{10}

443 62 9
                                    

🍸

//////////

პასუხი უარყოფითია. ჩემი სხეული სუფთაა, დედაჩემი კი კმაყოფილი და ბედნიერი. უკვე წყეული მეორე კვირაა სხეული მიდუღს. ვეღარ ვუძლებ. მეტი მოთმენა აღარ შემიძლია. სული ნაკუწებად მეგლიჯება. გონება ყოველ წუთს ჩამძახის, რომ ჩემს სხეულს ნარკოტიკი სწყურია. ეს ფიქრები გონებაში ჭიანჭველებივით დამდიან.

ცივ წყალს ვავსებ ვანაში და ახურებულ სხეულით შიგნით ვეშვები. ვცდილობ ვენები სადაც ლავასავეთ დამდის მდუღარე სისხლი ჩამოვიხეხო ცივი ქაფიანი ღრუბელით, რათა ჩემს შიგნით არსებული ხანძარი როგორმე ჩავაქრო. ბანაობა საკმაოზე დიდხანს მიგრძელდება. აბაზანას შედარებით გრილად ვტოვებ. თმას ვიშრობ, თხლად ვიცმევ, სკეიტს ვიტაცებ ხელში და ჰერზე გავდივარ.

ფიქრებისგან გათავისუფლება მჭირდება. ცოტახნით როგორმე უნდა მოვეშვა, ფიქრი და წუხილი  შევწყვიტო, რადგან უკვე სიგიჟის ზღვარზე ვარ.

სკეიტს მთელი ძალით მივაქროლებ შუა ქუჩაში და დაუსრულებლად მივქრივარ სადღაც უსასრულობაში. ყურში ჩემი საყვარელი მელანქოლიური მელოდია უწყვეტად ჩამედინება და არ მაძლევს უფლებას სამყაროს ქაოსი და ხმაური შევიგრძნო. მხოლოდ თავისუფლება. მხოლოდ მტკივნეულად მხურვალე სხეული და გაუჩერებლად მოსაუბრე გონება.

Mental break downWhere stories live. Discover now