მეორე თავი

28 5 0
                                    

RULE N2: "Always be kind"

-არ მოგწონს საჭმელი?_ეკითხება დედა თავის ქალიშვილს, რომელიც უაზრო გამომეტყველებით დაჰყურებს არც ისე, კარგ საჭმელს და ჩანგალს აქეთ-იქით დაატარებს თეფშზე. გოგონა ფიქრებიდან გამოდის და დედის წინადადებას იაზრებს.

-არა, გემრიელია_ლუკმა ჩაიდო პირში და შეეცადა გაღიმებული სახე შეენარჩუნებინა, თუმცა წყალი მიაყოლა იმ წამსვე.

-ბოდიში, შენნაირად კარგი საჭმელების კეთება არ გამომდის_გაღიზიანებული ეუბნება ქალი და თავის ქმარს უყურებს, მასაც იგივე სახე აქვს, როგორიც მის ქალიშვილს.

-არაფერი მითქვამს_გაიოცა.

-მაგრამ ვხედავ რომ არ მოგწონს, თან არავის არ მოწონს_ყველას გადახედა.

-მართლა ბევრი სუნელი უქენი და სულ გადაიკარგა ყველა გემო_სწრაფად უთხრა და თეფში გაწია.

-რაც არ უნდა მისწორო, მაინც არ ჩააბარებ კულინარიაზე!_დაუყვირა დედამ.

-გეყოფა ნანა_მკაცრად გახედა ქმარმა.

-ვიცი დედა, ვიცი, ყოველდღე მეუბნები ამას_ამოიოხრა.

-დედა გეყოფა მართლა_სცადა ბიჭმა დედას დამშვიდება.

-ნუ ერევი, არც შენ გადახვალ მარტო საცხოვრებლად, ოჯახი ყოველთვის ერთად უნდა იყოს.

-ოჯახს ყოველთვის მხარში უნდა ედგე და მის მიზნებს და ოცნებებს პატივი სცე_წამოდგა დეა, რადგან იცოდა ეს საუბარი კარგად არ დასრულდებოდა, როდესაც ამდენ ბრაზს გრძნობდა შიგნიდან.

-ყოველთვის მხარში გედექი და ახლა როცა ერთი სურვილი მინდა შემისრულო ის, რომ ჩვენს ბიზნეს გაჰყვე ამას არ აკეთებ.

-გამოცდებისას ჩემი გამხნევება და ერთი სურვილით, მთელი ჩემი ცხოვრების დანგრევას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უჩემოდ გააგრძელეთ ოჯახური იდილია_სარკაზმით წარმოთქვა და სასწრაფოდ გაემართა კარისკენ. ძმა უკან აედევნა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now