RULE N°12: "FORGIVENESS IS NEVER EASY, BUT IF YOU FORGIVE, FORGIVE SOMEONE WHO REALLY DESERVES IT".
გოგონა ფანჯრიდან იყურება. ბევრ რამეზე ფიქრობს ერთდროულად. როგორ უცბად გადის დრო... ადრე სულ სხვა ხედს უყურებდა სულ სხვა ფიქრებით, ახლა სულ სხვა ხედს, თუმცა იგივენაირად არეული ფიქრებით. ძნელია გაიგო რას ფიქრობს ადამიანი, მაგრამ ის კიდევ უფრო რთულია გაიგო შენ რას ფიქრობ, თუ რა გინდა მომავალში. დეაც მომავალზე ფიქრობდა. ბევრი რამის გამო, განსაკუთრებით კი მშობლების, ვერ ხედავდა საკუთარ თავს ვერსად. მაგალითად რესტორანში არა მიმტანად, არამედ მზარეულად, შეიძლება ამ რესტორნის პატრონი თავადაც ყოფილიყო. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება ყოველთვის, როგორც გვინდა, ან დავგეგმეთ. დეამ იცის მისი მომავალი, უბრალოდ არ უნდა ამის საკუთარ თავთან აღიარება, ბოლოს მაინც მშობლები გაიმარჯვებენ. ყოველთვის ისინი იმარჯვებენ. ის უკვე ბრძოლად აღარ აპირებს, დაიღალა მათთან შერკინებით. ერთი წელიც და უკვე ასე თავისუფალი ვეღარ იქნება, ერთ წელში უნდა დაქალდეს, მანერები აკონტროლოს. კომპანიაში მამამისს დიდი გეგმები აქვს მისთვის. თანაც მშობლები ნერვიულობენ, რას იტყვიან ნათესავები თუ მშობლის კვალს არ გაყვებიან. ასე რომ დეას ერთი წელი მისცეს იმის შესაგუებლად რომ საკუთარი თავი კომპანიაში დაინახოს. ერთ წელში უნდა დაანგრიოს ოცნებები. უნახავს ადამიანები რომლებსაც წამებში დანგრევიათ ოცნებები. დეა ხანდახან ფიქრობს, წამებში დაგენგრეს ჯობია, ვიდრე ამდენი შენების შემდეგ, ყველაზე დიდი, უდიდესი ოცნების კოშკი ჩამოშალო თანაც საკუთარი ხელით.
ქარი სახეზე ელამუნება. თითქოს სახეში არტყამს და უყვირის "გამოფხიზლდი დეა!", მაგრამ ის გაუნძრევლად დგას და ამ მოჩვენებით დარტყმებს იტანს, სულს რომ სტკენს.
ამ საშიშ ფიქრებს კარზე კაკუნი აწყვეტინებს.-საჭმელი მზად არის_ესმის ძმის ხმა და გუშინდელი მათი ჩხუბი ახსენდება, ნუ ჩხუბი ხმამაღალი ნათქვამია. დეა არაფერს პასუხობს, ფანჯარას ხმაურიანად კეტავს და გვერდით იხედება, სადაც მისი და ძმის ხელის ანაბეჭდია დატოვებული. ძმის ყვითლად, დეასი კი მის ზევიდან, თუმცა ოდნავ გვერდით, ხელი რომ არ დაიფაროს - წითელი კვალია. ეს მაშინ გააკეთეს როდესაც ოთახს ღებავდნენ. დეა ამის გახსენებაზე დიდზე ეღიმება და ოთახიდან გამოდის. სახეს იყენებს, არ ავიწყდება რომ გოჩაზე გაბრაზებულია, ქვევით ჩასვლისას მას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, ყველაზე მეტად ის აგიჟებს რომ თავად გოჩაც ასე იქცევა. ცდილობს გაბრაზება არ დაეტყოს, მითუმეტეს მშობლების თვალწინ.
YOU ARE READING
I FEEl, I SEE
Randomუსინათლი ბიჭზე და ერთ უბრალო, მაგრამ განსაკუთრებულ გოგოზე. სიყვარულის ისტორია.