RULE N°32: "THE END? NEVER".
დეას ცხოვრებაში ყველაფერი ლაგდებოდა, უკვე ორი კვირა იყო გასული მომხდარიდან. რესტორნის საქმე შესანიშნავად იყო, ისევ დაუბრუნდა მის მართვას, რადგან აქამდე მამამისის საქმეების გამო ვერ იცლიდა. პოლიციელები მას დაკითხვებს უწყობდნენ და არ ასვენებდნენ, თუმცა მიხვდნენ რომ დეა ამ საქმესთან არაფერ კავშირში იყო. დედამისს უფრო დაუახლოვდა და მიხვდა თუ რამდენად სჭირდებოდათ ერთმანეთი ახლა. მამამისზე იმდენად აღარ დარდობდა, რადგან რაც დაიმსახურა ის მიიღო და მასზე ნერვიულობით თავად აგდებდა საკუთარ თავს ცუდ მდგომარეობაში.
ვატოს და დეას ურთიერთობამ უფრო დიდ ფაზაში გადაიზარდა. ახლაც მის გვერდით იყო, თავი მის მკერდზე ედო და სიჩუმეში ისხდნენ. ვატო კი მას თმაზე ეფერებოდა.-ვატო_დეას ნაზი ხმა გაიგო.
-გისმენ_დეას ხელები გაუშვა, ის კი წამოდგა.
-ახლა რა იქნება?_დეას თავში ათასი ფიქრები ირეოდა.
-რას გულისხმობ? ზოგადად რა იქნება...?_ვატო სიტყვის დასრულებას ვერ ასწრებს, რადგან დეა მას აწყვეტინებს.
-ანუ მე და შენ_ვატო უღიმის და ლოყაზე თბილ ხელს ადებს, ცერა თითს ნელა ამოძრავებს. დეასაც ეღიმება.
-დეა არანაირი მე და შენ არ არსებობს..._დეას ღიმილი შორდება.
-ჩვენ.
-ჩვენ?_წარბებს კრავს. ვატო ხელს აშორებს.
-ჰო, დეა რაღაცაში გამოგიტყდები... ერთადერთი გოგო იყავი რომელმაც შემამჩნია, მაშინ როდესაც ყველასთვის უხილავი ვიყავი. ექვსი წლის უკან, არავინ არაფრად მაგდებდა და ჩემი ცხოვრება სრული ნაგავი მეგონა, სანამ შენ არ გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება რაღაცები კარგად არ იყო და მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ ახლა მთავარია ერთად ვართ. მაშინ როცა მკითხე ადრე გიყვარდიო, კი გიპასუხე, რადგან დარწმუნებული ვარ რომ მიყვარდი, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი როგორი იყავი. ექვსი წელი, დეა, მთელი ექვსი წელი მხოლოდ იმ იმედით ვცხოვრობდი რომ ჯერ კიდევ ვიყავი შენს გულში, რაღაც პატარა ნაწილში მაინც. არასოდეს გადამიყვარებიხარ, არცერთი გოგოსთვის შემიხედია ისე როგორც შენთვის. შენ ხარ ის ვინც ამ ცხოვრებაში მჭირდება დეა_დეა უბრალოდ იჯდა, გაუნძრევლად, თვალის დაუხამხამებლად, იჯდა და უყურებდა ადამიანს რომელიც ყველაფერს ერჩივნა. უეცრად ხვდება რომ ლოყებზე თბილი სითხე ჩამოსდის.
YOU ARE READING
I FEEl, I SEE
De Todoუსინათლი ბიჭზე და ერთ უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულ გოგოზე. სიყვარულის ისტორია.