მეთოთხმეტე თავი

22 3 2
                                    

RULE N°14: "NEVER MIND THE PAIN, YOUR ENEMIES ARE WATCHING YOU."

    დეა ოთახში წევს. როგორც ყოველთვის ფიქრობს. მისი ჰობიც ესაა, სიმღერებში ფიქრი, განსაკუთრებით მაშინ მოსწონს ეს ჰობი, როდესაც ასეთი არეულია, მისი ფიქრები. ხან ვატოზე ფიქრობს, ხან ნუცასა და გოჩაზე, ხანაც მისი ოცნების დანგრევაზე. ვერ გადაუწყვეტია ბედნიერია თუ არა, იტიროს თუ იცინოს. გვერდით გოჩა უწევს, თავს დის მუცელზე ისე დებს, რომ სახით მისკენ იყოს და თვალებს ხუჭავს. დეა იღიმის და თმაზე ეფერება.

-მაპატიე_ესმის ბოხი, სევდიანი ხმა და თვალებს ახელს.

-რა გოჩიტ?_მხიარულად ეკითხება დეა, თან სიმღერას აპაუზებს.

-ჩემს გამო მომავალს თმობ_ამბობს ის და ჩამქვრალი თვალებით იყურება.

-არაფერია, მაინც არ დამთანხმებოდნენ ხომ იცი?_თავს ნელა უქნევს, თანხმობის ნიშნად.

-მაგრამ რაღაც იმედი ხომ იყო_დეას ეცინება, იმედზე მეტიც იყო, მაგრამ ახლა რაღა აზრი ჰქონდა.

-ადექი, სამსახურში მივდივარ და მერე ერთი საათით უნდა გავისეირნო_გოჩა სწორდება და თვალებს ატრიალებს.

-გაისეირნო, ვისთან?_დეა მუშტებს ამზადებს და გოჩაც შეშინებული დგება.

-რამდენჯერ გითხარი... კითხვებს ნუ სვამ! თორე შენზე და ნუცაზე ყველაფერს ვიტყვი_დამაჯერებლად ეუბნება. გოჩა კარისკენ მიდის უკუსვლით. დეაც საწოლიდან დგება და სხეულს ავარჯიშებს.

-ესეიგი საქმე ვატოს ეხება_ვითომ აქამდე არ იცოდა, მაინც ხმამაღლა თქვა.

-შენი საქმე არაა_ტრადიციულად დეა ჩხუბით აგდებს გოჩას. ვერ ხვდება რა გართულება აქვს, დეასთვის სულ ერთია უსინათლოა თუ არა. გოჩას კი რა აწუხებს ვერ ხვდება, ის რომ უსინათლოა თუ ზოგადად ბიჭებს რომ ხვდებოდა. პირველის გამო სიამოვნებით გაცხებდა, მეორეშიც არ ელოდოთ კომპლიმენტებს. ფიქრებში გართული წასასვლელად ისე გაემზადა ვერც გაიაზრა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now