მეოთხე თავი

30 4 0
                                    

RULE N4: "CHANGES ARE GOOD"

კაფეში დეას არც ისე კარგი სიტუაცია დახვდა, ნინის მეგობრებს ვერ შეეწყო, ერთადერთი რაც უნდოდა, აქედან წასვლა იყო.

-დეა შენ რამდენი წლის ხარ?_ფიქრებიდან აფხიზლებს ნინის ხმა.

-ოცის.

-უნივერსიტეტში დადიხარ?_ახლა მათ საუბარს არავინ, ისმენდა, რადგან გოჩასთან ნინის მეგობრებმა ბევრი სალაპარაკო გამონახეს.

-არა, ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვარ_თუმცა ხშირად უვლია კურსებზე, მშობლებისგან მალულად, ათასი ტყუილი მოუფიქრებია ამის გამო.

-ისე რამე გაინტერესებს?_დეამ მხრები აიჩეჩა, არადა ზუსტად იცოდა რაც უნდოდა.

-კულინარია მიზიდავს_საუბრის გაგრძელება არ სურდა, მაგრამ ცვლილებები, ცვლილებები სჭირდებოდა.

-ძალიან კარგია_გაუღიმა ნინიმ და ცივი ყავა მოსვა, ამ სიცივეში საინტერესოა ცივი ყავა რატომ აიღო.

-შენ?

-შენს წინაშეა მომავალი მასწავლებელი_მხიარულად წარმოთქვა.

-მართლა? რა კარგია.

-რომელი საგნის?_დაინტერესდა დეა.

-ინგლისური_როდესაც სასაუბრო თემა გამოელიათ, დეამ ტელეფონი, აიღო და ძველ სურათებს ათვალიერებდა.

ცოტა ხნით ამ ადგილიდან თავის შველა მოუნდა. საპირფარეშო გაახსენდა. ძმას უთხრა მალე მოვიდოდა. უჟმურად ადგა და უეცრად რაღაც მაგარს შეეჯახა, დავარდნის ხმაც გაისმა. დეამ ქვევით დაიხედა, იქ უსინათლოების ჯოხი დაინახა, რაღაც გაახსენდა, თვითონაც ვერ გაეგო რა, ახლა სასწრაფოდ ზევით აიხედა და ის დაინახა ვის დანახვასაც ვერასდროს წარმოიდგენდა, მაგრამ რაღაც იმედი ჰქონდა კიდეც. ის უსინათლო ბიჭი სანაპიროდან. ისევ ის სათვალეები ეკეთა. დეას ინსტინქტურად მის მაჯაზე ხელი ჩაეჭიდა, ბიჭი დაბნეული აცეცებდა ხელებს.

-მე, ბოდიში_ხმა ამოიღო დეამ, გოჩა ამ სანახაობით კმაყოფილი არ დარჩენილა წამოდგა და ისინი ერთმანეთს დააშორა, მათ შუაში ჩადგა. დეა ბიჭს თვალს არ აცილებდა.

I FEEl, I SEEWhere stories live. Discover now