{20}

271 45 27
                                    

სიგარეტის ბოლო ღერს თავისივე კოლოფში ვასრესს და ბორტს მიღმა ჰორიზოტის მოლივლივე ხაზზე მიმავალ გემს თვალს ვაყოლებ. ჯონგუკთან გატარებული ღამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ჩვენ სისტემატიურად ვხდებით ერთმანეთს. ჯონგუკი ჩემს ჩრდილად იქცა. თითქოს თავში რაღაც მექანიზმი მაქვს, რომლიც სიგნალივით რეაგირებს მაშინვე, როცა ნარკოტიკების მიღების სურვილი მიპყრობს და ჯონგუკიც ელვისებურად ჩნდება ჩემთან. არ ვიცი ამას რა ზებუნებრივი ძალებით ახერხებს, მაგრამ თვეზე მეტია სუფთა ვარ. ჯონგუკთან სექსი კი ამის ყველაზე რეალურ გარანტია გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მასთან ტემპერამენტიანი სექსი ყოვლად გამომფიტავი მხოლოდ ასე თუ შევძლებ იმ ფიქრების მოშორებას, რასაც წლებია ვებრძვი. ჩემი და ჯონგუკის ინტერესები მხოლოდ აქ იკვეთება. არც ისაა სულით რომანტიკოსი. დაუღლელად შეუძლია რობოტივით იმუშაოს საწოლში, მე კი მხოლოდ ასეთი ღამის შემდეგ ვახერხებ ცარიელი თავით ძილს. თვეზე მეტია ინსონმანიასაც აღარ შევუწუხებივარ. მის გვერდით ისე მძინავს, როგორც არასდროს. დაძინება აქამდე არ ყოფილა ასეთი მარტივი.

კვებაც კი დავიწყე. სექსის შემდეგ აუტანელი შიმშილის გრძნობა მაღვიძებს. ნარკოტიკების მიღებისას შიმშილს ვეღარ ვგრძნობდი და არც მოთხოვნილება მქონდა. რაც არ უნდა მეჭამა ყველაფერი გულს მირევდა. ახლა კი ყოველ დილით მიწევს საჭმლის მომზადება, რომ უნივერსისტეტში მიმავალმა გზაში გონება არ დავკარგო. მსგავსი გამოცდილება მქონდა უკვე რამდენჯერმე. ჯონგუკი ამ დროს საშინლად ბრაზობს, თუმცა არაფერს ამბობს. რადგან იცის ამაში დამნაშავე თავადააცაა. წინა ღამის მარათონის შემდეგ ზოგჯერ მეც მიკვირს, რომ ფეხზე ვახერხებ ადგომას, არათუ უნივერსისტეტში მისვლას. ამიტომ მშვიდად ზის ბუფეში ჩემს წინ და არ მაძლევს უფლებას იქაურობის დატოვების, სანამ ულუფას ბოლომდე არ მოვასუფთავებ.

Mental break downWhere stories live. Discover now