სამყაროს თუ ვერ ხედავ, არ ნიშნავს იმას რომ მას ვერ გრძნობ - ეძღვნებათ, 'უსინათლოებს' რომლებიც სხვებზე მეტს ხედავენ.RULE №1: "ALWAYS SMILE"
გოგონა ქუჩაში მისეირნობდა და ამ უსასრულო ბილიკს მოუყვებოდა, ამ უცხო ქუჩებს და თითოეულ დეტალს კარგად აკვირდებოდა, ყველაფერს სწავლობდა, ტელეფონი ამოიღო რადგან მის playlist-ში ცუდი სიმღერა ჩაირთო, არ უყვარს ეს სიმღერა, მაგრამ ვერ ხვდება რატომ არ შლის, რატომ არასდროს არ გასჩენია ამ სიმღერის წაშლის სურვილი ან დრო. უბრალოდ მას ახტება და სხვა სიმღერას რთავს, ტელეფონს კი ისევ ჯიბეში აბრუნებს.
ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ფილტვები გრძნობენ ახალ ჰაერს. მისთვის ყველაფერი უცხოა, ეს გარემო, ადამიანები, ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, არავინ ჰყავდა მის ძმას თუ არ ჩავთვლით, და ოჯახის წევრებს. ისეთი და-ძმობა აქვთ, უჩვეულო, ისეთი, ერთმანეთის უსიტყვოდ რომ ესმით, ამიტომ სხვა არც არავინ სჭირდებოდა. დიდად არ გამოირჩეოდა არაფრით, არც სილამაზით, თვითონ ასე ფიქრობდა, თუმცა საკუთარი თავისთვის სულ რამდენიმე წამით რომ შეეხედა დაინახავდა საკუთარ თავს, რეალურს, იდეალურს.
ამ ქალაქში იყო რაღაც საუცხოო, რაღაც თავისებური, თითქოს მისი ცხოვრება აქედან იწყებოდა ისეთი შეგრძნება ჰქონდა. ყველაფერი იმ ერთმა უაზრო ზარმა გამოიწვია მამამისის ტელეფონზე და ამდენი ცვლილება მოახდინა. ახალი სახლი, გარემო, სამსახური. არ უყვარს ცვლილებები და სწორედ ეს არ უყვარს ყველაზე მეტად საკუთარ თავში. სიმღერა შუა გზაში წყდება და ახლა ტელეფონის ზარის ხმა ისმის, თავისი ძმა ურეკავს უკვე მესამეჯერ და მოთმინების ფიალა ეწურება, მხოლოდ ხანდახან ესმით ერთმანეთის და როგორც ჩანს, ის ვერ მიხვდა რომ ახლა მის "პატარა" დას, ახალ გარემოსთან შეჩვევა სჭირდება, მაგრამ ნერვიულობს და რა ქნას?! ტელეფონს პასუხობს.
-გოგო სად დადიხარ? იცი როგორ ნერვიულობენ ესენი... მეც ძალიან ვნერვიულობ_წყნარდება და ბოლო წინადადებას მშვიდად ამბობს. გოგონამ ტუჩის კუთხე ჩატეხა.
YOU ARE READING
I FEEl, I SEE
Sonstigesუსინათლი ბიჭზე და ერთ უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულ გოგოზე. სიყვარულის ისტორია.