🖤9🖤

36 4 0
                                    

ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა ხოლმე შაბათ-კვირა, როდის დაიძინებდა ყველა და შევძლებდი ჩემი საყვარელი დეტექტიური სერიალების ყურებას გათემებამდე. როგორც კი სკოლა დავამთავრე უკვე მყარად მქონდა გადაწყვეტილი დეტექტივობა, თუმცა ვიცოდი რომ ეს არ იქნებოდა მარტივი და ვინ თქვა რომ მე რაიმე მარტივი მიყვარდა?!

მაგრამ საბოლოოდ, 5 წლიანი დამღლელი, ტყავისგამძრობელი და საშინელი, ჯოჯოხეთური წლის შემდეგ გავხდი სეულის მთავარი დეტექტივის თანაშემწე. მასთან ერთი წელი ვმუშაობდი, ერთი წლის შემდეგ კი მისი ადგილი დავიკავე და მეთვითონ გავიჩინე დამხმარე ემილი, ამ დროის განმავლობაში ჩემი მეგობრები სულ ჩემს გვერდით იყვნენ. მარისთან ერთად გადავედი საცხოვრებლად, კესომ ჩემთან დაიწყო მუშაობა, თეკლა კი ჩვენს სახლს არასდროს შორდებოდა.

უამრავჯერ დამიჭერია დამნაშავე და ამაზე უფრო მეტჯერ გამქცევია, მაგრამ ბოლოს მაინც დამიდია მისთვის ბორკილები, არადროს ვაქცევდი ყურადღებას პირად ცხოვრებას, იმდენად ვიყავი გადართული სამუშაოზე. ამდენი ხანი მხოლოდ ერთღამიანი ურთიერთიბებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი, თუმცა მოდი ამაზე მერე იყოს.

არასდროს ვურევდი ერთმანეთში სამსახურს და პირადულ ცხოვრებას და ამ დროს გამოჩნდა ჯიმინი, ადამიანი, რომელთანაც ისეთმა ჩაკეტილმა ადამიანმა, როგორც მე ვარ საერთო ენა გამონახა, ის შეუყვარდა და მისი ახალი ნაბიჯი მაშინვე ინანა.
•••
"არასდროს უნდა აგვერიოს სამსახური პირად ცხოვრებაში, ეს არის პოლიციელის მთავარი წესი!"

გამახსენდა ჩემი უფროსის სიტყვები, რომელსაც მაშინ ვერ ჩავწვდი, მაგრამ ახლა, როცა დასაკითხ ოთახში ვარ, მასთან ერთად, მის ბორკილებშემოხვეულ ხელებს და საზიზღარ ღიმილს ვუყურებ, ვხვდები, რომ მთავარი წესი დავარღვიე.

- დიდხანს ვაპირებთ ასე ჯდომას? არა, მე არსად არ მეჩქარება, მაგრამ მგონი თქვენ ბევრი საქმე გაქვთ, დეტექტივო - ირონიით წარმოსთქვა სიტყვები. მე ისევ არ ვიღებდი ხმას, კბილით ლამის იყო ენა შუაზე გამეპო, მეათასე ნერწყვს ვყლაპავდი და ჩუმად ვიჯექი.

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now