{8}

398 61 9
                                    

~კომენტარებში თქვენი აზრი დამიფიქსირეთ.. რას ისურვებდით შემდეგ თავში? 🚀

/////////////////

პირველი სამი დღე ვერაგი ტკივილი სხეულს მჭამდა. ვენებში ლავასავეთ მწველად მივლიდა ადუღებული დამპალი სისხლი. ჩემი დაავადებული ტვინი კი გამუდმებით ახალ დოზას მთხოვდა.

ელიოტი ხელებით მიჭერდა და საწოლზე მკერდით მაკრავდა, რადგან მედდას ვუძალიანდებოდი, როცა ჩემთვის განკუთვნილ წამალს კუნთში მიკეთებდა.

ყველაფერი მტკიოდა და რაც შემეძლო ხმამაღლა ვტიროდი, თუმცა ჩემი არავის ესმოდა. მათ არ ესმოდათ, რომ ჩემთვის ამ ყვეყნად მხოლოდ ორი ხსნა არსებობდა ან თავი უნდა მომეკლა და ამ სატანჯველისგან ყველა გამეთავისუფლებინა ან კვლავ ნარკოტიკი მიმეღო.

დამამშვიდებლებმა თავისას მაინც მიაღწიეს და ტირილში გაგუდულს საბოლოოდ ჩამეძინა. გამოღვიძებულს კი თავთან ჩემი პატარა ანგელოზი ნენსი დამხვდა. თმაზე ისე ნაზად და ფაქიზად მეფერებოდა თითქოს რაღაც აკავებდა ან აშინებდა. დაბურული თვალები რამდენჯერმე დავახამხამე მხედველობის გასაწმენდად და შემორჩენილი ენერგიით მსუბუქად გავუღიმე. ჩემი ჟესტი მაშინვე ესიამოვნა. უფრო ახლოს მოიწია და საწოლში ფრთხილად შემომიძვრა. ახლა ვხდები რაც აკავებდა. ჩემი გაღვიძება არ უნდოდა.

Mental break downWhere stories live. Discover now