{15}

310 54 14
                                    

თვალებს, რომ ვახელ შვება სხეულში გაზაფხულის ნიავივით მივლის და ღრმად ვისუნთქავ ჩემი ოთხის ჰაერს, რომელიც წამლების სუნითაა გაჟღენთილი. თუმცა ფაქტი, რომ საავადმყოფოს თეთრად შეღებილ კედლებიან და ნათლად გაჩახჩახებულ ოთახში არ გავიღვიძე ისე მამშვიდებს, რომ ლამის ვიღიმი. გამოდის ჯერ არ ვკდები. გვერიდით ვიხედები თუ არა ვხედავ მარჯვენა ხელზე დაერთებულ გადასხმის მოწყობილობებს.

მას შემდეგ, რაც დამოკიდებული გავხდი დედაჩემი ჩემს პირად ექთნად გადაიქცა და სახლში ლამის ყველა ის მოწყობილობა გვაქვს, რაც სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას. ჭრილობა გადახვეულია. ალბათ უკვე სისხლიც გადამისხეს, რადგან თავს ისე საშინლად აღარ ვგრძნობ.

დედაჩემი ჩემი გაღვიძებით გახარებულია თუმცა მაინც იმედგაცრუებული მაკვირდება. მდუმრება წვება ჩვენ შორის. ხმას ვერცერთი ვერ ვიღებთ. სახე დაღლილი აქვს, უპეები ამოსიებული და ირგვლივ სილურჯეებიც ეტყობა, თვალები დაწითლებული აქვს. ზუსტად ვიცი, მთელი ღამე არ ეძინა და ტიროდა. ამას გამოცნობაც არ სჭირდება. დანაშაულის გრძნობა ყელში ბურთივით მეჩხირება და სლუკუნი მიტყდება. სახეს მისგან ვატრიალებ და ტირილს ვიწყებ. ვხედავ ჩემს ფეხებთან ნენსი როგორ ცქმუტავს. ისიც აქაა და საკუთარი თავი მძულს. ვიცი, რომ ეგოისტი და არაკაცი ვარ, რომ საყვარელ ადამიანებს ამას ვუკეთებ. მაგრამ თავს ვეღარაფერს ვუხერხებ. ამის დედაც! ჩემი გონება ავადაა, ჩემი ვენები დამპალია, ჩემი გული კი ნახშირივით შავი.

დედაჩემი ამის მიუხედავად ხელზე მიჭერს დამამშვიდებლად. ჯანმრთელ ხელს მისკენ ვიწვდენ და ვანიშნებ, რომ მისი ჩახუტება მჭირდება. ამისთვის ხმის ამოღებაც არ მჭირდება, მაშინვე იწევა ჩემკენ და მეხვევა. მისი სურნელის და სითბოს შეგრძნება მამშვიდებს. მის მკლავებში დაუცველი ბავშვივით ვსლუკუნებ და თვალებს მჭიდროდ ვხუჭავ. აქ თუ სადმე ჩემი ძმაცაა მისი სახის დანახვა არ მინდა. ვიცი, მის მზერაში რაოდენ ზიზღი და სიძულვილი იქნება. არც ვამტყუნებ. არაფრის მაქნისი ვარ. მხოლოდ უბედურება და ტკივილი მომაქვს ამ ოჯახისთვის და ამაში საკუთარი თავი თავად ჩავითრიე. მხოლოდ მე ვარ დამნაშავე და პასუხსაც ვერავის მოვთხოვ.

Mental break downWhere stories live. Discover now