RULE N°31: "NEVER LOSE HOPE".
-გოჩა!_დეა ცრემლიანი თვალებით უყურებს ძმას და მისკენ მიდის მაგრამ დეას გეგა აჩერებს, გოჩას - მისკენ მიმართული იარაღი.
-რა ჯანდაბა ხდება, გეგა გაუშვი_დაბნეულია. ამ უცხო სახლში, სადღაც გადაკარგულში, ასეთი სიტუაცია ხვდება. რა უნდა იფიქროს? ან როგორ, როდესაც რამდენიმე დღეა არ უძინია და გამოფიტულია.
-არ გაინძრე, ერთი ზედმეტი მოძრაობა და ჩათვალე მკვდარი ხარ_მისი ეს სიტყვები, არ ჰგავდა იმ კაცისას რომელსაც ამდენი ხანი იცნობდა.
-რას ამბობ, ახლავე გაუშვი დეა!_უკვე გოჩაც ბრაზდება, რამე ახალი სპექტაკლია? კარების შემომტვრევის ხმა ისმის.
-იარაღი დაყარეთ_ისმის ხმები.
-თქვენ დაყარეთ, თორემ მოკვდება_იარაღს დეას უმიზნებს და საფეთქელზე აჭერს. უეცრად მისი თვალები ვატოს ხვდება და მაშინ გრძნობს თავს ყველაზე უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, რომ თავზე იარაღი აქვს მობჯენილი.
-იარაღი დაყარეთ ახლავე_უმეორებს ვატო მის სიტყვებს პოლიციელებს და პირველი თავად აგდებს, დეას უყურებს, შემდეგ გეგას. სალომე თავს უქნევს და იარაღებს აგდებენ.
-ოჰ ვატო, აქ ნამდვილად არ გელოდი, არა პრინციპში გელოდი, ყოჩაღ, საკუთარი თავი ზედმეტად ჭკვიანი გეგონა. ფიქრობდი რომ სამხილებს ასე ადვილად დავმალავდი, რომ გვამს აქ იპოვიდით? ის უკვე აღარ არსებობს ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, აქედან ცოცხლები ვერ გახვალთ, ვერც ერთი, რა თქმა უნდა ჩემი და ჩემი ხალხის გარდა_გეგა გამარჯვებას ზეიმობს კიდეც, მისიანები მთელ ტერიტორიაზე არიან, თუმცა მან არ იცის რომ ვატო მხოლოდ ხუთ კაცთან ერთად არაა მოსული.
-ყოჩაღ! საკმარისად ვერ შეგაფასე_ვატო უღიმის. გოჩას უყურებს, აქ რას აკეთებს? მისი სახიდან გამომდინარე, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, ანუ ის ამ საქმეში გარეული არაა და უხარია.
YOU ARE READING
I FEEl, I SEE
Overigუსინათლი ბიჭზე და ერთ უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულ გოგოზე. სიყვარულის ისტორია.