{11}

532 63 17
                                    

ჰე ჰეე..

********

ჯონგუკის ლოდინში თბილ საწოლში ჩამეძინა. ნაწილობრივ ეს იმ გამაყუჩებლის ბრალიც იყო, რომელიც ჯონგუკის ექიმმა დამალევინა. ადგომის და ოთახის თვალიერების ძალა არ მქონდა. ამჯერად მართლა ძლიერად მომიხდა შესკდომა. ალბათ ნეკნიც გავიბზარე. შეიძლება შინაგანი სისხლჩაქცევებიც მქონოდა. ამიტომ ჩემს თავს უფლება მივეცი ცოტა დამესვენა.

არვიცი რამდენხანს მეძინა მაგრამ გონზე ჯონგუკის მშვიდმა ხმამ და თბილმა ხელებმა მომიყვანეს. წამით ვიფიქრე, რომ ნენსი იყო ამიტომ მისკენ გაბადრული სახით მივხოხდი, მკლავებში შევუძვერი და ამოვიკრიტუნე. სიამოვნებისგან გავიღიმე და ლოყა მუცელზე მივაჭირე.

-ნენსი..

-ჯიმინ ჯონგუკი ვარ.. ჯონგუკის ხმა შეიცვალა და გამკაცრდა. სწრაფად გავახილე თვალები და დაფეთებული უკან დავიხიე.

-მაპატიე ჩამეძინა..  საწოლზე გავხოხდი და ნელა მივაყრდენი რბილ ბალიშს დაცემისგან დაჟეჟილი ზურგი.

-მივხვდი.. და ვინ არის ნენსი? ჯონგუკმა ხელები ჩემს ირგვლივ დაალაგა და თვალებში მომაშტერდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. აქამდე ასე ახლოს არასდროს არვინ მომიშვია.. არც გოგო.. არც ბიჭი.. მხოლოდ დედა და ნენსი.

-მე.. თვალები იქეთ-აქეთ გავაცეცე თითქოს გასაქცევს ვეძებდი. ჯონგუკის მზერა შიგნიდან მწვავდა ასეთი სიახლოვისგან. ინტენსიური მოშტერებისგან კი ყურები გამიხურდა.

-ვინ არის ნენსი ჯიმინ? ჯონგუკმა მშვიდად, თუმცა მომთხოვნი ტონით გაიმეორა კითხვა. აშკარა იყო პასუხის მიღების გარეშე არ დაიხევდა უკან.

-რა შენი საქმეა.. უკმაყოფილება ვერ დავფარე და გაღიზიანებულმა ავხედე.

-ჯიმინნ... ჩემი სახელი ისე გაწელა სუნთქვა შემეკრა. წარბები მაღლა ასწია და სახე უფრო დამიახლოვა. -ვინ არის ნენსი? ასეთი სიახლოვისგან უკვე სუნთქვაც კი გაუსაძლისი გახდა. სახე გავატრიალე და ხმაჩამწყდარმა ამოვიხავლე.

Mental break downWhere stories live. Discover now