა ან ჩაი არ გინდა? - მკითხა თითქოს სამზარეულოში არ ვიდგეთ, რომლის იატაკიც სისხლითაა სავსე.
- აქ რა ჯანდაბა მოხდა! - კითხვა გავუმეორე.
- არაფერი, სანამ შენ ჯივონთან ფლირტაობდი - რა??? - მანამდე მე საქმეს ვიძინებდი - იძიებდა თურმე - როგორც აღმოჩნდა ამ კაცმა, რომლის სისხლიც იატაკზეა გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, საკუთარ შვილთან, გოგონა კი ინცესტზე არ დათანხმდა და ამიტომ ის მოკლა. დედამ ეს იცოდა, ახლა კი ჩემი ლაპარაკის შემდეგ ნერვები ვეღარ მოთოკა და ქმარი მოკლა. მე კი ამ დროს საუზმობაც მოვასწარი. დაიხურა საქმე! ქალს გამოუშვებენ, რადგან ეს ყველაფერი არასაღ გონებაზე ჩაიდინა, კაცს დამარხავენ, მორჩა! ყველაფერი მართლაც ისე მოხდა როგორც მან თქვა, ეს სამ დღეში გავიგე. ბობმა ჯიმინი შეაქო, ისიც უთხრა ყოჩაღ, თამარსაც კი აჯობეო. ამ დროს მართლა მინდოდა გემრიელად ჩამეზილა წიხლი, მაგრამ თავი უკვე სათვალავი ამერია მერამდენედ შევიკავე.
ამის შემდეგ ისევ ახალი საქმე მოგვცა და თქვა ეს ჯიმინისთვისაც ბოლო იქნებაო. ახლა კესოს ოთახში ვართ, მე კესო და ჯიმინი. ახალი საქმის გასარჩევად: ცოლს საყვარელი ჰყავდა და მასთან ერთად აპირებდა გაქცევას ქმრის ფულით, ეს ქმარმა გაიგო და რათქმა უნდა ხელის შეშლა გადაწყვიტა, ბოლოს კი ისე მოხდა რომ ქალმა ის მოკლა, თუმცა იმის შიშით რომ ციხეში ჩააჯენდნენ და მთლიანი ფული საყვარელს დარჩებოდა, თავი ავადმყოფად მოაჩვენა, არასრულჭკუაზემყოფად და ამიტომ საგიჟეთში გადაიყვანეს.
- და საიდან ვიცით რომ მართლა გიჟი არ არის? - იკითხა კესომ.
- არ ვიცით, ეგ უნდა გავარკვიოთ. - ვუთხარი და ავდექი - მე წავალ იმ საყვარელს სახლში მივაკითხავ, თქვენ მაქამდე ჯონგუკს უთხარით მასზე ინფორმაცია მოძებნოს და ტელეფონზე მითხარით. - უკვე კართან მდგარს ჯიმინის "მეც მოვდივარ" გავიგე, ვაპირებდი შეპასუხებას მაგრამ ვიცოდი რომ მაინც ის მოიგებდა, რადგან მე არანაირი უფლება მქონდა ის აქ დამეტოვებინა. ამიტომ ბობზე, ყველაზე და ჩემს თავზე გაბრაზებულმა გავიარე დერეფანი და გავედი გარეთ, ჩავჯექი მანქანაში და გამახსენდა ჯიმინის არსებობა, რომელიც გვერდით მომიჯდა. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
- მუსიკა რომ ჩავრთო შეიძლება?
- არა! - მოვუჭერი. ამოიოხრა და ფანჯარა ჩამოწია, ქარმა თმა ამიწეწა ამიტომ ავუწიე. გაბუსხულმა შემომხედა და ისევ ჩაუწია, მე კი ისევ ავუწიე. კიდევ აპირებდა ჩამოწევას მაგრამ მისი ღილაკი აღარ მუშაობდა.
- რა გააკეთე?
- რა გავაკეთე?
- რატომ ვეღარ ვწევ ფანჯარას?
- იმიტომ რომ მძღოლის ადგილზე მე ვზივარ. ამიტომ ჩემს გარდა ვერავინ ჩამოწევს მაგ ფანჯარას.
- ეგ რაღაც მოხსენი.
- რა რაღაც მოვხსნა?
- არ ვიცი რა ქვია, მაგრამ მინდა მეც შემეძლოს ჩემი ფანჯრის ჩამოწევა.
- შენი ფანჯრის? მეგონა რომ ეს მანქანა ჩემი იყო და საერთოდაც უბრალოდ მოკეტე და იჯექი! ეს მაინც ხომ შეგიძ...
- გირეკავს.
- რა?
- ტელეფონი გირეკავს! - ტელეფონს ხელი დავავლე და ვუპასუხე.
- გისმენ კესო! - ვუპასუხე და ჯიმინს ხელი ვკარი, რომელიც ჩემს სავარძელთან იყო მოწეული, რომ გაეგო რას ამბიბდა კესო. ჩემს მოქმედებაზე დაიყვირა ტკივილისგან.
- რა ხდება მანდ?
- არაფერი კესო, მითხარი იმ საყვარელზე რაც გაიგე, რა გინდა? - მივუბრუნდი ჯიმინს, რომელიც ტუჩის მორაობით მეუბნებნებოა სპიკერზე ჩამერთო, მეც ჩავრთე.
- არაფერია განსაკუთრებული, სადაც მიდიდხართ იქ ცხოვრობს, არაა ნასამართლევი, არც დაჭერილი ყოფილა, მოკლედ, ბნელი წარსული არ აქვს.
- კარგი კესო. - ვუთხარი და გავუთიშე. ქდგილზე მივედით და კარზე დავაკაკუნეთ, არავინ გაგვიღო, სახელური ჩამოვწიე და ღია დამხვდა. ჯიმინმა იარაღი ამოიღო და სახლში ჩუმად შევედით,  მაგრამ იქ არავინ დაგხვდა, სახლი ცარიელი იყო, ავეჯს თეთრი გადასაფარებლები ჰქონდა, არანაირი ტექნიკა არ იყო. როგორც ჩანს საყვარელი გაიქცა, მაგრამ ახლა ის იყო გასარკვევი მან მოკლა ქმარი და ფული წაიღო თუ მართლა ქალია მკვლელი და საგიჟეთში ზის თავის გადასარჩენად. გარეთ გამოვედით.
- მეზობლებს რომ ვკითხოთ? - შემომთავაზა ჯიმინმა. გზა გადავჭერი და პირველივე სახლის კარზე დავაკაკუნე. კარი მოხუცმა კაცმა გააღო.
- გამარჯობა, ის კაცი, თქვენს წინ რომ ცხოვრობს ხომ არ იცით სად არის?
- და თქვენ ვინ ბრძანდებით?
- დეტექტივი ლი, მე კი მისი დამხმარე პარკ ჯიმინი ვარ. - უთხრა ჯიმინმა, რომელიც გვერდზე მომიდგა.
- არ ვიცი, უკაცრავად - ნაჩქარევად დაკეტა კარი კაცმა.
- იცის, მაგრამ არ გვეუბნება. ახლა რა ვქნათ?
- ნება მომეცი - ჯიმინმა დაიწყო ლაპარაკი.
- არც გაბედო!
- სხვა გზა არ გვაქვს.
- ჯიმინ, მისი ჰიპნოზის უფლებას ვერ მოგცემ. ეს არაკანონიერია.
- ვიცი და შენ თუ გაჩუმდები და არაფერს იტყვი, ვერავინ გაიგებს, აბა რა გინდა განყოფილებაში დავბრუნდეთ ხელცარიელები და ბობმა ისევ დაგამციროს?
- კარგი შედი, ოღონდ მალე. - კარზე თავიდან დავაკაკუნეთ, მაგრამ ამჯერად სხვამ გააღო.

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now