- მარი მოვედი! - დავიძახე სახლში შესულმა, მარი სამზარეულოში დამხვდა.
- მოდი, ჭამე! - მითხრა და თეფში დამიდო.
- რა გჭირს? - შევხედე მომღიმარ სახეზე.
- არაფერი! რა უნდა მჭირდეს? - მეუბნება და სულელივით იცინის.
- აცერცეტებული რატომ ხარ?
- ვიღაც გავიცანი.
- ბიჭი? - მან თავი დამიქნია.
- მერე?
- რა მერე? ჯერ უბრალოდ გავიცანი. ჯინი ქვია, ჩვენთან კომპანიაში დაიწყო მუშაობა.
- რამე მნიშვნელოვანი თუ მოხდება..
- გაგაცნობ, აუცილებლად გაგაცნობ.
მითხრა და ჭამა გააგრძელა.*ერთი კვირის შემდეგ*
- ახალი არაფერია, არა? - ვეკითხები კესოს და თან პოპკორნს ვყრი ჯამში.
- არა, ხომ გითხარი, არანაირი ახალი მკვლელობა. როგორც ჩანს იმ ვიღაცამ სხვა გასართობი იპოვა.
- ან რაიმე დიდისთვის ემზადება. კარგი კესო უნდა გავთიშო, გკოცნი - ვუთხარი და ტელეფონი დავუკიდე. ჯამს ხელი დავსტაცე და მისაღებში მარისთან გავედი.
- თამარ... - მეუბნება შუა ფილმის ყურების დროს.
- გისმენ...
- გახსოვს ბიჭზე რომ გეუბნებოდი...
- მოიცა რა ერქვა.. ჯიმ..ჯი..ჯინი, კი კი მახსოვს.
- ჩვენთან რომ მოვიდეს როგორი იქნება?
- რავიცი მოვიდეს! თუ გინდა ბარემ ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიოთ და კესოც გაიცნობს.
- ხომ! კარგი იქნება!
- დღეს რა რიცხვია ისე?
- ერთ კვირაში გაქ დაბადების დღე ნუ დარდობ - მითხრა და პოპკორნი ჩაიტენა.
•••
- რა ჯანდაბააა!!! - ამოილაპარაკა მარიმ და ლამის იყო ჩემი ტელეფონი უნდა ესროლა გამოვართვი და ვუპასუხე.
- ხო ემილი, გისმენ - ვცილობდი მარის ფეხი ჩემს სახესთან არ შემემჩნია.
- ქალბატონო ლი! სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ განყოფილებაში! - მითხრა და გამითიშა.
- შენ გაგათიშინებ ტელეფონს, ქათამო - გავბრაზდი და ჩაცმა დავიწყე, გარეთ გამოვედი, მანქანა დავქოქე და განყოფილებაში მივედი. იქ შესვლისთანავე ემილი მომვარდა.
- დღეს დილით ერთი ამბავი დატრიალდა, იმ ვიღაცამ ოთხი მისამართი მოგვცა. ოთხივე ადგილას ორი გვამი იყო, ქალბატონი კესო იკვლევს ყველა გვამს და უფრო დაწრვრილებით გეტყვით ყველაფერს
- ემილი - გავაჩერე - კიდევ ერთხელ დამიკიდებ ტელეფონს და შენს საყვარელ მაისურს ყავას დავასხამ - ვუთხარი და კესოსთან შევედი.
- რა ხდება?
- ძალიან ბევრი რამ.
- აბა, დაიწყე.
- მოკლედ, ისევ ათ საათსა და ოცდაშვიდ წუთზე შემოვიდა ზარი, მაგრამ ამ ჯერად ოთხი მისამართი მოგვცეს. ორ-ორი 25 წლის გოგონას ცხედარი. რვავე თხუთმეტი საათის წინაა მოკლული.
- ფანტასტიკური ოთხეული.
- მოიცა ნანახი გააქ??? - კესოს ყვირილზე შევხტი.
- კესო!
- ხო კაი... ამას ერთი კაცი ვერ მოახერხებდა, ამიტომ სამი ახალი მკვლელი გვყავს. მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი ამბავი. - წარბის აწევით ვკითხე აბა რა არის მეთქი - სამივე ზუსტად ერთნაირადაა მოკლული. იგივე პრინციპით, იგივე თანმიმდევრობით. ერთადერთი განსხვავება არის ეს - მარჯვნიდან პირველ ოთხ გოგოს მანიშნა - ეს ოთხი უფრო მაღლებმა მოკლეს, დარტმის სიძლიერით თუ ვიმსჯელებთ, ეს ორი კიდევ ვიღაცამ იგივე სიმღლის, რა სიმაღლისაც ჩვენი პირველი მკვლელი იყო.
- ორი ჩემზე ოდნავ მაღალი და ორი დაახლოებით...
- 180 სანტიმეტრი ან ოდნავ მეტი.
- კარგი.
- კიდევ ერთი რამ ვიპოვე! არ გეგონოს რომ ჩემი დირთი მაინდია, მაგრამ ყველა გოგოს ინტიმური კავშირის ნიშნები აქვთ. თან ყველა ლოგინში შიშვლები იპოვეს. ანუ ეს ნიშნავს რომ - ხელით მანიშნა დაამთავრეო.
- threesome ქონდათ. - ჩავილაპარაკე, კესომ კი ტაში შემოკრა, რაზეც უნებურად ჩამეცინა.
- კიდევ არის რამე?
- ნუ ეხლა, შემიძლია საშო გამოვიკვლიო და პენისის ზომა დავადგინო, მაგრამ...
- არა! მადლობა! არ მინდა! წავედი! ოთახიდან გამოვედი, უკნიდან კი კესოს სიცილი გავიგონე.
•••
- სად გაქ გოგო ტელეფონი!!იცი რამდენი ხანია გირეკავ??
- ხომ იცი, რომ განყოფილებაში ვიყავი, არა? - ვუთხარი მარის ტელეფონში და მანქანა დავქოქე.
- ხოდა აწიე ეგ შენი დეტექტივის უკანალი და მოეთრიე სახლში სწრაფად!
- რატო, რა ხდება?
- მოდი და გაიგებ.
- რა ხდება? - კითხვა გავუმეორე.
- მოდი მეთქი!!!! - კი ვათქმევინებდი, მაგრამ საჭესთან ვიჯექი, ნუ კი მეკიდა ფეხებზე თუ გამაჩერებდნენ, მაგრამ ბოლობოლო ხომ მეთვითონ პოლიციელი ვარ და ტეხავს რა. ამოვიოხრე და მარისთან ლაპარაკი დავასრულე.
- კარგი, ხოო, მოვდივარ!
•••
სახლში დაუკაკუნებლად შევედი, ფეხზე გამოვიცვალე, მისაღებიდან სიცილის ხმა ისმოდა, იქ როგორც კი შევედი ორმა წყვილმა თვალმა ჩემსკენ გამოიხედა.
- თამააარ, როგორც იქნა მოხვედი - დაიყვირა მარიმ. მაგრამ ჩემი ყურადღება უფრო მეტად ჩვენს სტუმარს ეთმობოდა.
- პრივეტ! - შეიშმუშნა და გაუბედავად თქვა.
- თეკლა... - ჩავილაპარაკე და თვალი გავუსწორე.
YOU ARE READING
HAVE A NICE DAY - კარგ დღეს გისურვებ
De Todo- უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდი, დეტექტივო - ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, ახლოს მომიახლოვდა, საკოცნელად გადმოიწია, მაგრამ ძლიერად ვკარი ხელი. გული ადი-ჩამდიოდა, ძლივს ვსუნთქავდი, სირბილისგან სულ სველი ვიყავი. - შენ ხარ მკვლელი! - არ ვიცი, როგორ მაგრამ, რ...