{6}

441 59 19
                                    

დილით მძიმე სხეულის შეგრძნებამ გამომაფხიზლა. ვიღაცას ძლიერი და მკვრივი მკლავები მჭიდროდ შემოეჭდო ჩემი წელის ირგვლივ და ზურგიდან მეკვროდა. მისი მშვიდი და ცხელი სუნთქვა კი ჩემს თმასა და კისერზე იფანტებოდა. გული ისე ამიჩქარდა ლამის მთელი სიცოცხლე წამებში გავლიე.

რა ჯანდაბა მოხდა? სად ჯანდაბაში ვარ და რა ჯანდაბა ჩავიდინე? მჭიდროდ შეკრული მარწუხებიდან ძლივს დავაღწიე თავი. რაც შემეძლო ფრთხილად გამოვძვერი და როგორც კი სახეზე ჯონგუკი ამოვიცანი სრული შოკი მივიღე.

ჯანდაბა!
ჯანდაბა!
და კიდევ 1000-ჯერ ჯანდაბა!

გონებაში გუშინდელი ღამე ნელნელა ფრაგმენტებად ამომიტივტივდა. ზოგი ზედმეტად  ნათლად და ცხადად, ზოგიც ბუნდოვნად.

თავი მხოლოდ იმით დავიმშვიდე, რომ ორივეს გვეცვა ტანსაცმელი და საჯდომიც საერთოდ არ მაწუხებდა. ესეც რაღაცას ნიშნავდა და ერთგვარი შვრება იყო. რადგან ამით დავაჯერე საკუთარ თავი, რომ ზედმეტად არ შემიტოპავს მასთან და ისეთი არაფერი მქონია, რაც დანაშაულის გრძნობას გამიჩენდა.

რაც შემეძლო ჩუმად და ფეხაკრეფით მივიპარე კართან და ფრთხილად გავიძურწე ოთახიდან. სიმწრით, თითქმის ხელების დახმარებით ერთი ჩასუნთქვით ჩავირბინე კიბეები. პირველივე ტაქსი გავაჩარე და გულამოვარდნილი ჩავხტი.

Mental break downWhere stories live. Discover now