prologue

81 6 4
                                    

-გთხოვ, მათ თავი დაანებე. შენთვის არაფერი დაუშავებიათ. ამას არ იმსახურებენ. გთხოვ

თავი ხელებში ჩარგო და დანანებით ამოიფრუტუნა

-როგორ არ გესმის, არ შემიძლია. ასე უბრალოდ ვერ დავანებებ მათ თავს. არა მაშინ როცა ყოველ დღე მათ სახეებს ვხედავ.

და ამ დროს ვთქვი ის რასაც არასდროს ვიტყოდი

-მაშ ამ ქალაქიდან, თუნდაც ქვეყნიდან, წავიდეთ. მოვითხოვოთ ყველა და ყველაფერი უკან და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. დამიჯერე ეს ორივესთვის უკეთესი იქნება.

- აქამდე ხომ უარზე იყავი, არ გინდოდა ამ ქალაქის დატოვება. რა შეიცვალა.

- მართალია... არ მინდოდა, მაგრამ შენთვის მზად ვარ ესეც გავაკეთო. და შენ? შენ მზად ხარ, რომ ჩემს გამო შეეშვა მათ? მზად ხარ რომ მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატარო?

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. ფიქრობდა...

- მე... რა თქმა უნდა მზად ვარ შენთან ერთად დავყო მთელი ცხოვრება... მაგრამ არ შემიძლია უარი ვთქვა იმაზე, რასაც თითქმის მთელი ცხოვრებაა ვგეგმავ.

- არც ჩვენთვის?

თავით მუცლისკენ ვანიშნე

- ეს რას ნიშნავს?

დაბნეულმა ამომხედა. მზერა გამისწორა, შემდეგ მუცელს შეხედა.

- ორსულად ვარ.

Revenge (complete)Where stories live. Discover now