1

381 34 11
                                    





     -ჯიმინ, მოიცა სად გარბიხარ-მეძახის მამიკო.-ფეხები მეტკინა ცინგლიანო შენზე დევნაში, მოდი აქ და იმეცადინე.
     -მამიკო გთხოვ ცოტა ხანში შემოვალ და ყველაფერს ვიმეცადინებ უნივერსიტეტი ხვალ გვიან მეწყება და ხვალაც მოვასწრებ.
     -კარგი რააა, 23 წლის ომეგა ხარ და მეცადინეობა ასე რატომ უნდა გეზარებოდეს, სკოლაშიც კი არ ყოფილხარ ასეთი ზარმაცი.

      უიჰჰ მაპატიეთ ყველაფერი შუა ნაწილიდან დაიწყო. თავიდან მოგიყვებით ყველაფერს. მე პაკ ჯიმინი ვარ  23 წლის ომეგა, ალბათ გსმენიათ ჰოლდინგი პაკ გრუპის შესახებ, ეგ მამაჩემის და ჩემი ალფა ძმისაა. დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობ სამართალის განხრით, მე თვითონ არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ადვოკატი, მაგრამ ჩემს მშობლებს ასე სურთ. მეც ვერ გავანაწყენე და ჩავაბარე იმაზე რაც სურდათ. მეორე ნახევარი არ მყავს, ველოდები ჩემს ალფას და სანამ მას არ ვიპოვი არავის შევიყვარებ. ალბათ ეს აზრი სულელური გეჩვენებათ მაგრამ რა ვქნა მე ასე მირჩევნია, თავს ჩემი ალფისთვის ვინახავ.

       ავტორის პოვ:

ჯიმინი ბევრი ხვეწნის შემდეგ დაჯდა სამეცადინოდ და მთელი ღამე მეცადინეობდა. გამთენიისას როცა ყველაფერს მორჩა ჩაეძინა. პირველ საათამდე მშვიდად იძინა, მერე მამამისმა გააღვიძა და უნივერსიტეტში გაუშვა. იქ უჩვეულო არც არაფერი მომხდარა. ჯიმინი თავის საუკეთესო მეგობრებს შეხვდა ჯინს და თეჰიონს. მათაც ჯიმინის მსგავსად თავიანთი ალფები არ უპოვიათ მაგრამ იციან ისინი მათ მალე შეხვდებიან, სამივე. ერთად დაესწრნენ ლექციებს და უნივერსიტეტიდანაც ერთად გამოვიდნენ.
       -იქმებ წავიდეთ და სადმე ვისადილოთ, რას ფიქრობთ ბიჭებო?-იკითხა ჯინმა.
       -ვფიქრობ კარგი აზრია, სადმე პატარა კაფეში წავიდეთ და ვისადილოთ მერე დესერტი მივირთვათ და გავისეირნოთ.-დაამატა ჯიმინმა.
        -კარგი ბიჯებო წავიდეთ მაგრამ ვფიქრობ მეც უნდა მკითხოთ ხოლმე, ჩემი მანქანით მიდიხართ. იქნებ მე არ მინდა კაფის საჭმელი და მე ქათმის ფეხები მინდა-დაიბუზღუნა თეჰიონმა.
        -ეეე ეგეც კარგი აზრია, მოდი ქათმის ფეხები ვჭამოთ და ლუდი დავლიოთ.-თქვა ჯინმა.
        -თქვენ ორს რომელი ალფა გაგიძლებთ.-ბუზღუნებს ჯიმინი და მანქანაში ჯდება.

გთხოვ შემიყვაროWhere stories live. Discover now