- მოვდივარ! ახლავე! - თვალებს ვიფშვნეტ და კარის გასაღებად მიდვივარ, გუშინ საღამოს მარი ჯინთან წავიდა, ამიტომ სახლის მეპატრონე გავხდი, ამიტომაა სუფრა ჯერ კიდევ აულაგებელი და ჭურჭელი დასარეცხი. კარი გავაღე და ის დავინახე ვისაც ყველაზე ნაკელაბად ველოდი.
- დედა? აქ რას აკეთებ? - ვკითხე და შემოვუშვი.
- როგორ მომენატრე! - მითხრა და ჩამიხუტა, მეც მოვხვიე ხელები.
- არ რა გინდა? მამა სად არის?
- ვიფიქრე ჩემს შვილს ვნახავ და ცოტახნით მასთან დავრჩები მეთქი!
- რითი მოხვედი? - ვკითხე და ჩემოდანი სახლში შემოვიტანე.
- ტაქსით... თამარ! - შეჰყვირა ბოლო ხმაზე - რა დღეშია სახლი! შენ უნდა თქვა ქალი ვარო? - ჩანთა მოიხსნა და მაშინვე ნიჟარას მიადგა.
- დედა ჯერ დაისვენე მაინც, ან საერთოდ რომელი საათია?
- ცხრა! გუშინ ვერ ჩამოვედი, გირეკავდი აგიფეთქე ტელეფონი.
- ვიცოდი რომ ბევრი მომილოცავდა, ხოდა მთელი დღე გამორთული მქონდა ტელეფონი.
- რა უცნაური ხარ! სუფთა მამაშენი! კარგი, მარი სად არის?
- თავის შეყვარებულთან გადაწყვიტა დარჩენა.
- და შენ?
- რა მე?
- შენ არ გინდა შეყვარებული? - შეყვარებულზე ჯიმინი გამახსენდა და ფანჯარაში გავიხედე.
- არ გშია?
- კითხავს თავს ნუ არიდებ!
- არ ვარიდებ, უბრალოდ ახლა გავიღვიძე და მშია!
- აი მოვრჩები რეცხვას და ორ წამში დავტრიალდები - მითხრა მე კი ღიმილით ჩამოვჯექი მდივანზე და მას დავუწყე ყურება.
- რატომ მიყურებ?
- ისე, კარგია რომ ჩამოხვედი.
•••
დილით დედასთან ერთად ვისაუზმე, შემდეგ სანამ ის ბარგს ალაგებდა, მაღაზიაში წავედი რომ პროდუქტები მეყიდა, მარისაც დავურეკე, მოვიკითხე, მითხრა ალბათ ამ დღეებში გამოვალო, თეკლასთან ჯერ კიდევ არ მილაპარაკია და არც ვიცი როდის დაველაპარაკები. უკვე მარკეტიდან გამოვდიოდი, როცა კესომ დამირეკა.
- თამარ, დილამშვიდობისა!
- დილამშვიდობის, რა მოხდა?
- არაფერი, შეგიძლია მოხვიდე?
- რამე მოხდა?
- მოდი და მერე ვილაპარაკოთ - მითხრა და გათიშა. სახლში ჩქარა წავედი.
- მოვედი! - დავიყვირე და სამზარეულოში შევედი რომ პარკები დამედო.
- აქ რას აკეთებ? - ვკითხე ჯიმინს, რომელიც დედაჩემთან ერთად კიმჩის ჭამდა.
- შენს სანახავად გამოვედი, მაგრამ სახლში დედაშენი დამხვდა. კარგი ახლა წავალ და მერე ვილაპარაკოთ - გვერდზე ღიმილით გამიარა, დედაჩემმა დაიწყო გინდა თუ არა დარჩიო, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ჯიმინი უკვე კარებთან იდგა.
- ხომ... ჩვენ... - დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ გამაჩერა.
- დღეს საღამოს
- რა?
- დღეს საღამოს დეტექტივო - სიცილით უკან-უკან მიდიოდა და ღობეს დაეჯახა.
- ფრთხილად! - გამეცინა. მასაც გაეცინა და წავიდა. ასე გაშეშებული ვუყურებდი მას სანამ სახლში არ შევიდა.
- კესო! - წამოვიძახე უცბად, სახლში შევედი და ტელეფონი ავიღე.
- დე, კესოსთან წავალ მე და მალე მოვალ! - ვუთხარი და სახლიდან გამოვედი. კესოსთან მალევე მივედი, კარი გამიღო და დიდი ჰუდით ფეხშიშველი დამხვდა.
- რა ჯანდაბა გჭირს? - ვკითხე და სახლში შევედი.
- ვიჩხუბეთ!
- ვინ?
- მე!
- ვისთან?
- არ გინდა? - ჩიფსის პაკეტი გამომიწოდა, რაზეც თავი გავაქნიე.
- მაინც აღარ იყო! - თქვა და სხვა ათობით შეკვრასთან ერთად მიაგდო.
- ამიხსნი რა მოხდა?
- მე და თეჰიონმა ვიჩხუბეთ!
- მერე რა..
- რა მერე რა?
- ხო, მერე რა, სერიოზული ურთიერთობა გაქვთ?
- არ ვიცი...
- და აბა მე საიდან მეცოდინება კესო! ან რომელი ურთიერთობებში გამოცდილი მე მნახე. მარისთვის ან თეკლასთვის მაინც დაგერეკა.
- მარი ჯინთანაა, თეკლას კიდევ დავურეკე.
- მოვა?
- კი! ხო რა ვქნა, არ შემიძლია წყენის დიდ ხანს შეკავება.
- მე კი სულ ცოტა მაკლია რო არ მოვკლა! კარგი მაშინ მე წავალ! თეკლა მოგხედავს! არა მართლა! მე მაინც ვერ დაგეხმარები, მარტო იმას გეტყვი რომ ეს ჰუდი აღარ ჩაიცვა, უსაშინლესი ფერია!
- ეეეე, მიყვარს წითელი!
- არა, მართლა ავად ხარ! კაი წავედი! - ჩიფსის სავსე შეკვრას ხელი დავავლე და წამოვედი. მაშინვე განყოფილებაში წავედი. ჩიფსის ჭამით შევედი, ჩემ ასეთ საქციელს ყველამ პირდაღებით და მოშტერებით შეხედა, მაგრამ როდის მერე მადარდებს სხვისი აზრი?! ხოდა თეჰიონთან შევედი.
- შეიძლება? - ვკითხე კართან ატუზულმა.
- რას კითხულობ?! - მითხრა, გავიღიმე და სკამზე დავჯექი.
- საქმესთან გაინტერესებს რამე?
- არა, აქ საქმის გამო არ მოვსულვარ.
- აბა?
- შენს და კესოს შორის რა მოხდა? ან რა ხდება?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი - მითხრა დუმილის შემდეგ.
- კარგი რა თეჰიონ...
- სამსახურში პირადულ თემებზე არ ვლაპარაკობთ, ეს არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.
- გაიმეორა ჩემი სიტყვები, როცა მას პირველად შევხვდი.
- ხომ მაგრამ, ახლა არა როგორც უფროსი, არამედ მეგობარი ისე გელაპარალები.
- ვიჩხუბეთ! - დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ეთქვა.
- რასთან დაკავშირებით?
- შენი დაქალი ძალიან სერიოზულია, ერთი შეხედვით ცანცარა ბავშვივითაა, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრს იტოვებს, არ უნდა თავისი დარდი და ცრემლები სხვას დაანახოს, ბევრი პრობლემა აქვს და ამას არავის უმხელს. ამ ყველაფერს კი ღიმილის ქვეშ მალავს.
- და შენ გინდოდა ის ადამიანი ყოფილიყავი, ვისაც გაუმხელდა? - მან არაფერი მიპასუხა, ეს კი თანხმობად ჩავთვალე.
- ის, ის უბრალოდ ძალიან მინდობი იყო, ამის გამო წარსულში ბევრი შეცდომა დაუშვა, ამიტომაა ახლა ასეთი ფრთხილი. მას კარგად ვიცნობ, ის გენდობა, არ გიყურებს როგორც მხოლოდ თანამშრომელს, მაგრამ უბრალოდ საკუთარ თავში გარკვევა სჭირდება.
- დრო მივეცი.
- სწორად მოიქეცი. - ვუთხარი და გავუღიმე. - კარგი! - ჩემი ტემბრის უეცარ ცვლილებაზე თეჰიონმა უცბად ამომხედა, მე კი სკამიდან ავდექი - ახლა რაც შეეხება საქმეს! ემილი სადაა ვერ ვიპოვე, ამიტომ ჯონგუკთან შევალ, რომ ყველაფერი მითხრას! - თეჰიონმა თავი დამიქნია, მე კი ჯონგუკის ოთახში შევედი.
- ჯონგუკ ყველაფერს ხელი მოუსვი, რაც ამ ახალ საქმეს ეხება და ჩემთან კაბინეტში შემოდი. - არც დავლოდებივარ მის პასუხს, ისე გამოვიხურე კარი და კაბინეტში შევედი. ჯონგუკის მალე შემოვიდა, სკამი გამოვუწიე რომ ჩემს გვერდით დამჯდარიყო.
- მოკლულთა დოსიები აქ არის - მითხრა და საქაღალდე წინ დამიდო.
- ჯონგუკ! ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ასე რომ მიმართავენ მათ, მსხვერპლი, მოკლული, გარდაცვლილი, თითქოს ვადა გაუვიდათ.
- ხომ, ბოდიშით. - თავი ჩახარა.
- კარგი! საერთო არაფერი არ აქვთ, ხომ?
- მარტო ის რომ 25 წლიები იყვნენ.
სხვა ჯერჯერობით არაფერი. - თავი დავუქნიე.
- ჩანაწერებში არაფერია ხომ?
- არა, მილიარდჯერ მაინც გადავახვიე. - ამოვიოხრე და ისევ მკვლელობის ჩანაწერების კითხვა დავიწყე.
- პირველი ორი არის ერთნაირად მოკლული, მესამე ფილმი "მსხვერპლის" მიხედვით, მეოთხე კი ისევე როგორც პირველი ორი, ოღონდ ერთდოულად ოთხ ადგილას.
- კიდევ ათი საათი და ოცდაშვიდი წუთი, თხუთმეტ საათიანი შუალედი. - დაამატა ჯონგუკმა.
- ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.
- ან შეიძლება რამესთან, ან ვინმესთან. - ჯონგუკის სიტყვებზე დავფიქრდი. გოგონების დოსიები გადმოვიღე და კიდევ ერთხელ გადავიკითხე. ახალი რაღაც ვიპოვე! ყველა მათგანი 1995 წლის 27 ოქტომბერს იყვნენ დაბადებულნი. ამიტომაც გამოდიოდნენ ყველანი ერთი და იგივე ასაკის. 27, ათი საათი და ოცდაშვიდი წუთი.
მეათე თვე... ოცდამეშვიდე რიცხვი... მათი დაბადების დღე...
ეს არის რიცხვების კავშირი!
- ჯონგუკ! - წამოვიყვირე უეცრად, რაზეც ჯონგუკი შეხტა, ახლაღა გავაცნობიერე რომ გვერდზე მეჯდა. ბოდიში მოვიხადე.
- არაუშავს.
- შეხედე! ყველა 1995 წლის 27 ოქტომბერს არიან დაბადებულნი. 1995 - 15 საათიანი შუალედი.
27 ოქტომბერი - მეათე თვის 27 რიცხვი, ანუ ათი საათი და 27 წუთი.
- ეს არის კავშირი! როგორც იქნა რაღაც ახალია! - ტაში შემოკრა. - წავალ ყავას მოვიტან! - მითხრა და გავიდა.
- ეს წარწერები რაღა ჯანდაბას ნიშნავს?! - მაგიდა გავანთავისუფლე და მხოლოდ წარწერების ფოტოები დავტოვე. ათზე მეტი სიტყვის ასოციაცია ვცადე, არც ერთი ეწყობოდა. ამ დროს კაბინეტში ემილიმ შემოიხედა.
- ქალბატონო ლი ჩემი დახმარება კიდევ გჭორდებათ?
- არა ემილი, შეგიძლია წახვიდე!
- რას აკეთებთ?
- წარწერების ასოებით ვცდილობ სიტყვა ავაწყვო! მაგრამ არ გამომდის.
- იქნებ ფრაზაა? - კარს მოშორდა და მაგიდასთან მოვიდა.
- შეიძლება...
- თითოეული ასო ხომ თითოეული მსხვერპლის სისხლით არის დაწერილი? - თავი დავუქნიე.
- მაშინ იქნებ მიმდინარეობის მიხედვით გეცადათ - გამიღიმა და წავიდა.
- კარგი... - პირველი "კ" მეორე "ა" შემდეგ "რ" და ბოლოს "გ".
- კარგ! რა ჯანდაბას ნიშნავს ეს კარგ? - ნამდვილად ფრაზაა. ფურცლის ძებნა დავიწყე, სადაც მკვლელობების დრო იყო მითითებული და მაგიდაზე მათთან შესაფერის ასოებს ვდებდი. ბოლოს კი თექვსმეტ ასოიანი ფრაზა მივიღე, რომლისგანაც სამი სიტყვა გამოვყავი.
- კარგ...დღეს...გისურვებ... კარგ დღეს გისურვებ? - ჯონგუკ მალე ყავა მჭირდება, თორემ ლამისაა თავი გამისკდეს. თმები შევიკარი და თვალები დავხუჭე დასაფიქრებლად. ამ დროს გამახსემდა ჯიმინი, დღეს საღამოს ხომ უნდა შევხვედრილიყავი, ან საწრთოდ რომელი საათია? საათს დავხედე და 7 ხდებოდა. არაუშავს! ჯიმინი მოიცდის! გავიფიქრე და ჩემივე ფიქრებზე გამეღიმა. ჯიმინი? რა ჯიმინი? ვინ ჯიმინი?
- კარგ დღეს გისურვებ! - წამოვიყვირე და ფეხზე წამოვფრინდი. "კარგ დღეს გისურვებთ დეტექტივო" ყურში ჩამესმა ხმა, ერთი წამით ისიც ვიფიქრე რომ ოთახში მარტო არ ვიყავი. აქეთ იქით გიჟივით დავიწყე თავის ქნევა. ფილმი "მსხვერპლის" მიხედვით მოკლული ოთხი გვამი.
"- რას უყურებ?
- ჩემს საყვარელ ფილმს.
- რაზეა?
- გამოძიებაზე, ოთხი ცხედარი იპოვეს მკვდარი და მკვლელს ეძებენ."
თვალ წინ დამიდგა ჩემი და ჯიმინის დიალოგი.
"მკველი შენზე ოდნავ მაღალია, აიიი დაახლოებით როგორც ჯიმინი, დაახლოებით კი არა ზუსტად ჯიმინის სიმაღლე იქნება" კესოს ხმა როგორც მაღვიძარა ისე ჩამესმოდა.
აქეთ-იქით დავიწყე ცეცება, ტელეფონს და მანქანის გასაღებს ვეძებდი, რომელიც ჯიბეში მედო. ამ დროს ოთახში ჯონგუკი შემოვიდა, ასეთ დღეში რომ დამინახა შეცბა, მკითხა ხომ ყველაფერი რიგზეაო, მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაშინვე კაეებს მივავრდი. ჯონგუკმა კიდევ ერთხელ დამიძახა, ან უბრალოდ ჩემის ახელი თქვა, არ ვიცი, არაფერი მესმოდა, ხელი მომკიდა მე კი უხეშად გავაშვებინე, ყავა დაუვარდა, ამაზე მხოლოდ ბოდიში მოვუხადე და დერეფანში გავვარდი რომ რაც შეიძლება მალე დამეტოვებინა შენობა და მანქანაში ჩავმჯდარიყავი. ოფლი მასხავდა, ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი, ცრემლებსაც ვეღარ ვიკავებდი, ყვირილი მინდოდა, მაგრამ ორ სიტყვასაც ვერ ვაბავდი თავს. მანქაანა უხეშად გავაჩერე კარი მივიჯახუნე და სასწრაფოდ მეზობლის სახლს მივვარდი. ჩემდა გასაკვირად ღია დამხვდა, შიგნით შევედი, იქიდან წინსაფარ
შემოხვეული ჯიმინი გამოვიდა, ჩემს დანახვაზე კი სახე გაუბრწყინდა.
- უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდი, დეტექტივო - ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, ახლოს მომიახლოვდა, საკოცნელად გადმოიწია, მაგრამ ძლიერად ვკარი ხელი. გული ადი-ჩამდიოდა, ძლივს ვსუნთქავდი, სირბილისგან სულ სველი ვიყავი.
- შენ ხარ მკვლელი! - არ ვიცი, როგორ მაგრამ, რაღაცნაირად მოვაბი ამ სამ სიტყვას თავი და ვუთხარი.პირველი ნაწილის დასასრული🖤
YOU ARE READING
HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებ
Rastgele- უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდი, დეტექტივო - ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, ახლოს მომიახლოვდა, საკოცნელად გადმოიწია, მაგრამ ძლიერად ვკარი ხელი. გული ადი-ჩამდიოდა, ძლივს ვსუნთქავდი, სირბილისგან სულ სველი ვიყავი. - შენ ხარ მკვლელი! - არ ვიცი, როგორ მაგრამ, რ...