{4}

414 59 13
                                    

მიმდინარე მოვლენებმა ისე დამიმძიმა გული ვეღარაფერზე ვკონცენტრირდები..

ძალიან განვიცდი უკრაინის მდგომარეობას ისე როგორც საკუთარს..

ღმერთს ვთხოვ დაიფაროს უკრაინის მშვიდობიანი და უდანაშაულო მოქალაქეები! 🥺

/////////////

სახლში სრული ერთი კვირა  გავატარე. რადგან დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შემეძლო გადაადგილებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ყველაფერში როგორც ყოველთვის დედაჩემი მეხმარებოდა და ისიც ჩემთან ერთად იტანჯებოდა.

უფროს ძმას ჩემი დანახვაც აღარ უნდოდა. სანახავად დიდად არ შეუწუხებია თავი თუმცა რამდენჯერმე შეღებულ კარში მომაძახა, რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებდი, რადგან არ ვცდილობდი გამოკეთებას და ამას საკუთარ თავს მე თვითონ ვუკეთებდი.

ვერ გავამტყუნებ, რადგან რაღაც მხრივ მართალიც იყო. თუმცა მას ერთი რამ არ ესმოდა. ის, რომ ამის კეთებისკენ გონება მომიწოდებდა. მე უკვე აღარ შემეძლო მისი შეჩერება და კონტროლი. მან ჩემს სისხლში და გონებაში ფართოდ გაიდგა ფესვები და მის გარეშე არსებობა უკვე შეუძლებელი იყო.

ჩემს სანახავად მხოლოდ ჩემი პატარა და შემოდიოდა. თმებზე მეფერებოდა თავისი სათუთი, თხელი და თბილი თითებით, შუბლზე მკოცნიდა და მეჩურჩულებოდა, რომ მალე კარგად გავხდებოდი. მხოლოდ მისი სახის დანახვა თუ გამაბედნიერებდა დილაობით. აკანკალებული ხელებით შეხებასაც კი ვერ ვბედავდი. მეშინოდა, რომ მის სუფთა და უცოდველ სახეს ჩემი ბინძური ხელებით წავბილწავდი.

Mental break downWhere stories live. Discover now