{7}

393 56 13
                                    

~ჰეი, დაგიბრუნდით...

///////////////////

მომდევნო რამდენიმე დღე აუტანელ ტკივილსა და თერაპიებში გავატარე, რადგან დედაჩემის ისეთი ლავასავეთ მხურვალე ცრემლების შემდეგ მისთვის უარის თქმა  ვეღარაფერზე შევძელი. ყოველ შემთხვევაში ფხიზელზე ასეთ რამეს ვერ ვაკეთებ ხოლმე.

დედაჩემმა ამ კვირაში ზედიზედ ოთხჯერ მიმიყვანა ფსიქოლოგთან და გულით მთხოვა მასთან მაინც მესაუბრა იმ საკითხებზე რაც ჩემს სულს ხრწნიდა ყოველდღე და მოსვებას არ მაძლევდა თუ ამას მასთან ვერასოდეს გავაკეთებდი. სამჯერ კი ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა წრეზე ვიყავი, სადაც ვისმენდი სხვადასხვა დაავადებულების გულის ტკივილის.

ზოგიერთი მათგანი იმას მისტიროდა თუ ამის გამო როგორ მიატოვეს საკუთარმა ცოლებმა და თან წაიყვანეს მათი შვილები, ახლა კი მათი ნახვის უფლებასაც კი აღარ აძლევენ. ზოგიერთი ტიროდა, რომ თავიანთმა ქმრებმა უკვე ახალი მზრუნველი ცოლები მოიყვანეს და მათი ოდესღაც არსებული თბილი კერა წარსულს ისე მიაბარეს თითქოს არც უარსებია. ზოგიერთიც კი მოთქვამდა თუ როგორ ჩამოართვეს სოციალურმა სამსახურებმა მშობლების სტატუსი და წაართვეს შვილები. ახლა კი მხოლოდ მათ გამო ცდილობენ ამ ჭაობიდან ამოღწევასა და კვლავ ფეხზე მყარად დადგომას.

მათი კარგად მესმის, რადგან მათ ჰქონდათ მიზანი და მათ ჰქონდათ ღირებული დანაკარგი.. მაგრამ მე? რისთვის ვიყავი მე აქ? ერთადერთი ჩემი დანაკარგი მამა იყო.

ჯერ კიდევ თექვსმეტი წლის ვიყავი როცა ჩვენს მშობლებს პირველი მასიური ჩხუბი მოუვიდათ, რომელიც ჩვენც მოგვწვდა. მას შემდეგ მამა აუტანელი გახდა და ჩხუბიც ყოველდღიურობაში გადაიზარდა. დედა ამბობდა, რომ მეტად აღარ შეეძლო ამის გადატანა ამიტომ ექვი თვის შემდეგ ერთ დღესაც მამამ თავისი გუდა- ნაბადი აიკრა და სამუშაოდ უცხოეთში წავიდა.

Mental break downWhere stories live. Discover now