🖤15🖤

33 4 0
                                    

უკვე საღამოს შვიდი საათი იყო, როცა ბოლოსდაბოლოს დაბლა ჩავედი. სახლში მარტო ვიყავი, მარი წავიდა. დაბრუნებას არ აპირებს, იმდენად გაანადგურა ჯინის საქციელმა, საზღვარგარეთ წავიდა, არც გვითხრა სად, როცა მზად ვიქნები, მაშინ ჩამოვალ, არ მინდა ვინმესთან კონტაქტი მქონდეს, მაგრამ იცოდეთ კარგად ვიქნებიო. ამიტომ არც გვითხრა სად მიდიოდა, გუშინ დილით ცარიელი ოთახში წერილი ვიპოვე სადაც ზემოთხსენებულს წერდა. თეკლა და ჰოსოკი კი, ისევ ტოკიოში წავიდნენ, მგონი უკვე სამუდამოდ, არ ვიცი...
რაც შეეხება კესოს აქაა და ჩემსავით ელოდება ხვალინდელი დღის გათენებას - ხვალ ხომ ერთწლიანი შემცირების ვადა წყდება და სამუშაოს ვუბრუნდებით!

დაბლა ჩავედი, მაცივარი გამოვაღე და როცა აღმოვაჩინე რომ არაფერი მქონდა კესოს დავურეკე მოსულიყო და რამე წამოეღო.
- როცა გითხარი რამე, მთელი მაღაზია არ მიგულოსხმია - ვუთხარი კარში მდგომ კესოს, რომელსაც ხელში სამი პარკი ეჭირა.
- ხოდა უნდა დააკონკრეტო ხოლმე.  - მითხრა და სამზარეულოში შევიდა, მაგიდაზე პარკები დაალაგა, ამოალაგა, ტაფა აანთო და რაღაცის კეთება დაიწყო.
- დიდხანს უნდა მიყურო? - გამომაფხიზლა მისმა სიტყვებმა, ახლაღა შევამჩნიე რომ უკვე მაგიდასთან ვიჯექი და მას მივშტერებოდი.
- ხვალ დილით გამოგივლი და ერთად წავიდეთ. - ჩემს სიტყვებს კესოს ჩაცინება მოჰყვა.
- არ მჯერა რომ იმ ახვარს უფროსი უნდა დავუძახო - ისეთი სახით მითხრა, ალბათ ბობი წარმოიდგინა.
ხომ, ჩვენს არ ყოფნაში ის დანიშნეს ჩემს თანამდებობაზე და ჩემი დაბრუნების შემდეგაც არ აპირებდა გადადგომას, ამის უფლება არც ჰქონდა, მე დავიკავებდი მის ძველ თანამდებობას.
- რაო თეჰიონმა, როგორი უფროსიაო? - ამ ერთი წლის განმავლობაში თეჰიონი გვატყობინებდა სამსახურიდან სიახლეებს.
- ნაგლი, დამპალი, ამპარტავანი, თავშიავარდნილი... როგორიც იყო რა...
- სხვა კიდევ რაო?
- გეყოფა რა თამარ! შენი აზრით თეჰიონთან ყოფნის დროს ბობზე სალაპარკოდ დრო ან ძალა მექნებოდა? - მისი ნათქვამის გაანალიზების შემდეგ ოდნავ დავიჯღანე.
- მორჩი ჯღანვას და ჭამე, მე ვიძინებ! ფეხზე ძლივს ვდგავარ - თქვა და სამზარეულოში დამტოვა. უნდა მეკითხა რატომ გტკივა ფეხები მეთქი მაგრამ პასუხი უკვე ვიცოდი.
•••
- ოოჰ, თამარ! რა სიურპრიზია! გავიდა უკვე ერთი წელი?! - განყოფილებაში მისვლისთანავე ხელებგაშლილი ბობი შემოგვეგება.
მისი ნერვები ნამდვილად არ მქონდა. თვალები ავატრიალე და გავუარე. ჩემი კაბინეტისკენ დავიძარი კარები შევაღე და...
- აქ რა ჩემი ფეხები მოხდა??!! - დავიყვირე მაშინვე და თვალი მოვავლე ჩემს კაბინეტს, რომელშიც ყველაფერი შეცვლილი იყო.
- სანამ შენ არ იყავი ბობმა მიისაკუთრა - გავუგე ჯონგუკის ხმა.
- მიხარია შენი ნახვა, გუკ! - ვუთხარი გულწრფელად.
- მეც - მიპასუხა მორცხვად და თავი ჩახარა.
- შეიძლება ჩემს კაბინეტში შევიდე? - ბობმა ხელით გამწია და ოთახში შევიდა.
- კიდევ რა შეიცვალა ჩემი აქ არ ყოფნის დროს? - ვიკითხე ღრენით.
- ყველაფერი თამარ! აბსოლიტურად ყველაფერი! - ხელებგაშლილი ბობი ყვიროდა კაბინეტიდან და სავარძელზე ამაყად იჯდა.
ჩემივე და მისივე ჯანმრთელობისთვის უმჯობესი იყო აქაურობას გავშორებოდი და სადმე დავწყნარებულიყავი და როგორც მოველოდი ეს "სადღაც" კესოს ოთახი აღმოჩმდა.
- არა! სულ გადაირია! ყველა! მთელი მსოფლიო! - ახლა მეც ბობისავით ხელების შლით შევედი ოთახში - უი, ცუდ დროს შემოვედი? - ვიკითხე, როცა ოთახში თეჰიონიც დავინახე.
- არა, უკვე მივდიოდი - მითხრა თეჰიონმა და გამიარა.
- ეს? ჯერ კიდევ სამსახურში ვართ! - მივხვდი რომ დეტექტივი ლიმ ჩემში გაიღვიძა, თანაც ამდენი ხნის შემდეგ!
კესომ უბრალოდ თვალები აატრიალა, ეს ჩემგან ისწავლა. ამ დროს კი კარი გაიღო და ოთახში გოგო შემოვიდა.
- უფროსს თქვენი ნახვა უნდა - თქვა და მე შემომხედა.
- შენ ვინ ხარ?
- ემი. მთავარი დეტექტივის თანაშემწე. - თქვა და გავიდა.
- ემილის მაინც ჯობია... - ჩაილაპარკა კესომ გაშტერებული თვალით. - და ეს უფროსი... ბობზე თქვა? - თავი დავუქნიე და ჩვენი უფროსისკენ გავწიე.
- თამარ, თამარ - საბუთებიდან თავი ამოყო და ირონიულათ ჩაილაპარაკა, როდესაც უკვე მისი კაბინეტის კართან დამინახა.
- რატომ მეძახდი? და ხომ, არ ვაპირებ თქვენობით ან ბატონოთი მოგმართო, ამის გამო კი ვერაფერს მეტყვი!
- მაგრამ ხელფასს ჩამოგაკლებ!
- შენ არ მაძლევ ხელფასს!
- კარგი! - მაგიდაზე ხელი დაარტყა - საკმარისია! რისთვის გეძახდი...
- ხომ რისთვის მეძახდი?
- შენთვის საქმე მაქვს - და წინ საქაღალდე დამიდო. ხელში ავიღე და გადავიკითხე.  ეს მეღადავებოდა?
- მეღადავები? განქორწინების საქმეს მაძლევ?
- სამაგიეროდ უკვე გახსნილია.
- მითუმეტეს!
- ახლა უბრალოდ უნდა წახვიდე და სასამართლოს დაესწრო.
- და რომ არ დავესწრო?
- იმედია ოდნავ მოთმინებად გიღირს შენი სამსახური! - აღარაფერი მითქვამს გაბრაზებული გამოვედი ჯერ მისი კაბინეტიდან შემდეგ კი შენობიდან. მანქანაში ჩავჯექი და სასამართლოზე წავედი. მაინც ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა იქ? უკვე გარკვეული იყო რომ კაცს საყვარელი ჰყავდა, ცოლმა ეს გაიგო და განქორწინება მოითხოვა. მე რა ჯანდაბა უნდა მეკეთებინა იქ? ან რა სადეტექტივო საქმე ახლა ეს იყო? როცა მე ვიყავი ბობის უფროსი ყოველთვის ისეთ საქმეეს ვაძლევდი, რომლებზეც მუშაობას ვეღარ ავუდიოდი უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გამო, მაგრამ არცერთი არ ყოფილა ცოლ-ქმარის კინკლაობაზე.
ამასობაში კი მივაღწიე სასამართლოს ოთახს, დაგვიანებით, თუმცა ახლა ეს ვის ადარდებს.

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now