{18}

379 53 17
                                    

ნარკომანია სიყვარულს ჰგავს, ყველაზე დიდ და მგზნებარე სიყვარულს. მისი მოტრფიალეც, როგორც შეყვარებული ადამიანი, გამუდმებით თავისი ვნების ობიექტზე ფიქრობს, მასთან შეხვედრაზე ოცნებობს, შეხვედრის წინ სასიამოვნო ეიფორიას განიცდის, ხოლო თუ "პაემანი" რაიმე მიზეზით გადაიდო, ღელავს; ისევე როგორც სიყვარულით გაბრუებული ადამიანი, ნარკომანიც ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ მასთან ერთად იყოს, შეეხოს, შეიგრძნოს. სწორედ, ამგვარად ყალიბდება ლტოლვა, სურვილი და დამოკიდებულება...

რაც უფრო მეტი დრო გადის, ორგანიზმი უფრო და უფრო იფიტება, მეტ ნარკოტიკს მოითხოვს და საბოლოოდ მასზე ხდება დამოკიდებული, ხოლო თუ საჭირო დოზა ვერ მიიღო, მაშინ იწყება ნამდვილი "თავდავიწყება" – მდგომარეობა, რომელსაც "ლომკას" ეძახიან.

ჯანმრთელობა და სიცოცხლე დამოკიდებული ხდება არა ცხოვრების პირობებზე, კვებასა და გამოჩენილ მზრუნველობაზე, არამედ – ნარკოტიკზე.

კუნთებისა და სახსრების აუტანელი ტკივილი, ძლიერი შემცივნება, რაც არ უნდა ჩაიცვას და დაიხუროს, ვერ გათბება, ცივი ოფლი, მუცლის ტკივილი, რომელსაც ხშირად ფაღარათი, გულისრევა და ღებინება ერთვის, სურდო, დეპრესია და უძილობა – ეს ის აბსტინენცია, რომელსაც ნარკოტიკს მოწყურებული ჯიმინი განიცდის მისი რეგულარულად მოხმარების შეწყვეტისას. ასეთ დროს ბევრი თავსაც იკლავს. ჯიმინიც არ ყოფილა გამონაკლისი. მასაც ჰქონია ეს ფიქრები და უცდია მათი განხორციელება.

არსებობს მოსაზრება, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მიღება ერთგვარი ტრამპლინია უფრო მძიმე და სერიოზულ ნარკოტიკებზე გადასასვლელად, თუმცა ჯიმინს უამრავი ვინმე უნახავს, ვინც ყოველგვარი შესავლისა და ტრამპლინის გარეშე დაიწყო ძლიერი ნარკოტიკების: ჰეროინის, ოპიუმის, მორფინის – მიღება.

ჯიმინის აზრით, კანაფი და მისი მსგავსი სუსტი ნარკოტიკები ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას უფრო იწვევს, ვიდრე ფიზიკურს. მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ამ საშუალებებით გართობა უსაფრთხო იქნებოდა ან გადაგდება გაუიოლდა.

Mental break downWhere stories live. Discover now