{19}

429 57 44
                                    

(ვალდებული ვარ კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ +18)

-სად დაფრინავ? -ჯონგუკი როგორც ყოველთვის ახლაც იდეალურად გამოიყურება. თვალები უპრიალებს, ტუჩები ნერწყვისგან დანამული აქვს და გრძელი თმის მოხვეული კულულები ნიავისგან მსუბუქად ეშლება ჰაერში. ჩემკენ გაუფრთხილებლად იხრება და სველ ტუჩებს კისერზე სწრაფად მაკრობს. მოულოდნელობისა და სისველის შეგრძნებისგან ვკრთები, ხელს სწრაფად ვისვამ ნაკოცნ ადგილას და ნერწყვის ნაკვალევს ვიშორებ, რომელზე მოხვედრილი ნიავიც ხერხემლამდე ჟრუანტელის განცდას მაიძულებს.

-საიდან გაიგე, რომ აქ ვიყავი? -ჯონგუკი კარგ განწყობაზეა და ეს ისეთი ნათელია, რომ ამის კითხვაც არ მჭირდება.

-გულის ხმას გამოვყევი. -თავხედურად ჩურჩულებს ჩემს ყურთან და აწეწილ თმას ყურს უკან მიწევს. -ჩიტმა ამბავი მიმიტანა, რომ მოგენატრე. ხოდა მეც აქ ვარ. -თვალს მოფლირტავედ მიკრავს, გამოწვევით მიღიმის და ყურის ბიბილოზე ცერა თითით მეთამაშება.

-მორჩი ლაყბობას. - თავს გვერდით ვწევ და მის ხელს ვიცილებ.

-როგორი უხეში ხარ. კიდევ კარგი სენსიტიური არ ვარ, მაშინვე გულზე მომხვდებოდა. -ჯონგუკი ისევ იცინის და ჩემს გვერდით მოუპატიჟებლად ჯდება. -აბა, როგორ ხარ დღეს? თავს უკეთ არ გრძნობ?

-პასუხი თავადაც იცი. -მის კითხვას თავიდან ვიცილებს და ღრუბლებიდან გამოცურებულ მზეს დაღლილი ვუყურებ.

-გახსოვს საჩუქარს, რომ დაგპირდი? - ფეხზე სწრაფად ხტება, უცნაურად მიყურებს და ხელს მიწვდის. -აქ სწორედ ამისთვის მოვედი. მინდა, რომ მის სანახავად გამომყვე.

-შენ რა ზღაპრის პრინცი გგონია თავი? -კბილებს ერთმანეთს გამწარებული ვაჭერ და გამოწვდილ მტევანზე ხელს ვურტამ. -თუ შეიშალე და მართლა ასე ფიქრობ, მინდა შეგახსენო, რომ მე ნამდვილად არ ვარ მაგ ზღაპრის პრინცესა. -ფეხზე მისი დახმარების გარეშე ვდგები და თვალებში განრისხებული ვუყურებ. -ნუ იქცევი იდიოტივით. -ჯონგუკი უკმაყოფილოდ მიყურებს, ხელებს თეძოების გარშემო ილაგებს, თავს ოდნავ მიქნევს და ღრმად სუნთქავს.

Mental break downWhere stories live. Discover now