{13}

420 61 50
                                    

(ძაან ბევრი მწერდით და ითხოვდით ამას. ამიტომ, ვაგრძელებ. მეტი არ მინდა აქტიურობა არ ჰქონდეს !! 🤣)

მარტოობის მოყვარული ვარ, თუმცა ახლა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მაშინებს. არა, იმის გამო, რომ კვლავ რამეს მივქარავ. ეს საერთოდ არ მადარდებს. მე შემიძლია ეს სხვების თანდასწრებითაც გავაკეთო. უკვე აღარ მაშინებს იმ ფაქტის აღიარება, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული ვარ. ამას უკვე ყველა ამჩნევს, რადგან ამის მიხვედრა არც ისე რთულია. ფერმკრთალობა, უღონობა, თვალების ქვეშ უძილობისგან და ტკივილისგან გაჩენილო სიშავეები, სხეულის აბსურდული ტკივილი, არაჯანსაღი მზერა, დაღლილობა და შფოთვა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრის, რაც მჭირს და რასაც ყოველდღიურად ხედავს დედაჩემი. ახლა კი ამ ყველაფერს გეური გამოხტომები ემატება, რომელსაც ჯონგუკის ირგვლივ ჩავდივარ ნებით თუ ენებლიედ. არ მომწონს ის დამოკიდებულება, რასაც ჩემს მიმართ ამჟღავნებს. მფლობელობა, დომინანტური ბუნება, ბრძანებები, ფიზიკური კონტაქტი, უხერხული შეხებები, მასთან ძილი, იდუმალი მზერა და ახლა ეს კოცნა. რომელზე ფიქრსაც ვეღარ ვწყვეტ. მინდა მთელი ძალით გავიქცე და სახლის ყველაზე მყარ კედელს პირდაპირ თავით შევასკდე, რომ ის ღამე თავიდან ამოვიგდო. მე აქამდეც ბევრჯერ მიკოცნია. ყოველთვის ასეთი ხომ არ ვყოფილვარ. იყო ჩემს ცხოვრებაში ჯანსაღი პერიოდიც, როცა როგორც ყველა თინეიჯერი მეც ისე ვცხოვრობდი და მსგავსი განცდები ჩემთვის უცხო არ იყო. მაგრამ ჯონგუკი. ის ნაბიჭვარი. მან ყველას თვალწინ მაკოცა. ჯანდაბა 100 წყვილი თვალი მაინც გვაკვირდებოდა მაშინ, როცა ენა პირდაპირ პირში ამიხლართა. მეზიზღება ისიც და საკუთარი თავიც, რომ აქამდე ვერ შევძელი იმ შეგრძნების და გემოს დავიწყება.

-ჯიმინ? -ნაცნობი ხმის გაგონებისას ვკრთები. ჩანთის სახელურს ძლიერად ვუჭერ ხელს და უფრო ვუსწრაფებ ნაბიჯს. თვალებს ირგვლივ ვაცეცებ, რომ შენობის ნებისმიერ მიფარებულ კუთხეში შევიხიზნო, ოღონდაც მას არ შევხდე. -ასე სად მიგეჩქარება? არ მითხრა, რომ ლექციაზე? -მესმის ხმა როგორი დამცინავი უხდება. -ჯიმინ ნუ გარბიხარ. შენს შეჭმას არ ვაპირებ. -შესახვევში სწრაფად ვუხვევ და ჩიხი ამის დედაც! წასასვლელი აღარსადაა. ესეც ასე. მთელი უნივერსიტეტი იმისთვის შემოვატარე, რომ ყველასგან მიყრუებულ და მიფარებულ ადგილას ჯონგუკს კუთხეში მოვემწყვდიე. გავიჩალიჩე.

Mental break downWhere stories live. Discover now