🖤16🖤

37 5 0
                                    

სასამართლო დაიწყო. და ამ დროს ვიგრძენი როგორ მომიჯდა ვიღაც გვერდზე. გავიხედე და გაოცებისგან პირი გავაღე.
- პოპკორნი გინდა? - მკითხა კესომ და მუხლებში მოქცეული ცელოფანი მომცა.
- არა...და აქ რას აკეთებ? - ჩემი კითხვა დააიგნორა და სამი ცალი პოპკორნი პირში მოიქცია.
- გახსოვს 3 კვირის წინ თუ რაღაც კინოში რო აპირებდი წასვლას და მერე დაგეზარა, მე რომ მომეცი ბილეთები. მე კიდე ეგ ფილმი უკვე ნანახი მქონდა და ბილეთი მეზობელს მივეცი. ხოდა ორივემ გავმაზედ ფილმი და მაცადე ახლა სიამოვნების მიღება და ბედნიერ წუთებს ნუ ჩამიშხამებ. - მითხრა და დიდი ინტერესით შეხედა სხდომას.
•••
როგორც იქნა დამთავრდა ეს სპექტაკლიც, რომლითაც კესომ ძალიან ისიამოვნა. ცოლმა მოიგო, ყველაფერი მას დარჩა. ასეც უნდა ყოფილიყო. მე და კესო  გარეთ გამოვედით. მანქანა შორს მქონდა გაჩერებული, ამიტომ მოსაყვანად წავედი, კესო კი გარეთ კიბეებთან დავტოვე მანქანამდე მივედი, ჩავჯექი და დავქოქე, შორიდან დავინახე რომ კესო მარტო აღარ იდგა. მასთან კაცი იდგა - ქმარი სასამართლოდან  და ეტყობოდა რაღაცაზე კამათობდნენ. შემდეგ კი დავინახე როგორ შეაფურთხა მან კესოს სახეში. უფრო ჩქარა მივედი ადგილამდე და მანქანიდან გადმოვედი.
- ამას არ შეგარჩენ ქალბატონო ადვოკატო - მთვრალი იყო, ამიტომაც კესო თავისი ყოფილი ცოლის ადვოკატი ეგონა. 
- მგონი უკვე ზედმეტები მოგდით - ჩავერიე მათ საუბარში. აქამდე თუ წყნარად მყოფი კესო, კაცის ამ საქციელზე წამოენთო. ხელი გამაშვებინა და მას მიუტრიალდა.
- შეიძლება იმას ვერ იჯერბდე რომ ვაგინიანმა არსებამ მოგიგო, მაგრამ იცოდე! კიდევ ერთი შეხება! შეფურთხება! ან მუქარა და გაფრთხილებ! შენს კვერცხებს მოვკიდებ ხელს და ძირფესვიანად მოგაძრობ! - ხმისაუწევლად კბილებში გამოცრა და ქარისგან აწეწილი თმა უკან გადაიწია. ის კაცი როგორც ჩანს შეშინდა მისი სიტყვებით და უკან დაიხია. კესო საჭესთან დაჯდა, ამიტომ იძულებული ვიყავი მე მის გვერდით დავმჯდარიყავი. ღვედი შეიკრა და მანქანა დაძრა.
- ეს რა იყო? - უფრო ჩემს თავს ვკითხე ვიდრე მას. კესომ მკვლელი სახით შემომხედა, სახეზე ღიმილი შეეპარა, შემდეგ კი ორივემ არაადამიანური ხმით დავიწყეთ სიცილი, გზად სწრაფი კვების ობიექტანაც გავაჩერეთ და ბურგერი და ფრი ვიყიდეთ კოკა-კოლასთან ერთად. კესო შემოვლითი გზით წავიდა და გზა გაწელა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი ცოცხლად და წარმოდგენაც არ მქონდა რომ ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ საათში დამთავრდებოდა.

HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებWhere stories live. Discover now