🖤13🖤

36 5 0
                                    

- შეიძლება? - მანიშნა ემილიმ ჩემს წინა სკამზე, მეც თავი დავუქნიე, ის კი დაჯდა.
- კარგად ხართ, დეტექტივო ლი?
- შენი აზრით ემილი? ძალიან დავიღალე! - სკამს მივეყუდე და თავი გადავწიე.
- რას აპირებთ?
- კესო დეენემის პასუხებს ამზადებს, როგორც კი დამტკიცდება რომ ისინი არიან მკვლელები, განცხადებას დავწერ, გადავგზავნი, უფრო სწორად შენ გადაგზავნი, სასამართლოს დანიშნავენ, ყველაფერს წარვუდგენთ მოსამართლეს და ის განაჩენს გამოიტანს და იტყვის რა ბედი ეწევათ მათ. მაგრამ ჯერ იუნგი უნდა დავკითხო, უნდა გავუგო ის მეოთხე ვინ ჯანდაბაა.
- ყველაფერი კარგად იქნება, დეტექტივო ლი! დამიჯერეთ! ამ ამბავის შემდეგ კი აუცილებლად უნდა აიღოთ შვებულება,  დასვენება გჭირდებათ. - ემილის მკრთალად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
- მაშინ მოდი დრო არ დავკარგოთ, ერთი სული მაქვს როდის  დავისვენებ.
- მაგრამ ყავა არ დაგიმთავრებიათ - ემილიც წამოდგა.
- გზაში დავლევ - მე და ემილიმ კაფე დავტოვეთ და ჩემი მანქანით განყოფილებაში წავედით.

იქ როგორც კი მივედით იუნგის დასაკითხად წავედი, მაგრამ მანამდე ჯიმინს შევუარე საკანში.
- გავიგე ჩემი მეგობრები დაგიკავებიათ, დეტექტივო! უნდა ვაღიარო, მეწყინა - ირონიით სავსე თვალებით შემომხედა.
- მალე შენს მეოთხე მეგობარსაც დავიჭერ ნუ ღელავ!
- მე არ ვღელავ! უკვე შევეჩვიე ამ საკანს, კარგადაც მოვეწყე!
- დამიჯერე, ციხის საკანსაც მიეჩვევი - შევუღრინე და გაბრაზებული გამოვედი, მის ერთ წინადადებასაც კი შეუძლია ხასიათი შემიცვალოს.
- ემილი აქ რა გინდა? მიდი საქმეს მიხედე - ვუთხარი ჯიმინის საკანთან მდგარ ემილის.
•••
მინ იუნგისთან ლაპარაკის შემდეგ კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ეს ნამდვილად ყველაზე უარესი იყო, კინაღამ გავბრუვდი, ალბათ იკითხავთ ბევრს ლაპარაკობდაო? არა! საქმეც ეგ არის რომ არა! მხოლოდ ორი წინადადება თქვა და ეს საკმარისი იყო ჩემი თავის ასატკიებლად, ნერვების დასაწყვეტად და ჭკუიდან გადასასველლად. დაკითხვის ოთახიდან გამოსულს კესო დამხვდა.
- მისიც და ნამჯუნის დეენემიც დაემთხვა - მომახარა.
- კარგი რაც შეიძლება მალე გადაგზავნე.
- დეტექტივო ლი - გავიგე ემილის ხმა. ჩემთან მოირბინა - ჯიმინს, პატიმარს თქვენი ნახვა სურს.
- და მე ვინ ვარ რომ მის აშოტებზე ვიარო?
- ასე თქვა ინანაებს ამ ლაპარაკს რომ გაექცაო.
ამოვიოხრე და ემილის ვუთხარი დასაკითხ ოთახში შეეყვანათ.
•••
- რა გინდა?
- თქვენი ნახვა მინდოდა!
- ჯიმინ!
- კარგით, თეკლა როგორაა? - მკითხა ურცხვად.
- კითხულობ კიდეც?
- არ შეიძლება ვიკითხო?
- არა! მაგრამ მაინც, კარგადაა!
- და მარი?
- რა მარი?
- მარი როგორაა?
- მასაც რამე თუ გაუკეთე - მასთან მივიწიე - ჩემი ხელით მოგკლავ! - კბილებში გამოვცერი. მან კი გაიცინა.
- მე არაფერი, მაგრამ იმ ნამცხვარმა უქნა, ზუსტად იგივე, რაც თეკლას. მათ ხომ ერთიდაიგივე ბატონი ჯინის ნამცხვრები ჭამეს არა? - სიცილს აგრძლეებდა - მაგრამ... მაგრამ - დასერიოზულდა - თეკლას ექიმმა უმკურნალა, რადგან როგორც ჯინმა მითხრა მან უფრო მეტი ჭამა, ისე მოეწონა ნამცხვარი, ამიტომაც გახდა ცუდად, მარის კი მხოლოდ ერთი ნაჭერი უჭამია, დიეტის გამო, ამიტომ იყო კარგად, თუმცა მის ორგანიზმში რა ხდება ვინ იცის... დეტექტივო, მისმენთ?

ვუსმენდი? არა! მხოლოდ ვიხსენებდი, ჯერ მარის სიტყვებს "გუშინ საღამოს ვიყავი თეკლასთან, ჯინის გამომცხვარი ნამცხვრები ვჭამეთ, რომ წამოვედი ჩვეულებრივად იყო." შემდეგ კი ექიმის სიტყვებს "12 საათის წინ მოწამლეს, კიდევ კარგი რონ მიუსწარით, შხამი რაც შეუყვანეს 24 საათის შემდეგ კლავს, ამიტომ დროზე მიუსწარით."
- რომელი საათია? - ტელეფონს ხელი დავსტაცე.
- 35 წუთში უკვე 24 საათი გავა, იმის შემდეგ რაც მარიმ ის ნამცხვარი ჭამა და შემდეგ ბუჰ! - თავის თავზე ბორკილებიანი ხელები შემოიწყო და აფეთქების იმიტაცია გააკეთა.
მაშინვე ფეხზე წამოვარდი რომ მარისთან წავსულიყავი, მაგრამ ჯიმინის სიტყვებმა შემაჩერა.
- ის სახლში არაა, ქალაქგარეთაა თავის შეყვარებულ ჯინთან ერთად.
- ჯინთან? ჯინთან ერთად? ისაა ხომ მეოთხე მკვლელი? ის ნაბიჭვარია ხომ? - ჯიმინმა დამცინავად დამიქნია თავი, ორ წამში კი დასერიოზულდა, ასეთი სერიოზული მართლაც რომ არასდროს მინახავს.
- თუ არ გინდა რომ შენი მეგობარი მოკვდეს ყველა მტკიცებულება გააქრე! სასამართლოზე თქვი რომ დეენემის პასუხები არასწორია, რომ მე და ჩემი მეგობრები უდანაშაულები ვართ.
- და თუ ამას გავაკეთებ? - ვუთხარი ჩამწყდარი ხმით.
- მაშინ ჯინი მარის თავის საყვარელ ღვინოს დაალევინებს სადაც წამალი იქნება, შხამის შესაწყვეტად.

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now