🖤10 🖤

35 5 0
                                    

- შემოდი! - მითხრა კესომ და სახლში შემიყვანა. ფეხზე გავიძრე და დაბლა დავყარე, მდივანზე დავწექი, რომელიც სასტუმრო ოთახში იდგა.
- ყავა გინდა? - გამომძახა სამზარეულოად.
- ყველაფერზე მეტად - მხოლოდ მისი ჩაცინება გავიგე. თვალები დავხუჭე და დასვენება გადავწყვიტე.
- თამარ რა ხდება? - თვალი გავახილე და ჩემს წინ მჯდარ კესოს შევხედე.
- დამნაშავე ვიპოვე! - კესომ ტაში შემოკრა.
- რა? ძალიან მაგარია! მე რატომ არ დამირეკეს?
- მე ვუთხარი.
- რატომ? თამარ! რა გჭირს? რატომ არ ხარ ბედნიერი?
- იმიტომ რომ ჯიმინია.
- რა?
- იმიტომ რომ ჯიმინია მკვლელი კესო! - წამოვდექი და თავი ხელებში ჩავრგე.
- მოიცა რა ჯიმინი?
- ისაა მკვლელი. გუშინ გავიგე, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ისაა მკვლელი! მაგრამ ის არ აღიარებს! არაფერს ამბობს! უბრალოდ იღიმის მეტი არაფერი! არც იმ დანარჩენების სახელს მეუბნება! ახლა კიდევ გამომიცხადეს გამოძიებას უნდა ჩამოგაშოროთო! იმიტომ რომ მასთან კავშირი გქონდაო! - კესო ხმას არ იღებდა, შემდეგ ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
ყოჩაღ ჯიმინ! ჩემი ატირებაც მოახერხე, რაც ძალიან ძნელი.
კესოს მოვშორდი და თვალები შევიმშრალე.

- შენი... დახმარება მჭირდება... დეენემისთვის... უნდა..უნდა დავამტკიცოთ რომ ჯიმიმია მკვლელი, დღეს საღამომდე, თორემ 24 საათიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლებენ, რადგან არ გვექნება საფუძვლიანი მტკიცებულება.
- კარგი, დამელოდე, ჩავიცვამ და წავიდეთ.

კესო მალევე ჩამოვიდა და ჩვენც წავედით განყოფილებაში. სანამ კესო თავის ოთახში იყო და თავის საქმეს აკეთებდა, ჯიმინის გამოყვანა და დასაკითხ ოთახში შეყვანა მოვითხოვე. დავინახე როგორ გამოიყვანეს საკნიდან, რომ ჩამიარა ისევ გამიღიმა, თითქოს ორი პოლიციელი არ ედგეს გვერდებზე და ხელებზე ბორკილები არ ედოს.  ორ წუთში მეც შევედი. ფეხებგაშლილი იჯდა, თავი ჩახრილი ჰქონდა და დაკავებული ხელები კი ფეხებშორის ჰქონდა მოდუნებული, არც შემოუხედავს ეომ შევედი, მხოლოდ მაშინ ამომხედა მის წინ მაგიდასთან რონ დავჯექი. ცივი და ბნელი თვალებით, წინანდელისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი მეჯდა ახლა წინ.
- კესო დეენემის პასუხს ამზადებს და...
- ...და დაამტკიცებ რომ მკვლელი ვარ?
- და ხარ?
მხრები აიჩეჩა.
- მაგის გაგება შენი საქმეა, დეტექტივო.
- როცა დავამტკიცებ რომ შენ ხარ მკვლელი, იძულებული გახდები დანარჩენი მკვლელების სახელებიც თქვა.
- კიმ ნამჯუნი და მინ იუნგი.
- რა?
- აღარ გაგაიმეორებ.
- რა?
- აღარ გაგიმეორებთქო.
- რას?
- სახელებს.
- ვის სახელებს?
- მკვლელების.
- კიმ ნამჯუნი და მინ იუნგი? ეს ორია მკვლელი?
- გითხარი აღარ გაგიმეორებთქო.
- და ასე უეცრად რატომ გადაწყვიტე ამის თქმა?
- კარგი რა დეტექტივო, ყველაფერი უეცრად გავაკეთე, უეცრად გადმოვედი შენთან საცხოვრებლად, უეცრად გავხდი შენით შეპყრობილი, უეცრად შემიყვარდი და უეცრად მოვკალი ყველა, ის გოგოებიც და ცუდი მეგობარიც.ისე რომ შენთან ყოფილიყო ყველაფერი დაკავშირებული.
- ცუდი მეგობარი? ვინ ცუდი მეგობარი?
- "მასზე გაბრაზებული და ნაწყენი ვარ..." ასე რომელ კარგ მეგობარზე იტყოდი, დეტექტივო?
უეცრად კი მეთვითონ გამახსენდა ჩემივე სიტყვები, სასწრაფოდ წამოვდექი და კარისკენ წავედი, თვალი ღიმილით გამომაყოლა, კარები გავიჯახუნე და დერეფანში გავედი.
- თამარ, დაემთხვა, დეენემი დამეთხვა, ახლა უნდა გადავგზავნო პასუხები - კესო შემხვდა და მთელი ემოციით მელაპარაკებოდა - თამარ? კარგად ხარ? ფერი არ გადევს!
მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია მოვშორდი და გასასველისკენ წავედი, კიდევ რამდენჯერმე გავიგე ჩემი სახელი მაგრამ უკან არ მივტრიალებულვარ, ჩემი სახელი კი სულ მესმოდა, მე კი სულ სხვა სახელი მიტრიალებდა თავში - თეკლა.

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now