🖤6🖤

56 7 0
                                    

- პრივეტ! - შეიშმუშნა და გაუბედავად თქვა.
- თეკლა... - ჩავილაპარაკე და თვალი გავუსწორე.
უცბად ვიგრძენი მკლავზე ხელი, მარიმ სამზარეულოში გამათრია.
- რა ჯანდაბას აკეთებ?
- არაფერი არ გამიკეთებია.
- მეც მაგას გეუბნები.
- კარგი, კესომ იცის?
- თეკლა რომ ჩამოვიდა?
- არა, გუშინ რომ ჩაიფსი ეგ! ხო აბა სხვა რა!
- კი, დავურეკე - მითხრა და ჩაიდანი დადგა.
- მერე?
- მერე რო ვუთხარი თეკლა ჩამოვიდამეთქი, მაშინვე მკითხა თამარმა თუ იცისო, მე ვუთხარი რო მოვა გაიგებს მეთქი, რაღაც ჩაიდუდუნა და მითხრა მეც მოვალო.
- მე უშაქრო! კესო კიდევ არ სვავს - ვანიშნე ყავაზე.
- ვიცი! - მომიბღვირა, მე კი ისევ მისაღებში გავედი თეკლასთან.
- შენთან და ჰოსოკთან რა ამბებია?
- ე-ერთად ვართ, შევრიგდით. იქ ჩამოვიდა.
- ახლა სადაა, აქ რატომ არ მოვიდა?
- როდის მერე მოდიოდა ჰოსოკი აქ, თამარ? - ამ დროს კარზე ზარის ხმა გავიგე, კაკუნით მივხვდი რომ კესო იყო ამიტომ სასწრაფოდ ავდექი და გავაღე.  რომ შემოვიდა, ჩამეხუტა.
- მერე ვილაპრაკოთ - მითხრა და მისაღებში შევიდა.
- მე ავალ გამოვიცვლი - ვუთხარი და ოთახში ავედი, მალევე კარი გაიღო და კესო შემოვიდა.
- აბა?
- რა აბა?
- თამარ! - წარბი აწია.
- ხოო, ვერ ვპატიობ ასეთ ეგოისტურ საქციელს, რა ვქნა? ყველა ასე უცბად გაუფრთხილებლად, ახსნა განმარტების გარეშე დაგვტოვა, თითქოს ბავშვობიდან მეგობრები კი არა, უცნობები ვყოფილიყავით, საწყენია და გასაბრაზებელიც და ჩემი რეაქცია ნუ გიკვრის.
- არ მიკვირს, მეც შენნაირი რეაქცია მაქვს.
- მაგრამ შენ თამაშიც შეგიძლია, მაგრამ მე არა.  - ამ დროს კარი გაიღო და მარი შემოვიდა.
- თქვენ ორს რა გჭირთ?
- არაფერი! - უთხრა კესომ და ლოგინზე ჩამოჯდა.
- თეკლაზე ვლაპრაკობთ! - ვუთხარი მე.
- გადი! - უხეშად მიუგო კესომ.
- არა, მაინტერესებს რას ლაპარაკობთ.
- მარი გადი! - ფეხზე ადგა კესო.
- კარგი, არ მაინტერესებს რას ამბობთ, მაგრამ თეკლასთან, რომ ჩავალთ, არც გაბედოთ მისი დადანაშაულება, თორემ მოგკლავთ!!! - თითი აწია მარიმ.
- მაგას შენ არ გადაწყვეტ - ხმა ამოვიღე. მარიმ კი მკვლელი სახით შემომხედა.
- ხო, მაგას მე გადავწყვეტ, რას ვეტყვი, როგორ დაველაპარაკები, ვაპატოებ თუ არა და საერთოდ ამ სახლში მოსვლის უფლება ექნება თუ არა! - კარი გამოვიჯახუნე და დაბლა თეკლასთან ჩავედი.
- რატომ დაბრუნდი? - ვკითხე ხმამაღლა - ახლა როცა ყველაფერი მოგიგვარდა, მხოლოდ ახლა გაგახსენდით? მაშინ ფეხებზე დაგვიკიდე, როცა გვჭირდებოდი, ისე დაგვტოვე არაფერი გითქვამს, ახლა კიდე მოდიხარ და "პრივეტს" გვეუბნები?! კარგი, მაშინ მე ამას გეტყვი - მე შენი მეგობარი აღარ ვარ! და ეს! ჩემი სახლია! რომ დავბრუნდები აქ აღარ დამხვდე, თორემ გეფიცები მოგკლავ! და იცი რომ ამას მართლა გავაკეთებ! - შემოსაცმელს ხელი დავავლე და სახლიდან გავედი. გარეთ კართან ვიდექი, გავიგე კესოს და მარის ჩამოსვლის ხმა.
- თუ გგონია რომ საბოდიშო აქვს ძალიან ცდები - თქვა კესომ.
- ცუდი საღამო გაქვს დეტექტივო? - გავიგე ხმა, შევტრიალდი და ჯიმინი დავინახე. მანქანის საბარგული გახსნილი ჰქონდა და რაღაცას იღებდა. გზაზე გადავედი და მასთან მივედი.  მანქანიდან ორი ლუდის ბოთლი გადმოიღო და ხელში აათამაშა.
- ნუ გეშინია ჯერ კიდევ ცივია - მითხრა ღიმილით და ბილიკს გაუყვა, მეც მას გავყევი. მივხვდი რომ სკვერისკენ მიდიოდა. 
- ლაპარაკი თუ არ გინდა არ გაძალებ - მითხრა უეცრად.
- ჩემი მეგობარი ჩამოვიდა, საუკეთესო მეგობარი, ისე წავიდა არაფერო უთქვამს, ასე უბრალოდ დაგვტოვა, თითქოს უცხოები ვყოფილიყავით და მას ვერ გავუგებდით, ახლა კი უეცრად გამოგვეცხადა და... მოკლედ მასზე გაბრაზებული და ნაწყენი ვარ...
- მესმის, - სკვერის ბალახზე დაჯდა, მეც გვერდზე მივუჯექი. ლუდი გამომიწოდა.
- აუ გასახსნელი დამრჩა! - ჩაიდუდღუნა და მწუხარებით სავსე სახით შემომხედა.
- გასაგხსნელი რაში გჭირდება..- ბოთლი გამოვართვი და  კბილებს შორის მოვიქციე, მალე გახსნის ხმა იყო და თავსახური ბალახზე დაეცა. ჯიმინს გავუწოდე თავისი ლუდი, მის გაოცებულ და ამავდროულად კმაყოფილ სახეზე გამეცინა, ჩემი ლუდის გავიხსენი და მოვიყუდე.  
- ასე ხშირად აკეთებ ხოლმე? - მკითხა და ბოთლი დადო.
- როგორ?
- აი ასე, ხშირად ხსნი ხოლმე ბოთლს?
- აა, კი ბავშვობიდან, ალბათ მაგიტონ ჩამტყდა სამჯერ კბილი. - სიცილისგან ბალახზე გაწვა.
- რა გაცინებს? დავიჯერო დამჯერი ბავშვი იყავი?
- რა კუთხით?
- დავიჯერო, არაფერს აშავებდი  და აფუჭებდი?
- რა დათვლის იმდენჯერ - ხელები კისერში ამოიდო და ისე დამიწყო ყურებდა. - ერთხელ ფეხიც მოვიტეხე, ხიდან გადმოვხტი.
- მერე რას ხტებოდი?
- ერთ ვიღაცას ვაწონებდი თავს.
- მერე მოეწონე? - წამოდგა და შარვალი მუხლამდე აიწია, წვრილი, გრძელი დაკლაკნილი იარა ჰქონდა.
- ამ ნაიარევით ვინმეს მოვეწონებოდი?
- მეც მაქვს ნაიარევი, მაგრამ მაგის მიუხედავად...
- ბიჭები თავს გეხვეოდნენ.
- რატომ მარტო ბიჭები?
- აბა? - შარვალი ჩამოიწია და ისევ ძველებურ პოზას დაუბრუნდა. ჩემგან პასუხს ელოდა, მე კი მხოლოდ წარბები ავათამაშე და ლუდი მოვსვი.
- ეს საიდან გაქვს? - მკითხა მაჯაზე.
- აა, ეს სკოლის ბოლო დღეს გავიჭერი! უფრო სწორად გამჭრეს! ჩემი ბრალი არ იყო! თეკლა რომ არა... ნუ რა მნიშვნელობა აქვს. - ბოლო სიტყვები ჩუმად ვთქვი და ბალახის წვალება დავიწყე. ლუდი დავლიე და ცარიელი ბოთლი სანაგვეში მოვისროლე. ჯიმინი ადგა და მეც წამომაყენა. არ უთქვამს, მაგრამ საქციელით მანიშნებდა დავბრუნდეთო, ამიტომ სკვერიდან გავედით და ისევ სახლის ქუჩას გავუყევით.
- დარწმუნებული ხარ რომ ლუდი იყო? - ვკითხე არსაიდან.
- კი, რა იყო, რო?
- მგონი თავბრუ მეხვევა. - ვუთხარი სიცილით და ბარდიულის კიდეზე, გაგებულ ბეტონზე დავიწყე სიარული.
- ბავშვობაში მიყვარდა აქ სიარული, მაგრამ წონასწოეობას ვერ ვიკავებდი ხოლმე - სიტყვა დოგორც კი დავამთავრე, წავბორძიკდი და ჯიმინის ხელებში მოვხვდი.
- ვერც ახლა იკავებ - მითხრა და ახლაღა შევამჩნიე რომ უკვე მის  სახლის წინ ვიყავით. 
- ორი წამით შევალ და ახლავე მოვალ - მითხრა და კიბეებზე ერთის გამოტოვებით აირბინა, სახლის კარი შეაღო და შევიდა. მის მანქანას მივეყუდე, ამ წამს ჩემმა ფეხსაცმელმა ყველაზე მეტად დამაინტერესა, იმდემად რომ მის ყურებას ვერ ვწყვეტდი. ვერც შევამჩნიე როგორ დამიდგა ჯიმინი წინ, არაფერი მითქვამს ისე ავხედე, მასაც ხმა არ ამოუღია, ვიცოდი რომ დამშვიდობების დრო იყო, მაგრამ არ მინდოდა, შემეძლო ასე მთელი ღამე ვმდგარიყავი გათენებამდე.
- ახლა მგონი დროა ღამემშვიდობისა მისურვო - ისე მითხრა, თვალი არ მოუშორებია.
- ხომ ზუსტად ასე უნდა გავაკეთო. - თავი დავუქნიე.
- მერე რას ელოდები - ტუჩზე იკბინა, მე კი ხელები მანქანას დავადე და მხრებში ოდნავ მოვიხარე. უეცრად ასე გაბრუებულმა სიცხე ვიგრძენი წელზე.
- ახლა შენ ხელები შემომხვიე? - ვკითხე ჯიმინს და სახეში შევხედე, მან მხოლოდ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და თავი ოდნავ დამიქნია. - მერე? - მისი თვალებიდან მზერა არ მომოშორებია, ისე ვკითხე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გარშემო არაფერი იყო, არც მის სახლის წინ ვიდექით, არც მანქანას ვიყავი მოყუდებული და არც მისი ტუჩების შეხება მინდოდა.  მის თვალებს მზერას არ ვაშორებდი, ის კი მე არ მიყურებდა, ჩემი ტუჩებით უფრო იყო დაინტერესებული, ახლოს მოიწია და მისი რბილი ტუჩები შემახო. ბოლომდე ავეკარი და ხელი კისერზე შემოვხვიე. მისი ხელები უფრო ძლიერად მიჭერდა და მისი კოცნა უფრო მეტად მხვევდა თავბრუს. ალბათ ამ კოცნაზე ტკბილი ვერცერთი ტკბილეული იქნებოდა. ამ დროს გავიგეთ მანქანის სიგმალის ხმა და ორივე მოვშორდით ერთმანეთს. ჯიმინის მანქანას იმდენად ვიყავით ორივენი აკრობილნი, რომ უკვე რეაგირებაც მოახდინა. ვინმეს რომ გაეგონა, ეგონებოდა მანქანას ვიპარავდით, მას შევხედე, ის უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიყურებდა, ერთად გავიცინეთ და მანქანას მოვშორდით რომ ეს ხმები გაჩერებულიყო და სინათლე ჩამქვრალიყო. ხელები თმაში შევუცურე და მთელი ძალით მოვეხვიე, თავი ჩემს თავში ჩარგო და ხელები წელზე შემომხვია. ერთმანეთს კიდევ ერთხელ მოვშორდით.
- ღამემშვიდობისა - ვუთხარი და მისი ეზოდან გამოვედი, გზაზე გადასულმა მისკენ ისევ შევტრიალდი და მისი მომღიმარე სახე დავინახე, რომელიც ხელს მიქნევდა.

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now