{9}

422 58 10
                                    


დიალოგისგან აღელვებულს სახე ერთიანად შემეფაკლა. მაშინვე ცივი წყალი შევისხი და კისერში გახურებულ ვენებზე ცივი ხელები გადავიტარე. ჩემივე გახშირებული სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა მაწუხებდა. ნერვებს მიშლიდა ის ფაქტი, რომ თავი იდიოტად მე თვითონ გამოვიყვანე. ჯერ კიდევ მაშინ როცა მოწეულში ჯონგუკს ზედ ვეკვროდი და ახლაც ამ დაძაბული დიალოგის შემდეგაც.

ეჭვი გამიჩნდა, რომ რადგან ჩემზე უკვე ყველაფერი იცოდა კიდევ სდომებოდა ჩემთან საუბარი ან რაიმე სახის კონტაქტი. სალფეთქით ავიმშრალე სველი კისერი და ნაგვის ყუთში მოვისროლე. ჯონგუკი რატომღაც კვლავ გაუნძრევლად იდგა კედელზე მიყრდნობილი და მელოდებოდა. თუმცა ვერ ვიგებდი რისთვის. რაც სათქმელი მქონდა უკვე ყველაფერი ვუთხარი და ამას დამატებული ისიც წამოვაყრანტალე რაც არც კი უკითხავს. მასთან საუბრისას შორს გავიჭერი და ჩემი ისტორიების ის ნაწილიც მოვყევი, რომელიც ჩემს გარდა არავინ იცოდა. დედაჩემმაც კი არ იცოდა ჩემი ინსონმანიის შესახებ. ენაჭარტალა! საკუთარი თავი გავლანძღე და გასასვლელად მოვემზადე, თუმცა წინ კვლავ ჯონგუკი გადამეღობა.

Mental break downWhere stories live. Discover now