ვიცოდი, რომ ჯონგუკისთვის ჩემი ოჯახის გაცნობა ცუდი იდეა იყო, რადგან ფეხის სახლში შემოდგმისთანავე მოაწონა ყველას თავი. დედაჩემი მასზე ლაპარაკს აღარ წყვეტდა. მოსწონდა თავდაჯერებული, ჯანსაღი იუმორით გაჯერებული მდიდარი ბიჭი, რომელმაც იცის სად, რა და როდის უნდა თქვას. თავისი მაღალი სტატუსის მიუხედავად გამოჩენილი თავმდაბლობით მაშინვე მოხიბლა დედაჩემი, რომელიც მალევე გაიხსნა და ჩვეული ხუმრობების სია გადმოალაგა, რაზეც ჯონგუკიც ზრდილობიანად იცინოდა. ნენსისაც ისე მოეწონა მისი კალთიდან ჩამოსვლა აღარ უნდოდა. ჯონგუკი კიდე ყოველ მოსვლაზე ან სათამოშოებით და ტკბილეულით ისყიდდა მის კეთილგანწყობას. ნენსი სულ იმას უსვამდა ხაზს, რომ ჯონგუკს კარგი სუნი ასდიოდა, ჩემგან განსხვავებით რა თქმა უნდა, მე ხომ უმეტესად თამბაქოს სუნად ვყარვარ. მაგრამ რატომღაც ამას თავად კონგუკი არასდროს აპროტესტებს. ნენსიც არაფერს მეუბნება, თუმცა ხშირად შეუჭმუხნია უსიამოვნოდ ცხვირი. მხოლოდ მაშინ ვანალიზებ, რომ ბანაობის და გამოცვლის დროა.
ჩვენს ოჯახში მხოლოდ ჩემი ძმა იყო ის, ვინც დუმდა. ვერ ვიტყვი, რომ ჯონგუკის წინააღმდეგი იყო, ან რომ არ მოსწონდა ის, მაგრამ მისი ქცევები საეჭვოდ იდუმალი იყო, მზერა კი ყოვლად დამაფიქრებელი. ორივეს ისე გვასკანერებდა თითქოს, რაღაც საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა. ჯონგუკმა ერთხელ მითხრა პირველივე დღეს მიხვდა სიმართლესო, მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა. ჩემს უარს იმით ვხსნიდი, რომ ალბათ, რამე მინიშნებას მაინც მომცემდა ან კიდევ პირდაპირ მეტყოდა, რომ მიხვდა ჩემი გაგეების ამბავს. თანაც მიიყვანო სექს პარტნიორი სახლში და გააცნო ოჯახს როგორც მეგობარი? მეეჭვება ჩემს ძმას ეს ყველაფერი გაეგო და მშვიდად მჯდარიყო.
ყველა შემთხვევაში სიმართლე ის იყო, რომ მე მინდოდა ასე მეფიქრა. მე და ჩემს ძმას ჩემი ნარკოდამოკიდებულების ამბების მერე ისე აგვერია ურთიერთობა არ მინდოდა ჩემი ორიენტაციის მოულოდნელ ცვლილებას კიდევ უფრო გაეღრმავებინა ჩვენ შორის გაჩენილი უფსკრული.