ახალგაზრდა გოგო იყო.
- ბაბუაჩემმა ხომ გითხრათ წასულიყავით?
- მხოლოდ რამდენიმე კითხვის დასმა გვინდა - ვუთხარი მე, რაზეც გარეთ გამოვიდა და სახლის კარი დაკეტა. ჯიმინმა მხრებზე ხელები შემოაწყო.
- რა გქვია?
- მია.
- კარგი, მომისმინე ახლა მია. ყველაზე მეტად რომელი ფერი გიყვარს?
- რა შეკითხები გაქვთ? მწვანე.
- ძალიან კარგი - გაუცინა ჯიმინმა - ახლა წარმოდიგინე რომ ზაფხულის ცხელი დღეა, შენ კი მწვანე მდელოზე ხარ, მწვანე მდელოზე, სადაც უამრავი ყვავილია, მაგრამ შენს ყურადღებას მხოლოდ მწვანე ბალახი იქცევს. ხედს გადაჰყურებ, სადაც მწვანე ხეები მოჩანს, სახლებს უყურებ, მწვანე სახლებს, მწვანე სახურავებით. მწვანე კაბა გაცვია და თმაში მწვანე ლამაზი ლენტი გაქვს. არ დაგავიწყდეს ეს, კიდევ ერთხელ რომ მნახავ გაიხსენე. - როგორც იქნა მოაშლრა ჯიმინმა მას ხელები და უკან დაიხია.
გოგომ მხოლოდ თვალები აატრიალა.
- სხვა კიდევ არაფრის თქმას თუ არ აპირებთ შევალ და ხომ - მე მომიბრუნდა - თქვენს მეგობარს ცოტა აკლია - თქვა და კარი გაიხურა.
- იმოქმედა - მითხრა ჯიმინმა, მე კი დავაიგნორე და მანქანისკენ წავედი, ორივე ჩავჯექით და განყოფილებაში დავბრუნდით. იქ მისულს გვითხრეს როკ ბობი გვიბარებდა თავის კაბინეტში.
- აბა რა გაარკვიეთ? - გვითხრა ოთახში შესვლამდე.
- ჯერ დაჯდომა მაინც გვაცადე - წინ გავიჭერი და ჩამოვჯექი.
- დაჯდომის უფლება არ მომოცია.
- არავის უთხოვია - მეც შევუღრინე.
- მორჩით? - გავიგეთ ჯიმინის ხმა.
- თუ მორჩით ერთმანეთის ჭამას იქნებ საქმეზე გადავიდეთ? - თავა მობეზრებულმა და ჩემი სავარძლის მისაყუდებელს დაადო ხელები.
- ჯერ არაფერი, მაგრამ მეზობელი გოგო დავიბარეთ აქ, - "არ დაგვიბარებია, ჯიმინმა თავისი ჭკუით დააჰიპნოზა და როცა მოისურვებს მაშინ მოვა" ვამბობდი გულში - უეჭველად იცის რაღაც, როცა მოვა ყველაფერს გავარკვევთ.
•••
მეორე დღეს ის გოგო მართლაც მოვიდა, მაგ დროს ყველანი კესოს ოთახში, ამიტომ მიაც იქ მოვიდა. გამარჯობა თქვა და თავისივე მოწეულ სკამე დაჯდა.
- დილამშვიდობისა მია - უთხრა ჯიმინმა, მიამ მისკენ სწრაფად გაიხედა და სახე შეეცვალა, აქამდე თუ დაბნეული გოგონა იყო, ახლა თავის თავში დარწმუნებული ქალი გვეჯდა წინ.
- იმ კაცს სემი ერქვა, ქალი ხშირად მოდიოდა ხოლმე მასთან, ერთხელ კამათის დროს ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, მე კი ეზოს ვალაგებდი, ამიტომ მათი ლაპარაკი გავიგე. ქალი ეუბნებოდა რომ თუ მის ქმარს მოკლავდა, ფული სულ მას დარჩებოდა და ერთად გაიქცეოდნენ. ყველას ეგონებოდა რომ ის გაგიჟდა და სიგიჟის ფონზე ქმარი შემოაკვდა, ამიტომ არაფერს დააბრალებდნენ.
- თუმცა ის საგიჟთში გაუშვეს. ფული კი მთლიანად სემს დარჩა. - თქვა კესომ.
- დიახ და როგორც ჩანს გაიქცა.
- კარგი მია, მადლობა დახმარებისთვის - ვუთხარი ღიმილით, ისიც წამოდგა და წავიდა.
- ხომ გითხარი იმოქომედამეთქი- ჩუმად მითხრა ჯიმინმა.
- კარგი ახლა რა იქნება? - იკითხა კესომ.
- რამენაირად უნდა შევძლოთ და იმ ქალის დანაშაული უნდა დავამტკიცოთ. - კესოს უპასუხა ჯიმინმა.
- ხომ და ეგ როგორ მოხდება? ბობი იყო უკვე მის სანახავად წასული, ფსიქოლოგთან ერთად, აზრი არ აქვს - თქვა თეჰიონმა.
- თამარ, იქნებ შენც წახვიდე? - შემომთავაზა კესომ.
- მე უკეთესი აზრი მაქვს - შევხედე კესოს.
- არა! არავითარ შემთხვევაში! - დაიწყო ყვირილი და ხელების შლა - გამორიცხულია! ...მმ... - თავი გააქნია - ეგ იგივეა რაც კანის დათლა.
- სხვა გამოსავალი არ არის კესო, ასე თუ არ მოვიქცევი ბობს თავისუფლად ექნება საბაბი რომ გამანთავისუფლოს და ჩემს მთელ კარიერას ბოლო მოეღება.
- ხომ მაგრამ სხვა გამოსავალი ხომ შეიძლება არსებობდეს არა? - მკითხა ამჯერად დაწყნარებულმა.
- რა კესო? სხვა რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს?
- შეიძლება გავიგოთ რა ხდება? - იკითხა თეჰიონმა, რომელიც ჯიმინის გვერდოთ იდგა. სულ დამავიწყდა ეს ორი აქ რომ იყო.
- თამარს გეგმა აქვს, უნდა რომ იქ ჯაშუშად შეიპაროს, ვითომ ისიც ავადმყოფია, თავი უნდა მოაჩვენოს და დაამტკიცოს იმ ქალის დანაშაული - აუხსნა კესომ.
- სულ გადაირიე? - გამოხტა ჯიმინი - ეგ იგივეა რაც ცოცხლად დაგმარხონ, ჯერ ერთი შენს ფსიქიკაზე აისახება, ჯანმრთელი ადამიანი რომ გიჟებთან გაუშვან და მეორე სხვა გზასაც ვიპოვით.
- მეც მაგას ვამბობ - მხარი აუბა კესომ, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა.
- მე უკვე გადავყვიტე, ახლა ჯონგუკთან მივალ რომ ყალბი საბუთები დამიმზადოს. - ავდექი მაგრამ ჯიმინის ხელმა გამაჩერა, რომელიც უხეშად მოვიშორე.
- რა? რა გინდა? - ვკითხე ღრენით.
- მე წავალ - შემომთავაზა გენიალური იდეა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე.
- ალბათ ხვდები რომ პარიკი დაგჭირდება ხომ? - ჯიმინმა გაკვირვებით შემომხედა - აბა სხვანაირად ქალების საავადმყოფოში როგორ მოხვდები, თან იქ ათასჯერ უნდა გაგაშიშვლონ, წარმოდიგინე - ვუთხარი ირონიით.
- მაშინ სხვა დეტექტივი ქალი წავიდეს
- არა მე უნდა წავიდე! ასე თუ არ მოხდება კარიერას დავინგრევ! და ცნობისთვის ასე შენს გამო ვარ! - უკვე თავი ვეღარ შევიკავე და ამ დროინდელი მთელი ბოღმა, რომელიც ბობის უფროსობით და ჯიმინის დაბრუნებით იყო გამოწვეული მასზე ვანთხიე - შენს გამო დავკარგე შენი წოდება! შენს გამო ვარ ახლა ასეთ მდგომარეობაში! მხოლოდ შენს გამო! ახლა კიდევ მეცხადები თითქოს ჩემზე ზრუნავ! ყველაფერზე მეტად მეზიზღები პარკ ჯიმინ! - ვუღრიალე და გამოვედი, საპირფარეშოში თავი დავიწყნარე და ჯონგუკთან შევედი.
- დარწმუნებული ხარ თამარ? - მკითხა მან.
- გთხოვ შენც არ გინდა რა - ვუთხარი დაღლილმა.
- გამომართვი, დღეიდან ეს გქვია და ამ გვარის ხარ "ჯონ მეი"
- მადლობა ჯონგუკ. - გამოვედი და ისევ კესოსთან შევედი, უკვე მარტო იყო, თეჰიონი და ის არანორმალური გასულან.
- ყველაფერი მზადაა, ახლა სანდო პოლიცილებეს ვეტყვი და იქ გამგზავნიან.
- თამარ
- გისმენ?
- შეეცადე შენც არ გაგიჟდე.
YOU ARE READING
HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებ
عشوائي- უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდი, დეტექტივო - ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, ახლოს მომიახლოვდა, საკოცნელად გადმოიწია, მაგრამ ძლიერად ვკარი ხელი. გული ადი-ჩამდიოდა, ძლივს ვსუნთქავდი, სირბილისგან სულ სველი ვიყავი. - შენ ხარ მკვლელი! - არ ვიცი, როგორ მაგრამ, რ...